კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხტუნვის სტაბილურობა


„ნურას უკაცრავად“!

მართალია, ეკონომიკის ექსპერტები ოპტიმისტურად ვარაუდობდნენ, რომ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1,8-იან ნიშნულს არჩევნებამდე არ მისწვდებოდა; მეტიც, ეროვნული ბანკი თავის ორმილიარდიან რეზერვს გამოიყენებდა და ზემოხსენებულ ნიშნულს მაღლა ამ ჩვენს ეროვნულ ვალუტას მხოლოდ შემოდგომისთვის გადაახტუნებდა, მაგრამ „ნურას უკაცრავად“. არჩევნები ხეირიანად არც კი გასრულებულიყო, რომ ამ ჩვენმა ლარმა 1,8-საც გადააბიჯა და 1,9-საც მიუკაკუნა. ამის მიუხედავადაც, საქართველოს ელმედიამ დაგვამშვიდა (სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა უკვე კარგა ხანია, შეითავსა „დიაზეპამის“ ფუნქცია), „ყველაფერი კარგად იქნება“-ო. დასტურად კი თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოიშველია. თავის მხრივ, ბ-ნმა ქადაგიძემ განგვიმარტა, რომ რომელიმე უცხოური ვალუტისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უნდა მოიხსნას. თუმცა, აი, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, როგორ „უნდა მოიხსნას“, თუკი ლარი უპრაგონოდ იხტუნავებს. სამაგიეროდ, რჩევა არ დაუმადლებია: ერთ ვალუტაში დაზოგეთ, ისესხეთ და დახარჯეთო (იმ „ერთში“, როგორც ქვეყნის ამაგდარი ეროვნული ბანკის არანაკლებ ამაგდარმა პრეზიდენტმა, ბუნებრივია, ლარი იგულისხმა!). ამ ბრძნული რჩევის მიუხედავადაც, ლარის გაუფასურებისთანავე ფასებიც გაიზარდა (როგორც ჩანს, უმადურმა სამწყსომ ყურად არ იღო ბ-ნი ქადაგიძის რჩევა). სად იყო და სად არა, ავანსცენაზე ფინანსთა მინისტრიც გამოჩნდა და ამჯერად უკვე ბ-ნმა ბაინდურაშვილმა განგვიმარტა, რომ დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის (დაახლოებით, ასეთი პათოსით: ბრმას ცოლი მოუკვდა და ნუ ვეტყვითო), რაც მეტად ლოგიკური (თუმცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი) არგუმენტით გაამყარა: „დოლარის პოზიციები საკმაოდ მყარდება, რაც ძირითადად ევროს პოზიციების დათმობას უკავშირდება“. თანამოაზრეებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი მელიქიშვილიც შეეწია: „რეალურად საქმე გვაქვს არა ლარის გაუფასურებასთან, არამედ დოლარის გამყარებასთან“ (აი, რატომ უნდა ყველა საქმეს ცოდნა, თორემ თავისი რუხი ნივთიერებით საქართველოს მოკვდავი მოქალაქეები ამას როგორ მიხვდებოდნენ?!).

ხოლო, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ამ წიაღსვლების მიუხედავადაც, ფასებმა იმატა (მოკალი, თუ გინდა და ამ მეწარმე-მოქალაქეებს დოლარში ურჩევნიათ!), აშკარაა, რომ ჩვენს ელმედიას კონკურენტი გამოუჩნდა (ამ ჩვენი მთავრობის სახით) უფასო დამამშვიდებლის ფუნქციაში!


скачать dle 11.3