კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი დოლარი აქვს ხელფასი ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდოიონის და ვისი დახმარებით აპირებდა ის წყლის საწვავად გადაქცევას


ინდონეზიის რესპუბლიკა ყველაზე დიდი კუნძულოვანი სახელმწიფოა მსოფლიოში და ფართობით მე-16 ადგილზეა ქვეყნებს შორის. ინდონეზიაში 230 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათი დიდი უმრავლესობა მუსლიმანური რელიგიის მიმდევარია, თუმცა ქვეყანაში სხვა რელიგიების მიმდევრებიც მრავლად არიან. სწორედ ამ ქვეყანას უდგას სათავეში ყოფილი სამხედრო, ინდონეზიის ლეგენდარული პრეზიდენტის, გენერალ სუჰარტოს მოსწავლე და თანამებრძოლი, ჟურნალ „ფიფლის“ გამოკითხვით 2009 წლის მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიათა შორის დასახელებული სუსილო ბამბანგ იუდოიონე. რუბრიკაში სწორედ ამ აზიელი ლიდერის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

* სუსილო ბამბანგ იუდოიონე სოფელ არჯოსარიში, კუნძულ იავას აღმოსავლეთში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში დაიბადა. მისი სახელი კუნძულ იავაზე ძალზე პოპულარული და ტრადიციულია და სანსკრიტული ფუძე აქვს. „სუ“ – „კარგს“ ნიშნავს, ხოლო „სილო“ – „მორალს“. ბამბანგი იავაზე მიღებული სახელია და რაინდს ნიშნავს. „იუდო“ სანსკრიტულ დიალექტზე „ბრძოლაში მტრის დამარცხებას“, ხოლო „იანი“ – „გამართლებულ მოგზაურობას“ ნიშნავს. ამდენად, სანსკრიტულ ენაზე ინდონეზიის პრეზიდენტის სახელი და გვარი – ბრძოლაში მტრის დამმარცხებელ და მოგზაურობის მოყვარულ გმირ რაინდს ნიშნავს. ბავშვობაში სუსილო არმიაში სამსახურზე ოცნებობდა. ის იყო საუკეთესო მოსწავლე უნივერსიტეტში და თითქმის ყველა სფეროში ნიჭიერობით გამოირჩეოდა. სუსილო წერდა ლექსებს, მუსიკას. გარდა ამისა, მას წარმატებები ჰქონდა სპორტში, კერძოდ ფრენბურთში. მეგობრებთან ერთად მან დააარსა ფრენბურთის კლუბი „რაჯავალი“.

* სუსილო ბამბანგი მამის კვალს გაჰყვა და სამხედრო კარიერა არჩია. 1970 წელს ის ქალაქ მაგელანგის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. სამი წლის შემდეგ, აკადემიის წარჩინებით დამთავრების საზეიმო ცერემონიალზე სუსილოს სამხედრო წოდების შესაბამისი სამკერდე ნიშანი პირადად პრეზიდენტმა სუჰარტომ გადასცა. სუსილოს რამდენჯერმე აქვს გავლილი სამხედრო ტაქტიკური მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ერთწლიანი მომზადება სპეცდანიშნულების რაზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში სუსილომ ფორტ-ლინეუორტის სამხედრო კოლეჯი დაამთავრა. იგი სამჯერ იყო დისლოცირებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – აღმოსავლეთ ტიმორში, რომლის საოკუპაციო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, იუგოსლავიური კონფლიქტის პერიოდში ის გაეროს სამხედრო დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებდა ბოსნიაში. 1999 წელს სუსილო ბამბანგ იუდოიონეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიეკუთვნა.

* სუსილო ბამბანგ იუდოიონე 1976 წელს დაქორწინდა კრისტინა ჰერავატიზე, რომელიც იმ დროისთვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო. ინდონეზიის პრეზიდენტს ორი ვაჟიშვილი ჰყავს, 1978 წელს დაბადებული აგუს ჰარიმურტი იუდოიონე, რომელიც მამის მსგავსად სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ამჟამად სამშვიდობო ძალების მისიით ლიბანში, ბეირუთში იმყოფება და 1980 წელს დაბადებული ედჰი ბასკორო იუდოიონე, ინდონეზიის მმართველი პარტიის წევრი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ სუსილოს მეუღლის, კრისტინა ჰერავატის პატივსაცემად პაპუა ახალ გვინეაში აღმოჩენილ, უიშვიათესი ჯიშის პეპელას „დელიას კრისტიანია“ ეწოდა.

* მსოფლიო პრესაში ხშირად იწერება, რომ ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდოიონეს პრეზიდენტობის არავის შურს მსოფლიოში. ტრადიციულ პრობლემებთან – ტერორიზმსა და სეპარატიზმთან ერთად, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემამაც იჩინა თავი. ამასთან ქვეყნის ექსპორტიც მესამედით დაეცა. ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ინდონეზიის პრეზიდენტს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ხელფასი აქვს მსოფლიოს პრეზიდენტებს შორის – თვეში სულ რაღაც 450 დოლარი.

* ინდონეზიაში ადამიანი, რომელიც წყლიდან საწვავს ამზადებდა, ციხეში ჩასვეს. ჯოკო სუპრაპტოს სახელით ცნობილმა ცრუმეცნიერმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაარწმუნა პრეზიდენტი იუდოიონე, რომ წყლიდან საწვავს მიიღებდა. პრეზიდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტში მიავლინა და მისთვის ყველა საჭირო მოწყობილობისა და თანხის გამოყოფის განკარგულება გასცა. სუპრაპტო წყლიდან საწვავის მიღების გარდა, წყლის ეგრეთ წოდებულ, „ცისფერ ენერგიად“ გადაქცევას ჰპირდებოდა ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ცრუმეცნიერი თაღლითი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ დიზელის საწვავს იგი წყლიდან მიღებულ ნივთიერებად ასაღებდა. ზარალი, რომელიც სუპრაპტოს მუშაობამ მიაყენა უნივერსიტეტს 89 ათას დოლარს შეადგენს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საქმესთან დაკავშირებით.

* „მაიკროსოფტმა“ და ინდონეზიის მთავრობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანიამ ამ აზიურ სახელმწიფოს „პროგრამული ამნისტია“ გამოუცხადა და აპატია ის ფაქტი, რომ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მასობრივად გამოიყენება არალიცენზირებული „ვინდოუსის“ ოპერაციული სისტემა. შეთანხმების მიხედვით ყოველ არალიცენზირებულ „ვინდოუსზე“ სახელმწიფო ჯარიმას, სიმბოლურად ერთ დოლარს გადაიხდის. ეს შეთანხმება პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდოიონეს სიეტლში ვიზიტის შემდეგ შედგა, სადაც ის მილიარდერ ბილ გეითსს შეხვდა და თანამშრომლობაზე მოელაპარაკა. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში არალიცენზირებული, „პირატული“ „ვინდოუსის“ გამოყენებაში.

* 2009 წელს ინდონეზიაში, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, მოქმედმა პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონემ თავისი კონკურენტები შავი მაგიის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატები ყველა ხერხით, მათ შორის, ჯადოქრობითა და შავი მაგიის გამოყენებით ცდილობენ დაეუფლონ პრეზიდენტის სავარძელს. ამბობენ, რომ არჩევნებამდე სუსილო მეტად შეაშინა „შავმა მაგიამ“ და ყოველდღიურად რამდენიმე საათს ლოცვაში ატარებდა. მისი კონკურენტების თქმით, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო „ტრიუკი“ იყო, რომელიც საზოგადოებაში ოპოზიციის ნდობის დაკარგვას ემსახურებოდა.

* 2010 წლის იანვარში ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონემ რიგით მესამე სტუდიური პოპ-ალბომი გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ წინა ორი ალბომის მსგავსად, იუდოიონე თვითონ არ ასრულებს სიმღერებს. თუმცა, ყველა კომპოზიცია მისი დაწერილია და მათ ინდონეზიელი პოპ-ვარსკვლავები ასრულებენ. პრეზიდენტი ძირითადად, სასიყვარულო და პატრიოტულ ბალადებს წერს და თითო კომპოზიციის შექმნაზე დღე ან დღე-ნახევარი სჭირდება.


скачать dle 11.3