კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ასეირნოთ ბავშვები მზის ჩასვლის შემდეგ სკვერებსა და პარკებში და უქმნის თუ არა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს მომრავლებული მწერები


ზაფხულის დადგომასთან ერთად, თავს იჩენს მთელი რიგი საშიში დაავადებები და თუ თავი სათანადოდ არ დაიცავით, შესაძლოა, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ლეიშმანიოზი ის ვერაგი დაავადებაა, რომელიც სწორედ ზაფხულის პაპანაქება სიცხეში იჩენს თავს. ბოლო პერიოდში უკვე დაფიქსირდა ლეიშმანიოზის რამდენიმე შემთხვევა. ხოლო, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ბოლო წლებში, ამ დაავადებით დასნებოვნების შემთხვევებმა აშკარად იმატა. თუ როგორ დავიცვათ თავი, რა სიმპტომური გამოვლინებები აქვს მას და არის თუ არა საშიში ადამიანის სიცოცხლისთვის ლეიშმანიოზის არასწორი მკურნალობა, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბატონ შოთა ცანავას.


– ბატონო შოთა, ახლა სწორედ ის პერიოდი დგას, როცა საკმაოდ მაღალია ლეიშმანიოზით დასნებოვნების საფრთხე. უკვე დაფიქსირდა კიდეც ამ დაავადების რამდენიმე შემთხვევა და მათ შორის ბავშვებში. რთული დაავადებაა ეს?

– სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ლეიშმანიოზი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა. დაავადებულთა რიცხვმა საქართველოში საკმაოდ იმატა. ძირითადად კი, დაავადებულები ბავშვები არიან. თუმცა, ის მოზრდილებისთვისაც ძალიან საშიშია. გეტყვით, რომ ლეიშმანიოზი ვერაგი დაავადებაა და მისი ინკუბაციური პერიოდი – ანუ დაინფიცირებიდან პირველი ნიშნების გამოვლინებამდე, ორ, სამ ან შესაძლოა, ოთხ თვესაც კი მოიცავდეს. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ან მოზრდილი ადამიანი თუ მოსკიტებმა დაკბინეს ანუ ამ დაავადების გადამტანმა მწერებმა, დაავადების ნიშნები შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში დასვენებულ ადამიანს შემოდგომით უჩნდება პრობლემა. დაავადების ინკუბაციური პერიოდი, საშუალოდ, ოცი დღიდან ერთ წლამდეა.

– რა სიმპტომები ახასიათებს მას?

– მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, 39-40 გრადუსამდე, მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტკივილი... ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვეა. ქრონიკული ფორმის დროს კი, სხეულის ტემპერატურა იმატებს 37-38 გრადუსამდე, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. დაავადებულ ადამიანს პერიოდულად აღენიშნება ცხელება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. თუ სათანადო მკურნალობის კურსი არ ჩაიტარა, შესაძლოა დაავადება სამ წლამდეც კი გაგრძელდეს.

– რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ლეიშმანიოზის მწვავე და ქრონიკული ფორმები?

– მწვავე ფორმა, როგორც წესი, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი – მოზრდილებში. გეტყვით იმასაც, რომ დაავადებისთვის ზოგადად, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, ფერმკრთალობა, უმადობა, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ანემია. დამეთანხმებით, ჯანმრთელობის მხრივ, ეს საკმაოდ საშიში ჩამონათვალია და თუ სპეციფიკური მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა, ამ გართულებების ფონზე, ავადმყოფი დაიღუპოს კიდეც. დიაგნოზის დასმის დროს, გადამწყვეტი როლი ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში, ელენთასა და ლიმფურ კვანძებში. ზემოთ უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა იმატა. წინა წლებში ლეიშმანიოზი გამოვლენილია მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, მცხეთაში, თეთრი წყაროში, დედოფლისწყაროსა და დმანისის რაიონებში. ასევე, თბილისსა და რუსთავშიც. ვისცერიული ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარი ბუნებაში ძაღლები და ზოგიერთი გარეული ცხოველია. მათგან ადამიანს ავადმყოფობა მცირე ზომის მწერის, კერძოდ, ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა. სხვათა შორის, არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული ლეიშმანიოზით დაავადების მატება, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მის ფონზე გადამტანების გააქტიურებას.

– თბილისში რომელი ადგილებია ლეიშმანიოზის მხრივ განსაკუთრებით საშიში?

– კერების მიხედვით, თბილისში წინა წლებს თუ გადავავლებთ თვალს, განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო სამი რაიონი, კერძოდ, მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი. ანუ, მთისპირა და ტყისპირა ადგილები. სწორედ იქ დაძრწიან მაწანწალა ძაღლები. თუმცა, ვერც იმას უარვყოფთ, რომ საკმაოდ შემცირებულია მათი რიცხვი. ბოლო პერიოდში დაავადება ასევე საშიში გახდა თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპირო რაიონებშიც, განსაკუთრებით, გამოვყოფ ისანი-სამგორისა და ნაძალადევის რაიონებს. ისე კი, მაწანწალა ძაღლები და გადამტანი მწერი – ფლებოტომუსი, მეტ-ნაკლებად თბილისის ყველა რაიონში გვხვდება.

– დაავადებულ ცხოველს ადამიანი შეუიარაღებელი თვალით ვერ ამოიცნობს?

– ვისცერიული ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს უვითარდება წყლულები თავსა და სხეულზე, ექერცლება კანი, სცვივა ბეწვი, უვითარდება კერატიტი და კონიუნქტივიტი. შესაძლოა, ეს ნიშნები ზრდასრულ ძაღლში ვერც კი შეამჩნიოთ. ანუ, აღინიშნება უსიმპტომო დაავადებული ცხოველიც. ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ორგანული ნარჩენები. ამ პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, ნიადაგში. ამიტომ, ასეთ ადგილებს უნდა მოარიდოთ განსაკუთრებით, ბავშვები. მოსკიტები, საღამოს საათებში მეტად აქტიურდებიან და იწყებენ გამოფრენას. ზოგ სახეობას უყვარს სახლში, ანთებულ შუქზე ფრენა. დედალი მოსკიტი განსაკუთრებით აქტიური, აგრესიული და საშიშია.

– ამ დაავადებით დასნებოვნების დროს, არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა თუ იწვევს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას, რომელიც შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლეიშმანიოზის გართულება უამრავი დაავადების გამომწვევია. არასწორი ან დაგვიანებულად ჩატარებული მკურნალობის კურსი, არ არის გამორიცხული, ლეტალური შემთხვევით დასრულდეს. ამიტომ, თუ რამე საშიშ სიმპტომს შეამჩნევთ, რომელიც შესაძლოა, დაავადების სიმპტომი იყოს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევა. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ჩაიტარეთ დროული მკურნალობა, შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციის და დაკვირვების ქვეშ. გაფრთხილებთ, ნუ ეხუმრებით ვისცერიული ლეიშმანიოზით დაავადებას და ეცადეთ, დაიცვათ მისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე ოჯახის წევრები და ახლობლები.

– პროფილაქტიკის მიზნით, რა რჩევებს მისცემთ მოსახლეობას. რა გავითვალისწინოთ, რომ მისგან თავი და ახლობლები დავიცვათ?

– ლეიშმანიოზის კონტროლისა და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, დაავადებული ადამიანის დროული მკურნალობა, ასევე, ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, დაავადებული ცხოველის გამოვლენა, მოხეტიალე ძაღლების შესაბამის ადგილას გადაყვანა, უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია... სახლის ფანჯრებზე უნდა გააკრათ ბადეები, სხეულის ღია ნაწილები დაიმუშაოთ რეპელენტებით, ანუ დამაფრთხობელი სითხით ან კრემით, რომელიც აფთიაქებში იყიდება და მათი შეძენა არ გაგიჭირდებათ. გაფრთხილებთ, მზის ჩასვლის შემდეგ ბავშვებს ნუ გაასეირნებთ პარკებსა და სკვერებში, იმ ადგილებში სადაც შებინდებისას ბევრი ქინქლა დაფრინავს. ეს თავდაცვის ყველაზე მარტივი, საიმედო და გასათვალისწინებელი მეთოდებია.


скачать dle 11.3