კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სეზამ, გაიღე“


ანუ შეჩერდი, ლარო!

მმართველმა გუნდმა უკვე აუწყა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 14 მილიონი ლარი დაუჯდა. ამასობაში კი, ამ თუ სხვა მიზეზით, ლარიც დაეცა, რის საპასუხოდაც ოპოზიციამ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მმართველი პარტიის საარჩევნო დანახარჯების შევსებას დაუკავშირა, რასაც „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა (ბ-ნმა მელიქიშვილმა) „არასერიოზული“ უწოდა და დასძინა, რომ „აშშ დოლართან მიმართებაში იგივე ტენდენცია აქვს ევროსა და სხვა სახელმწიფო ვალუტებს“ (ესე იგი, განა მხოლოდ ლარი, ყველა დანარჩენიც წყალწაღებულიაო!). მაგალითად, ბ-ნმა პავლე კუბლაშვილმა საერთოდაც არ ისურვა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება (მიზანშეუწონელიაო!).

ასეა თუ ისე, საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც ღრმად სწამთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ დაეცემა (თუმცა, თუ ლარის გაუფასურება დოლარის სიმყარის ბრალია, ნეტავ რა ზებუნებრივი ძალებისგან ეუწყათ ჩვენს რჩეულებს, რომ დოლარის გამყარება ერთხელ და სამუდამოდაა შეჩერებული?!). ზემოხსენებული ღრმა რწმენა უმრავლესოელმა ბ-ნმა მელაძემ გაგვიმჟღავნა. მეტიც, კოლეგა ბ-ნ ცაგარეიშვილის კრიტიკასაც გამოეპასუხა (ამ უკანასკნელმა მედიკამენტებზე ფასების ზრდა წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მიერ ფარმაცევტული კომპანიებისთვის ჩამორთმეული დიდი თანხის საკომპენსაციო ღონისძიებად მონათლა). ბ-ნი მელაძის თქმით, „მედიკამენტების ფასებს წამლის ბაზარი არეგულირებს, რადგან მედიკამენტების ბაზარი საქართველოში თავისუფალია“. მეორე მხრივ, მედიკამენტების ბაზარი იმდენად „თავისუფალია“, რომ ერთსა და იმავე ფარმაცევტულ კომპანიას წამალიც შემოაქვს, კიდეც ჰყიდის, ზედაც ამზადებს, კლინიკებსაც ფლობს, პოლიკლინიკებსაც და თვით სადაზღვევო კომპანიასაც (მეტი თავისუფლება, მართლაც, წარმოუდგენელია!).

მეორე მხრივ, თუ ბ-ნი მელაძისა და, ზოგადად, სახელისუფლებო გუნდის ოფიციალურ სახელფასო შემოსავლებს გავიხსენებთ, (ყოველთვიურად, მინიმუმ, 3 000-ლარის ფარგლებში), აბა, მედიკამენტების 2-5-ლარიანი გაძვირება რა მოსატანია?! მით უფრო, რომ „დიაზეპამი“ უფასოდაც გვაქვს!


скачать dle 11.3