კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოქროს რჩეულები


ანუ ძვირი სიამოვნება

საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში დაბრუნება, იმას გარდა, რომ კიდევ ბევრი კანონია მისაღები (აკი პრეზიდენტმაც ჩამოთვალა, ეკონომიკური თავისუფლების აქტით დაწყებული და ახალი საგადასახადო კოდექსით დამთავრებული) და, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ სხდომების ჩატარების გრაფიკი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატს მოერგო, ერთი დეტალითაც იყო მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, პარლამენტის რეგლამენტი ხალხის რჩეულებს ავალდებულებს, ჰქონდეთ სამკერდე ნიშანი, თუმცა ტარებას არ აიძულებს. ოღონდ, თუკი აქამდე ეს სამკერდე ნიშნები არაფრით გამოირჩეოდა (მხოლოდ სამკერდე ნიშანი იყო), წინასაარჩევნო კამპანიით გადაღლილ კანონშემოქმედებს რიგგარეშე სესიაზე სიურპრიზი დაახვედრეს: ამიერიდან მათ ახალი სამკერდე ნიშნები აქვთ – არც მეტი, არც ნაკლები, ოქროსგან დამზადებული! პარლამენტარის განმასხვავებელი ამ მოოქრული ნიშნის წინა მხარეს სახელმწიფო გერბია გამოსახული, მეორე მხარეს კი მფლობელის სახელი და გვარია ამოტვიფრული.

ჩვენ არ ვიცით, ითვალისწინებდა თუ არა პარლამენტის 2010 წლის ბიუჯეტი რჩეულთათვის სამკერდე ნიშნების ოქროთი დაფერვის ხარჯებს (თუ ეს თვითშემოქმედებაა), მაგრამ, თუ ამ ტემპითა და შემართებით გავაგრძელეთ, არ არის გამორიცხული, მალე პარლამენტართა მოოქრული ბიუსტებიც დავიდგათ. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, ძირითადად, ერთი და იგივე სახეები ხვდებიან (და მერე რა, რომ სულ სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმით), მთლად ძვირიც არ დაგვიჯდება.


скачать dle 11.3