კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდნენ საერთაშორისო ნარკობაზრის დაპყრობას მსოფლიოს მოწინავე სპეცსამსახურები



1983 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში „კაგებეს“ მაიორი ზაზარ კარპოვი გაიქცა. ის საბჭოთა უშიშროების სპეცაგენტი იყო და 20 წლის განმავლობაში მუშაობდა იქ. კარპოვმა მოგვიანებით საკუთარი მემუარები გამოაქვეყნა, რომელსაც „ჭაობი“ უწოდა. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.



სამაგალითო დასჯა

მიუხედავად იმისა, რომ სინდისმა გვიან შემაწუხა და „კაგებეს“ თავი 40 წლის ასაკში დავაღწიე, ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და ახლა დიდი სინანულით ვიხსენებ ჩემ მიერ განვლილ გზას...

1974 წლის მაისში ცენტრალურ აპარატში გამომიძახეს. გენერალ-ლეიტენანტ კორშუნოვის კაბინეტში რომ შევედი, რომელიც უშუალოდ ჩემი პირადი კურატორი იყო, მან თავაზიანად მიმითითა სავარძელზე და მითხრა:

– ჩვენს უწყებაში გამოცდილი და შემოწმებული ხალხი მუშაობს, მაგრამ შენ იმიტომ აგირჩიეთ ამ დავალების შესასრულებლად, რომ განსაკუთრებული საიმედოობით გამოირჩევი, მაღალი კლასის პროფესიონალი ხარ და ენაზე კბილის დაჭერა შეგიძლია. თან, რუმინულიც იცი და ამიტომ ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი ხარ.

კორშუნოვის შესავლიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ რუმინეთში მიშვებდნენ. თუმცა, როდის და რატომ, წარმოდგენა არ მქონდა. გენერალმა პაუზა გააკეთა და მითხრა:

– რუმინეთი ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ზოგჯერ მოკავშირეებიც სცოდავენ და რუმინეთი ამას სხვებზე ხშირად სჩადის. ერთი სიტყვით, ხვალ შენ ბუქარესტში გაემგზავრები და პოლკოვნიკ ნიკოლაი პოპესკუს მოკლავ. ის მათი „სეკურიტატეს“ თანამშრომელია და, როგორც ვიცით, „ცეერუსთანაც“ მჭიდროდ თანამშრომლობს.

„სეკურიტატე“ რუმინეთის უშიშროების სამსახურს ერქვა. გენერლის სიტყვებმა საკმაოდ გამაოცა, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა მტრულ „ცეერუსთან“ ეთანამშრომლა მოკავშირე „სეკურიტატეს“ პოლკოვნიკს. კორშუნოვმა გაოცება შემამჩნია და ღიმილით მითხრა:

– ნუ გიკვირს. პოლკოვნიკი პოპესკუ თავისი მთავრობის ნებართვით თანამშრომლობს ამერიკელებთან და ყველაფერს მათი სანქციით ახორციელებს. ამიტომ მისი ლიკვიდაცია რუმინეთის ხელმძღვანელობის პირდაპირი გაფრთხილება იქნება. ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და, თუკი სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არ გამოსწორდა, მაშინ უფრო ქმედით ზომებსაც მივიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალი კორშუნოვი ბევრს ლაპარაკობდა, მას თითქმის არაფერი დაუკონკრეტებია და არც მე ვაპირებდი ზედმეტი კითხვების დასმას. ამიტომ, კორშუნოვმა ეშმაკურად გააქნია თავი, გაიღიმა, მხარზე დამკრა ხელი და მითხრა:

– ასეთი რომ ხარ, შენ სწორედ ამიტომ აგირჩიეთ. კარგია, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამ, მაგრამ საქმის კურსში მე თვითონ ჩაგაყენებ. საქმე ისაა, რომ რუმინელები ცდილობენ, ჩვენს ევროპულ ნარკოტრანზიტს დაეპატრონონ და ამ ერთი კვირის წინ ბერლინში ჩვენი კურიერი დააკავეს, რომელსაც 800 კილოგრამი ჰეროინი მიჰქონდა პარიზში. ჩვენმა დაზვერვამ კარგად იმუშავა და დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია რუმინელებმა გააგებინეს ამერიკელებს, რომლებმაც გერმანელებთან ერთად ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია. პოპესკუ ამ თამაშში რუმინეთის წარმომადგენელია და რუმინეთი ამერიკელებთან ერთად ცდილობს ჩვენს „მოტეხვას“ ამ საქმიდან. სწორედ ამიტომ უნდა დავსაჯოთ პოპესკუ სამაგალითოდ და როგორც რუმინელები, ასევე ამერიკელებიც მიხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან.

კორშუნოვის აღიარებამ შოკში ჩამაგდო. რადგან მარქსისტულ იდეებზე ვიყავი აღზრდილი და ვერ წარმომედგინა, თუ საბჭოეთი ნარკოვაჭრობაში იყო ჩართული. კორშუნოვის განცხადებით, ნარკოვაჭრობა კაპიტალისტების ჩასაძირავად და სოციალიზმის განმტკიცებისთვის იყო საჭირო. ერთი სიტყვით, პირველად მაშინ შემეპარა ეჭვი საბჭოთა წყობაში. თუმცა მეორე დღესვე ბუქარესტში გავემგზავრე. ყველა საჭირო ინფორმაცია და სპეცმოწყობილობა ადგილზევე მივიღე ჩვენი აგენტისგან და მოქმედებას შევუდექი. დავადგინე, რომ პოლკოვნიკი პოპესკუ ყოველ საღამოს რესტორან „ვარდში“ ვახშმობდა სხვადასხვა ქალთან ერთად, რომლებიც შემდეგ სახლში მიჰყავდა გასართობად. ერთკვირიანი თვალთვალის შემდეგ პოლკოვნიკი თავისსავე სახლის სადარბაზოში მოვიხელთე. ქალი მხოლოდ გავთიშე და იქვე დავაგდე. პოლკოვნიკს თავი მოვკვეთე. შემდეგ მისი სხეული სადარბაზოში დავტოვე, თავი კი ბუქარესტის ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ გამოსაჩენ ადგილას დავდე და იმავე ღამეს მოსკოვში გავემგზავრე. ამ დავალების შესრულებისთვის ჩინი მომიმატეს. რუმინეთმა კი ხელი აიღო ამერიკელებთან თანამშრომლობაზე და „კაგებე“ კვლავ ყიდდა ნარკოტიკებს სოციალიზმის გასაძლიერებლად...


скачать dle 11.3