კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პრეპარატები იწვევს ადამიანში სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას


ადამიანის სექსუალურ ფუნქციაზე ბევრი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფიზიკური და ფსიქიკური ფაქტორი ახდენს გავლენას. არცთუ იშვიათად, სექსუალური დაქვეითების მიზეზი გულის, კუჭის, თირკმელების, ფილტვების და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებაა.

სექსისადმი ინტერესის განელებას, ასევე, ხელს უწყობს განწყობილების საერთო ფონის დაქვეითება, სტრესი, დეპრესია, გადატვირთვა, ოჯახური უსიამოვნებები, სამუშაო პირობები და ასე შემდეგ. გამოჯანმრთელებას და ჩვეულ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაში დაბრუნებას ბუნებრივად თან ერთვის სექსუალური ფუნქციის ნორმაში ჩადგომაც.

ხშირად, ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ მიღებული წამლები, დაავადების მკურნალობის პარალელურად, სხვადასხვა ფუნქციას აქვეითებს, მათ შორის – სექსუალურსაც. ეს ზემოქმედება, როგორც წესი, მხოლოდ მკურნალობის კურსის დროს მჟღავნდება და თერაპიის დასრულების შემდეგ წყდება. თუმცა, ზოგიერთი პრეპარატი, მათი მიღების შემდეგ, სექსუალურ დარღვევებს ტოვებს.

ჯანმრთელი სექსუალური ფუნქცია, ძირითადად, მამაკაცური სქესობრივი ჰორმონის – ტესტოსტერონის რაოდენობით განისაზღვრება, რომელიც სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. თავის მხრივ, ტესტოსტერონის გამომუშავების კონტროლი ჰორმონ ჰიპოფიზის – პროლაქტინის საშუალებით ხდება.

სექსუალურობა დაკავშირებულია ტვინის მოქმედებასა და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. ნერვული იმპულსის გავლის დაჩქარებამ ან შენელებამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის სექსუალურობაზე.

პროლაქტინის გამომუშავების გამაძლიერებელი საშუალებები იწვევს ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის უნაყოფობის მიზეზიც ხდება. ასეთ ნივთიერებებს განეკუთვნება ნეიროლეპტიკები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ასე შემდეგ.

ნეიროლეპტიკები სქესობრივ ლტოლვას აქვეითებს, თუმცა, ამავე დროს, დეპრესიულობის შემცირების ხარჯზე, ეს პრეპარატები ცხოვრებას ხალისს ჰმატებს და სქესობრივ ლტოლვას აუმჯობესებს, ამიტომ, დეპრესიული ადამიანების მკურნალობის შედეგების წინასწარი პროგნოზირება, სექსუალური პრობლემების მხრივ, ძალიან რთულია.

საძილე საშუალებები მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას იწვევს. წამლების უმრავლესობა კი, რომლებიც პარკინსონის სამკურნალოდ გამოიყენება, სექსუალურ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს. სექსუალური ფუნქციის დარღვევა ტუბერკულოზისა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების დროსაც აღენიშნებათ ადამიანებს.

მეტ-ნაკლებად, იმპოტენცია ჰიპერტონიის მკურნალობის პერიოდშიც ვითარდება. პრაქტიკულად კი, არ არსებობს არც ერთი ანტიჰიპერტონიული პრეპარატი, რომელიც სექსუალურ ფუნქციაზე არ მოქმედებდეს და თავის კვალს არ ტოვებდეს.


скачать dle 11.3