კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


პოლ მაკარტნიმ ამერიკის პირველ ლედის უმღერა

ძმებ გერშვინების სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, პოლ მაკარტნი მუსიკაში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვეს. ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა ესწრებოდნენ. სტივ უანდერისა და კორინ ბეილი რეის შემდეგ, საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან სერ პოლ მაკარტნიმ თავისი სასიყვარულო ბალადა „მიშელი“ სპეციალურად მიშელ ობამასთვის შეასრულა. სიმღერის დასრულების შემდეგ მაკარტნიმ იხუმრა: იმედი მაქვს, ბარაკი სწორად გამიგებს და არ დაიწყებს ეჭვიანობას მეუღლეზე, რომელსაც სიმღერა მივუძღვენიო. გარდა ამისა, მაკარტნიმ დასძინა, რომ სიამოვნებით ესტუმრებოდა თეთრ სახლს კიდევ ერთხელ.

ჩავესმა ცენზურის მანქანა აამუშავა

ვენესუელაში პრეზიდენტ უგო ჩავესის განკარგულებით ინფორმაციის გავრცელების კონტროლის სპეციალური სააგენტო ჩამოყალიბდა. სააგენტოს, რომელსაც „ჩესნა“ ეწოდა, უფლება მიენიჭა, სხვადასხვა საინფორმაციო ცნობების გავრცელება აეკრძალა ან შეეზღუდა. ბოლო პერიოდში ჩავესის მთავრობამ რამდენიმე კანონი მიიღო, რითაც, ფაქტობრივად, შეზღუდა ოპოზიციურად განწყობილი მასმედიის საშუალებების მუშაობა, გარდა ამისა, მათ დაევალათ უგო ჩავესის სატელევიზიო გამოსვლების ყოველდღიური ჩვენება პირდაპირ ეთერში. ამგვარად, ვენესუელაში მკაცრი რეჟიმის ცენზურის მანქანა ამუშავდა, რომელსაც პირადად უგო ჩავესი ხელმძღვანელობს.

ჯორჯ ბუში „გაფეისბუქდა“

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდი გახსნა. ამჟამად მის „კედელზე“ მხოლოდ სამი „ნიუსი“ არის განთავსებული: „ფეისბუქზე“ დარეგისტრირების აღმნიშვნელი წერილი, ინფორმაცია ბუშის საქმიანობის შესახებ პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ და ცნობა იმის თაობაზე, რომ ყოფილი პირველი ლედის, ლორა ბუშის მემუარების წიგნმა პირველი ადგილი დაიკავა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერებს შორის. საინტერესოა, რომ „ფეისბუქზე“ ბუში თვითონ კი არ „პოსტავს“, არამედ ამას მისი ნდობით აღჭურვილი პირი აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ბუშზე გაცილებით ადრე თავისი პროფილი „ფეისბუქზე“ ბარაკ ობამამ დაარეგისტრირა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა შვილს სახელი ბილ ქლინთონის პატივსაცემად დაარქვა

ამერიკელმა ჟურნალისტმა ლორა ლინმა, რომელმაც რამდენიმე თვე ჩრდილოეთ კორეის ციხეში გაატარა, ახალშობილ ქალიშვილს ბილ ქლინთონის პატივსაცემად ლი ჯეფერსონი დაარქვა. (ქლინთონის სრული სახელია უილიამ ჯეფერსონ ქლინთონი). საქმე ისაა, რომ ჟურნალისტების კორეული ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაციას ქლინთონი აწარმოებდა. იგი რამდენჯერმე შეხვდა ზეკომუნისტური რეჟიმის ბელადს, კიმ ჩენ ირს და ჟურნალისტების გათავისუფლება სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჟურნალისტები ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს და მათ საკონცენტრაციო ბანაკებში 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

სანკტ-პეტერბურგში ბავშვებს პუტინის და მედვედევის სახელზე ლოცვას აძალებენ

სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ბროშურები გადაეცათ, სადაც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე ლოცვებია დაბეჭდილი. ბროშურის ავტორები „ვლადიმირსა“ და „დმიტრის“ ერთი ადამიანის სახედ წარმოგვიდგენენ და ლოცვაში მათი სახელების ხსენებას ავალდებულებენ. ბროშურები 2010 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე გადაეცა 150-მდე პატარას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთში პიროვნების კულტი დიდი ხანია, აღარ არსებობს.

ტონი ბლერი ლიბიის

ლიდერის მრჩეველი გახდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი, ლიბიის ქარიზმატული ლიდერის მუამარ ყადაფის მრჩევლად დაინიშნა ფინანსურ საკითხებში. ყადაფის შვილის, საიფ ალ-ისლამის თქმით ტონი ბლერი 2007 წლიდან რეგულარულად ჩადიოდა ლიბიაში და მასა და ყადაფების ოჯახს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მუამარის განკარგულებით, ტონი ბლერი დაინიშნა ლიბიის სახელმწიფო ფონდის საქმეების მმართველად, რომლის მოცულობა 65 მილიარდი დოლარია.

ჰილარი ქლინთონმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს მილოცვა ერთი კვირით ადრე გაუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი ქლინტონმა, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათი ერთი კვირით ადრე გაგზავნა ბუკინგემის სასახლეში. დედოფლის დაბადების დღის აღნიშვნა 12 ივნისს იგეგმებოდა, ხოლო ჰილარიმ მისალოცი ბარათი 4 ივნისს გაგზავნა. სახელმწიფო მდივანს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, შეცდომა აღიარა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ და ხუმრობით დაამატა კიდეც, რომ, კიდევ კარგი მისალოცი ბარათი ერთი კვირით ადრე გაიგზავნა და არა ერთი კვირის დაგვიანებით.


скачать dle 11.3