კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სანგუკოს„ სახალხო ქასთინგებმა ახალი ვარსკვლავები აღმოაჩინა

ცხელი ივნისის დასაწყისში კინოსტუდია „სანგუკომ“ და „კონტროლსტუდიომ“, პროექტი „5-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა ფილმისთვის მსახიობების სახალხო შერჩევა დაიწყეს. კინოთეატრ „ამირანში“ შეიკრიბა ფილმებში მონაწილეობის მსურველთა უზარმაზარი რაოდენობა. შერჩევა პროექტის ორი ფილმისთვის მიმდინარეობდა: თაკო შავგულიძის „დაბადებულები საქართველოში“ და ნიკა მაჩაიძის „თამაში“. როგორც მოგვიანებით „სანგუკოს“ ფიარ-მენეჯერმა თამუნა რამიშვილმა შეგვატყობინა ფილმებისთვის ქასთინგებიდან ბევრი მსახიობი შეირჩა.

თამუნა რამიშვილი: ნიკა მაჩაიძემ ქასთინგებიდან ოცი მსახიობი შეარჩია ფილმისთვის, მათ შორის სამი – მთავარი როლისთვის, მთავარ როლებს, ასევე ბახალა და გიორგი ყიფშიძე შეასრულებენ. ფილმს გადაიღებენ „ანიმას“ სტილში. ეს უახლესი კინემატოგრაფიული ხედვაა როგორც ვიზუალური, ისე დრამატული თვალსაზრისით. ადამიანის მიერ შექმნილ რეალობაში საკუთარი თავის ძიება ერთგვარ კომპიუტერულ თამაშს ემსგავსება. თაკოს ფილმში კი, მთავარ როლებს შეასრულებენ ვანიკო თარხნიშვილი, ბახალა, თამრი ბზიავა და ნუცა კუხიანიძე. შვიდი ახალგაზრდა კაცი რუსი ოკუპანტების როლებზე კი სწორედ ქასთინგებიდან აირჩა. თაკოს ფილმის გადაღებები 21 ივნისიდან იწყება, ნიკას ფილმისა კი – 10 ივლისიდან.

მესამე ფილმის, ირაკლი ჩხიკვაძის „გული+“ ქასთინგი აგვისტოში, ბათუმში ჩატარდება.


скачать dle 11.3