“ნაცნობს„ მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება შეეყარა
ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მასობრივი სიგიჟე საქართველოსაც რომ მოედო, ეს უკვე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. 11 ივნისს, ყველაზე ქართული, თბილისური რესტორანი „ნაცნობიც“ კი ამ სიგიჟის მონაწილე გახდა, როდესაც რესტორნის ერთ-ერთ დარბაზში ნამდვილი სამხრეთი აფრიკა მოაწყვეს. იდეის ავტორი ბასა ფოცხიშვილი იყო, რომლის ჩანაფიქრიც თამრიკო ფოცხიშვილმა შეასრულა. „ნაცნობის“ საფეხბურთო კლუბი გაფორმებულია ქვიშით, პლაჟის ელემენტებით, ჩალის ნივთებით – მოკლედ, თავი ოკეანის პირას გეგონება, სადაც დიდ ეკრანზე ყველა მატჩის ნახვა იქნება შესაძლებელი. კედლებს კი მამუკა ხაზარაძის მიერ აფრიკაში გადაღებული ფოტოები ამშვენებს. სიგრილე, გადასარევი ატმოსფერო და საფეხბურთო აზარტი „ნაცნობში“ გარანტირებულია.