კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემებს გადააწყდნენ ტიტულის გამო „მის ბიკინები“ და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მათ მოწონებულ მამაკაცს


ორივე ლამაზი, მომხიბვლელია და რაც მთავარია, ორივე „მის ბიკინის“ ტიტულს ატარებს. ნონა დიაკონიძისა და სოფო რომელაშვილის ცხოვრება, სამოდელო სააგენტო „ფავორიტის“ მიერ ჩატარებულ კონკურს „მის ბიკინიში“ მონაწილეობამ ძალიან შეცვალა. როდესაც სოფო კონკურსში მონაწილეობდა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნონა იყო და როგორც მან თქვა, ჟიურიმ ერთსულოვნად გააკეთა სოფოზე არჩევანი.


სოფო რომელაშვილი: ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, გამოცდების ციებ-ცხელებაში ვარ. მოდელობისთვის ბოლო დროს ვეღარ ვიცლი. გული არ მწყდება, რადგან, როცა მომინდება, ალბათ, ისევ შევძლებ გაგრძელებას.

ნონა დიაკონიძე: ძალიან ჩამითრია მოგზაურობამ და კიდევ მინდა, სადმე წავიდე. მილანის სამი სააგენტოდან მაქვს მოწვევა და ვფიქრობ მიღირს, რომ დავთანხმდე?! ამისთვის უნდა ჩავიდე იქ და ყველაფერი გავარკვიო. პირადად უნდა მნახონ. ერთი მოწვევა მქონდა ნიუ-იორკიდან, მაგრამ უარი ვთქვი. ვარ აბიტურიენტი და ვცდილობ, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარო.

– დარწმუნებული ვარ, მოდელობა ბევრ რამეში დაგეხმარებათ?

სოფო: ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, გარეგნულადაც დავიხვეწე, ბევრი რამ ვისწავლე, სიარული, მაკიაჟის გაკეთება. უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ ჩემს გარეგნობას, თავის მოვლას. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, ვიღაცას მოვწონდე.

ნონა: შვიდი წელია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ. არასდროს მინანია, რომ სამოდელო სააგენტოში მოვედი. ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. უფრო თავდაჯერებული გავხდი. რაც მთავარია, როდესაც კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას, ყველაზე მეტად ის მსიამოვნებდა, რომ საკუთარ ქვეყანას წარვადგენდი.

სოფო: ცხოვრების სტილიც ძალიან შემეცვალა. უფრო აქტიური გახდა. თუმცა, გარკვეულწილად, რაღაც პრობლემების გადალახვა მიწევდა. ბევრს „მის ბიკინი“ რაღაც „ქაჯობა“ ეგონა. ეს უფრო უფროსი ასაკის ხალხის მხრიდან იგრძნობოდა, თან ჟურნალში ბიკინებით ვიყავი.

ნონა: „მის ბიკინის“ გამო ხშირად ყოფილა გამაღიზიანებელი ფაქტორები. ამ კონკურსს ასე იმიტომ ჰქვია, რომ პირველად ის კუნძულ ბიკინზე ჩატარდა. ეს ჩვეულებრივი სილამაზის კონკურსია და გარდა „მის ბიკინისა“, სხვა კონკურსებზე არ გამოდიან გოგონები ბიკინებით?! ანუ, ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს, თუმცა სერიოზული პრობლემები არ შემქმნია და საერთოდ, ასეთ რაღაცეებს არ ვაქცევ ყურადღებას. არ მგონია, რომ ჭკვიანმა ადამიანმა ასე იფიქროს.

სოფო: ადამიანებს უფრო გახსნილები ვგონივართ. ჩვენგან უფრო მეტს, სხვა რამეს ელოდებიან. თამამად ცდილობენ, ჩვენს გაცნობას.

ნონა: ასეთ დროს ძალიან კულტურულად, კარგად ვაგრძნობინებთ, რომ ეს ჩვეულებრივი კონკურსია და უნდა დააფასონ ქართველი ლამაზმანები.

სოფო: „მის ბიკინის“ ბევრი პლუსი და მინუსი აქვს. როდესაც გავიმარჯვე, ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, შეიძლება, ამის შემდეგ უფრო მეტსაც რომ მივაღწიო, ასეთი საოცარი შეგრძნება არასდროს დამეუფლოს.

ნონა: რა თქმა უნდა, ხვდები, რომ საუკეთესოზე საუკეთესო ყოველთვის იარსებებს, მაგრამ შენზე იმ მომენტში გააკეთა ჟიურიმ არჩევანი და შენც ერთგვარად, ქალურ ეგოიზმს იკმაყოფილებ.

– ლამაზ ქალად ყოფნა ერთგვარი ტვირთია?

სოფო: კი. ტვირთია და სირთულეებსაც ვაწყდებით, მაგრამ უფრო მეტად კარგი და სასიამოვნოა.

ნონა: პირველ ეტაპზე ადამიანებთან ურთიერთობაში გარეგნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ახლა ისეთი დროა, ყველა ინტელექტს აქცევს ყურადღებას. რაც მთავარია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის მოვლას. თუ თავს უვლი, არ აქვს მნიშვნელობა ფეხის სიგრძეს, შეიძლება, შენც ისეთივე ლამაზი გახდე, როგორიც გინდოდა ყოფილიყავი და ამას ვერასდროს წარმოიდგენდი.

– მამაკაცებთან მიმართებაში თუ ხართ პრეტენზიულები?

– სიმართლე რომ გითხრა, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს. შეიძლება, იმ მომენტში საყვედური არ ვუთხრა მამაკაცს და არც ყურადღება მივაქციო, მაგრამ გულში აუცილებლად დამრჩება და მომავალში ყოველთვის გავითვალისწინებ – ისე თბილად აღარ მოვექცევი, როგორც მანამდე ვექცეოდი.

– რამ შეიძლება, ყველაზე მეტად გაგაღიზიანოს?

– ალბათ, თუ ჩემს თავმოყვარეობას შეეხებიან, უხეშობაზე აღარაფერს ვამბობ. შეიძლება, პატარა ნიუანსი არ მომეწონოს და ეს მომავალში გამოვიყენო. სამაგიეროს მხოლოდ იმით გადავუხდი, რომ რაღაც მომენტში, მას ისეთ ყურადღებას არ მივაქცევ, როგორც საჭიროა. ეს, ალბათ, ჭკუის სასწავლებლადაც არის, მაგრამ არასდროს ვცდილობ, მამაკაცს ჭკუა ვასწავლო. თუ რაღაც არ მომწონს, ვაკვირდები მის ქცევებს და შემდეგ ჩემთვის მიუღებელი მინუსები რომ დაგროვდება, უბრალოდ, ვანებებ თავს. თუმცა, არის ნიუანსები, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი, იდეალური არავინაა.

სოფო: ყველა ქალს თავისი კრიტერიუმები აქვს, რითაც მამაკაცს აფასებს. არც ისე მკაცრი ვარ, თუმცა ვისთანაც ურთიერთობა არ მომეწონება, არც გავაგრძელებ. მამაკაცის შერჩევაში პრეტენზიული ვარ. დიდ ყურადღებას ვაქცევ გარეგნობას, სოციალურ მდგომარეობას, ინტელექტს, თვისებებს, მოკლედ ყველაფერს.

– თუ ემთხვევა მამაკაცებთან მიმართებაში თქვენი გემოვნება?

ნონა: ყველა ლამაზი გოგონას გემოვნება ცოტათი მაინც ემთხვევა ერთმანეთს. მე ძალიან მომეწონება, ჩემს გვერდით იყოს ლამაზი მამაკაცი, მაგრამ, პირველ ყოვლისა, უპირატესობას მის კაცობას ვანიჭებ. აუცილებლად უნდა ვუყვარდე მეც და ჩემი ახლობელი ადამიანებიც, ჩვენ შორის ურთიერთგაგება უნდა იყოს. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ძალიან მნიშვნელოვანია, მამაკაცისთვის შრომისმოყვარეობა, ინტელექტი, მაშინ ის ყველაფერს მიაღწევს. რაც მთავარია, თუ მეყვარება, მას ყოველთვის გვერდში დავუდგები.

სოფო: არ მიზიდავს ლამაზი მამაკაცები, თუმცა სიმპათიური უნდა იყოს. რაც შეეხება ხასიათს, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს და მამაკაცური იყოს. უნდა ვიცოდე, რომ ყოველთვის გვერდით დამიდგება და თუ მეყვარება, მეც ასეთივე ვიქნები მისთვის.

ნონა: ორი ადამიანის ურთიერთობაში დათმობებზე წასვლა აუცილებელია. ყველა ქალში ეშმაკი ზის და ეს კარგი კუთხით უნდა გამოიყენოს.

სოფო: ქალს ძალიან დიდი როლი აკისრია, მასზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორ წარმართავს ურთიერთობას. უნდა ეცადო, რომ მამაკაცს ასიამოვნო. რა თქმა უნდა, ისიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს.

– ალბათ, ყოფილხართ შეყვარებულები.

ნონა: მერვე კლასში ვიყავი შეყვარებული და იმდენად ძლიერი გრძნობა მქონდა, როდესაც სახლში მოვდიოდი, ტანსაცმელს ვარჩევდი, მეორე დღეს რა ჩამეცვა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდი მეცადინეობას. ეს წვალება ორ წელს გრძელდებოდა, იმ ბიჭმა კი არაფერი იცოდა. მერე გავიგე, რომ თურმე, მასაც მოვწონდი. არ იყო ისეთი გაბედული ბიჭი, რომ მოსულიყო და რამე ეთქვა. დაამთავრა სკოლა და უცხოეთში წავიდა. ასე დამთავრდა ეს ყველაფერი. თუმცა, პატარა ნაპერწკალი ისევ მაქვს გულში და მგონია, რომ ეს გრძნობა არასდროს გაქრება. ამის მერე კიდევ ვიყავი შეყვარებული, არსებობდა ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ძირითადად, საქმეზე ვარ გადართული, გათხოვებას არ ვაპირებ.

– მერე, ის ამ ყველაფერს ეგუება?

– არც ისე, მაგრამ უწევს შეგუება. უკვე აღარ არის შეყვარებული, უბრალოდ, ერთმანეთთან ახლოს ვართ. მას თავისი საქმე, ცხოვრება აქვს და მე – ჩემი. მე ასე გადავწყვიტე.

სოფო: ამჟამად ვარ შეყვარებული, თუმცა ძალიან არ შევცვლილვარ. უბრალოდ, უფრო მეტ დროს ვუთმობ იმ ადამიანს, უფრო თბილი გავხდი, ყველაფერს მეტი ხალისით ვაკეთებ. ვცდილობ, ვასიამოვნო, ერთად ხშირად ვიყოთ და ყველაფერი ერთად გადავლახოთ.

– გათხოვებას ხომ არ აპირებ?

– ამ მხრივ მაქვს გეგმები, მაგრამ ჯერ არ გაგიმხელთ.


скачать dle 11.3