კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შერჩევა და რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს ორალური კონტრაცეპტივების უგულისყურო გამოყენებას


ორალური კონტრაცეპცია მომავლის დაგეგმვის საკმაოდ ძველი ფარმაკოლოგიური მეთოდია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის ფართოდ გავრცელებული, როგორც ეს მის ფარგლებს გარეთაა. ამის მიზეზი ალბათ, ნაკლები ინფორმირებულობაა თვითონ პრეპარატის მოქმედების მექანიზმებისა და მისი უსაფრთხოების შესახებ. როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, ორალურ კონტრაცეპტივებსაც გააჩნია თავიანთი დადებითი მხარეები და უარყოფითი რისკ-ფაქტორები. აღნიშნულ თემაზე გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით გინეკოლოგ მირიან პარუნაშვილს.


– რა ტიპის ორალურ კონტრაცეპტივებს განარჩევენ?

– თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები სამ ტიპად იყოფა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ყვითელი სხეულის ჰორმონი. ეს პრეპარატები რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც ცუდად იტანენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ესტროგენულ კომპონენტს, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში და შაქრიანი დიაბეტითა და გულის კომპენსირებული მანკით დაავადებულთათვის. აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატები ვერ უზრუნველყოფს გარანტირებულ დაცვას და შესაძლოა, გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის მოშლა; მეორე ჯგუფი აერთიანებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს პრეპარატები არ გამოიყენება რეგულარული კონტრაცეპციისათვის, მათ იყენებენ მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში: სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, ერთჯერადი დაუცველი კონტაქტების შემდეგ, პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. ამ პრეპარატების მუდმივად გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის მოშლა და საშვილოსნოდან სისხლდენაც კი; უკანასკნელი ჯგუფია ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული აბები. ეს ჯგუფი ერთდროულად შეიცავს ფოლიკულურ ჰორმონებსა და ყვითელი სხეულის ჰორმონს. სწორედ ეს პრეპარატებია დღესდღეობით ყველაზე პოპულარული. ეს პრეპარატები შეიძლება იყოს მონოფაზური, როდესაც ტაბლეტები ესტროგენსა და პროტესტერონს ერთი და იგივე რაოდენობით შეიცავს და მრავალფაზური, როდესაც ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალბატონები იღებენ ტაბლეტებს, რომლებშიც ესტროგენი და პროტესტერონი სხვადასხვა თანაფარდობითაა. ეს ტაბლეტები სხვადასხვა ფერისაა. ამგვარად, ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული აბები იდეალურ მენსტრუალურ ციკლს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატების გამოყენება ნაკლებ სახიფათოა, მაინც არსებობს მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამიტომ, ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და სპეციფიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ.

– რის მიხედვით ნიშნავენ კონტრაცეპტივებს?

– კონტრაცეპტივები ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მედიკამენტის ინდივიდუალურად შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პრეპარატის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდია ქალბატონისთვის უფრო მისაღები. კონტრაცეპტივების მიღებამდე ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს საფუძვლიანი გამოკვლევა, რაც აუცილებელია პრეპარატების ზუსტად შერჩევისა და აქედან გამომდინარე, გართულებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია, გაირკვეს პაციენტს აქვს თუ არა რამე დაავადება ან მავნე ჩვევა – როგორიცაა მოწევა. თამბაქოს მოწევა ზრდის თრომბოემბოლიური გართულებების რისკს. კონტრაცეპტივების შერჩევისას აუცილებელია, მენსტრუალური ციკლის თავისებურებების, ორსულობის, აბორტის რაოდენობისა და გინეკოლოგიური დაავადებების გათვალისწინება. პაციენტის დათვალიერებისას ექიმი უნდა დააკვირდეს ზედმეტ თმიანობას, ცხიმოვანი ქსოვილის სისქეს, სტრიების არსებობას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. აუცილებელია, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ულტრაბგერითი გამოკვლევა, აგრეთვე სისხლის ანალიზი ჰორმონებზე.

– რა შემთხვევაშია უკუნაჩვენები აბების გამოყენება?

– არსებობს დაავადებათა ჯგუფები, რომელთა დროსაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება უკუნაჩვენებია: ახალი თრომბოემბოლიები, ორსულობა, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში ქოლესტერინის მნიშვნელოვანი მომატება, ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება. ამას გარდა, არსებობს რიგი მდგომარეობისა და დაავადებისა, რომლებიც შედარებით უკუჩვენებითია და ითხოვს ექიმისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. ამგვარად, კონტრაცეპტივების დანიშვნა, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დაუშვებელია.

– რა გართულებებს იწვევს და როგორია მათი შედეგები?

– ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნამდე საფუძვლიანი გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაშიც კი, შეიძლება, გამოვლინდეს თრომბოემბოლია და თრომბოზები, თავის ტკივილები, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, მადის მომატება, ლიბიდოს დაქვეითება, სისხლიანი გამონადენი და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, პრეპარატების მიღება გააგრძელონ და მიმართონ ექიმს. კონტრაცეპტივების მიღებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში, აღინიშნება ორსულობის შესაბამისი პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ზოგადი სისუსტე და სხვა. ორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა, გააუარესოს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა, რადგან ნახშირწყლების ცვლაზე მოქმედებს. თუმცა, თანამედროვე კონტრაცეპტიული საშუალებები ნაკლები რაოდენობით შეიცავს ჰორმონებს. ამიტომ, ცალკეულ შემთხვევაში, შაქრიანი დიაბეტის დროსაც ინიშნება, მაგრამ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა შესაძლოა, შეტევების გახშირება გამოიწვიოს. ჰორმონური პრეპარატები აუარესებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს და ზემოქმედებს სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად. 35 წლამდე ქალებში მსგავსი გართულებები იშვიათია, მაგრამ უფრო ასაკოვან პირებში, განსაკუთრებით თუ გენეტიკური წინასწარგანწყობა და სიმსუქნე აღინიშნება, შესაძლოა, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება. ჩვეულებრივ, ჰიპერტენზია გარდამავალია და პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ უკუგანვითარდება. თანამედროვე კონტრაცეპტული საშუალებები, პრაქტიკულად, არ იწვევს თრომბოემბოლიურ გართულებებს, თუმცა 40 წელზე უფროსი ქალბატონებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, არიან მწეველები და სისხლში ლიპიდების დონე მომატებული აქვთ – არ არის რეკომენდებული ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა. ზოგჯერ ორალური კონტრაცეპტივების მიღებას თან ახლავს ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობის შემცირება, რაც ნაწლავებში მათი შეწოვის დარღვევას უკავშირდება. ეს, როგორც წესი, არ იწვევს სერიოზულ დარღვევებს, მაგრამ უკვე არსებული ვიტამინოდეფიციტის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს ზოგადი სისუსტე, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება.

– მრავალი გართულების პარალელურად, რატომაა ორალური კონტრაცეპცია ასე ფართოდ გავრცელებული?

– მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი უკუჩვენებისა და შეზღუდვისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დადასტურებულია ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალების დადებითი გავლენა ორგანიზმზე. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას მცირდება მრავალი დაავადების განვითარების რისკი – მაგალითად, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კიბო, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სისმივნეები, საშვილოსნოს მიომები, ენდომეტრიოზი, ოსტეოპოროზი პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ამას გარდა, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს გააჩნია ანტიანდროგენული მოქმედება, ანუ მამაკაცის ჰორმონის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალბატონებისთვის.


скачать dle 11.3