“სექსი დიდ ქალაქში„ უკვე პატარა ქალაქშია
„სექსი დიდ ქალაქში 2“, მსოფლიო პრემიერის ფარგლებში, თბილისშიც ჩამოიტანეს და, პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ 10 ივნისს შედგა, სადაც, მართალია, სარა ჯესიკა პარკერი და ფილმის სხვა ვარსკვლავები არ ჩამოსულან, მაგრამ, მათ არაფრით ჩამოუვარდებოდნენ გამოპრანჭული ქართველი ლამაზმანები. მათი სტენდთან პოზირების დროს, თავი, შესაძლოა, ჰოლივუდშიც კი გგონებოდათ. პრემიერას ესწრებოდნენ: ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია, კრისტი და შორენა ბეგაშვილი, რომელსაც კომენტარი ვთხოვეთ.
შორენა ბეგაშვილი: ეს არის ფილმი ქალებისთვის, ქალურ პრობლემებზე, სისუსტეებზე... ამ ყველაფერთან ერთად, ფილმს ალამაზებს მსახიობების, განსაკუთრებით კი სარა ჯესიკა პარკერის საოცარი ჩაცმულობა, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონია ჰოლივუდში.