კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: მაქვს წნევა 90/60-ზე და ძალიან მტკივა თავი. ერთი ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევის შემდეგ, ენა მიბუჟდება. ვარ 39 წლის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ან რომელი სპეციალისტი მჭირდება?

პასუხი: ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს, ამას კი წნევის დაქვეითება მოჰყვება. შეიძლება, სწორედ ეს იყოს თქვენ მიერ აღწერილი ჩივილის მიზეზი. თუ აღნიშნული სიმპტომი ხშირად მეორდება და ალკოჰოლის მიღების გარეშეც გემართებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს.

კითხვა: ვარ 43 წლის მამაკაცი. ორი თვეა, მარჯვენა იღლიაში ლიმფური ჯირკვალი მაქვს გადიდებული. თავს კარგად ვგრძნობ – რა შეიძლება იყოს ჯირკვლის გადიდების მიზეზი?

პასუხი: ლიმფური კვანძები ადამიანის მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. კანის ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება, მიმდინარე ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს. გირჩევთ, კარგად დაითვალიეროთ კანის საფარველი ხელებზე, თითებზე. თუ ხილული დაზიანება არ გაქვთ, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა – სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ფილტვების რენტგენოგრაფია, შესაძლოა ლიმფური კვანძის პუნქცია და მისი მიკროსკოპით გამოკვლევაც დაგჭირდეთ.

კითხვა: უკვე სამი კვირაა, ფილტვებში მსუბუქი ტკივილი მაწუხებს. სამი წლის განმავლობაში ვეწეოდი სიგარეტს და ახლახან დავანებე თავი. ტკივილი სიგარეტის მიტოვების მიზეზი ხომ არ არის?

პასუხი: ტკივილი გულმკერდის არეში ყოველთვის სასუნთქი გზების პათოლოგიას არ უკავშირდება. ის შეიძლება, სხვა ორგანოების – გულის, კუჭის, ღვიძლის, ნერვული სისტემის დაავადებათა ნიშანი იყოს. გირჩევთ, ნუ დაიწყებთ თვითდიაგნოსტიკას, ნუ დააბრალებთ ტკივილს ამა თუ იმ მიზეზს, მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს, რისი ბრალია ეს სიმპტომი და საჭირო გამოკვლევებს დაგინიშნავთ.

კითხვა: გთხოვთ, ამიხსნათ, პერიოდულად რატომ მიმწვავდება ჰერპესული გამონაყარი ტუჩებზე. ეს განსაკუთრებით სიცივეში მემართება. როგორ ვიმკურნალო, თუ ამჟამად ორსულად ვარ?

პასუხი: ჰერპესულ ინფექციას ხშირად მორეციდივე ბუნება აქვს. დაავადების გამწავება, ჩვეულებრივ, ორგანიზმის დამცავი ძალების დაქვეითებას უკავშირდება ხოლმე. შეიძლება იყოს რომელიმე ვირუსული ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადება. ჰერპესის მკურნალობა იოლი არ გახლავთ. ამ დროს უნიშნავენ ჰერპესის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ამასთან ერთად ატარებენ ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ვინაიდან ხართ ორსულად, უმჯობესია, მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გადაწყვეტს, დაგენიშნოთ თუ არა ანტივირუსული პრეპარატები.

კითხვა: ვარ 23 წლის. მაქვს სქოლიოზი. გამრუდება გარეგნულად არ ჩანს, მხოლოდ რენტგენოლოგიურად ვლინდება. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ ასაკში ხერხემლის გასწორება ფიზიკური ვარჯიშებით თუ ოპერაციაა აუცილებელი?

პასუხი: თქვენი ასაკი შედარებით ნაკლებ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ხერხემლის სრული კორექტირება მოვახდინოთ. თუმცა, მდგომარეობა უიმედო სულაც არ გახლავთ. მკურნალობის კომპლექსური კურსით სქოლიოზის ხარისხის შემცირება და მდგომარეობის სარგძნობლად გაუმჯობესება შეიძლება. საკითხი ოპერაციული მკურნალობის შესახებ დაისმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სქოლიოზი მკვეთრად არის გამოხატული, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შინაგან ორგანოთა მდგომარეობასა და მუშაობაზე. ამასთანავე, თვალშისაცემია ვიზუალური დეფექტი. ასე რომ, უნდა დავიწყოთ კონსერვატიული მკურნალობით და დავაკვირდეთ დაავადების დინამიკას.

კითხვა: სამი წელია სქესობრივი კონტაქტი არავისთან მქონია. ბოლო დროს მაწუხებს ასეთი სიმპტომები: ყელის შეწითლება, დიარეა და ტკივილი მუცლის ქვედა მარცხენა მიდამოში. ზოგჯერ ტემპერატურა 37,1 გრადუსამდე მაქვს. ხომ არ არის ეს ნიშნები შიდსისთვის დამახასიათებელი, გავიკეთე ანალიზი, მაგრამ პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ძალიან მეშინია, როგორ მოვიქცე?

პასუხი: შიდსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი იმით არის განპირობებული, რომ შიდსის ვირუსი ორგანიზმის იმუნურ ძალებს აქვეითებს, მაგრამ იმუნიტეტის დასუსტებას მხოლოდ შიდსის კი არა, ნებისმიერი, ქრონიკული, დუნედ მიმდინარე დაავადება იწვევს. გირჩევთ, მიმართოთ ყელ-ყურის ექიმსა და გასტროენტეროლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3