ვალერი მელაძემ ორსულ ქალბატონს ქვა ესროლა
სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი ვალერი მელაძე ახალ სკანდალში გაეხვია. მას შემდეგ, რაც მან საზოგადოებას დაუფარავად წარუდგინა თავისი დიდი ხნის საყვარელი, ალბინა ჯანაბაევა, რომლის გამოც მომღერალი ცოლს ირინას გაშორდა, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი აშკარად გაიზარდა. დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო საოცრად გადაღლილმა მომღერალმა, კიევში კონცერტის შემდეგ, შეამჩნია პაპარაცების მანქანა, რომელიც მის ავტომობილს უთვალთვალებდა. მას კი პრესასთან საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. გაღიზიანებულმა მომღერალმა აეროპორტის გზაზე მანქანა გააჩერა, აკრიფა რამდენიმე დიდი ზომის ქვა და ეს ქვები უკან გაჩერებულ მანქანას დაუშინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილში ექვსი თვის ორსული ჟურნალისტი იჯდა. უფრო გვიან კი იმ ჟურნალისტმა მელაძის საგრიმიოროში შეაღწია და მშვიდად ჰკითხა, რა აუცილებელი იყო პრესასთან საუბრის სურვილის არქონა ამ ფორმით გამოეხატა. ფიცხმა მომღერალმა მაშინვე დაიწყო ყვირილი, რომ მზად იყო, იქვე დაეხოცა ყველა ის ადამიანი, ვინც იმ მანქანაში იჯდა. მაგრამ, როდესაც მან გაიგო, რომ ქალბატონი ექვსი თვის ორსულია, ვალერი საშინლად შეწუხდა და ბოდიშები უხადა ჟურნალისტს და, შესაძლოა, ვრცელ ინტერვიუსაც კი შეჰპირდა.