კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაღაც ევროპული


„ლუდსა ვსვამ, აღარ ვტირი მე“

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე ჩვენმა ნატოელმა მეგობრებმა კვლავაც ძველებურად შეგვაგულიანეს, კარი ღიააო (ანუ „ძველ ქუჩაზე ძველ სიმღერას ვღიღინებთო“), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირი არც ამას არ გვეუბნება, აშკარაა, ზემოხსენებული კარის სახელურს საფუძვლიანად უნდა ჩავეჭიდოთ (ასეც ვიქცევით!). თუმცა ისიცაა, რომ არც ევროპასთან დაახლოება გვავიწყდება (ანუ ამ მიმართულებითაც ვფაფხურობთ). სავარაუდოდ, სწორედ ამ ნათელი იდეით დაფრთიანებულებმა 12 ივნისს ამ ჩვენს დედაქალაქში „ევროპული დონის“ ლუდის ფესტივალი ჩაატარეს. თანაც წინასწარვე გვაუწყეს, რომ „მსგავსი მასშტაბის ფესტივალი ამიერკავკასიაში პირველად ტარდება“. მეტიც, თურმე, ამის მიზანი ლუდის მსოფლიოს ფესტივალების სივრცეში ინტეგრირებაა (აღარც კი ვიცი, რომელია უფრო დიადი ინტეგრირება: ნატოში თუ ლუდის ფესტივალში?!). ორგანიზატორებმა არც ის დაგვიმალეს, რომ, ინტეგრირების პარალელურად, მიზანი ისიცაა, რომ დაინგრეს ლუდის სმის ქართული სტერეოტიპი, ანუ ქართულად ცალ-ცალკე მაგიდებთან კი არა, ლუდით ერთ დიდ მაგიდასთან ვისიამოვნოთ. ამ საზეიმო და ინტეგრაციული ღონისძიებისთვის ცენტრალური გამზირიც გადაიკეტა და ევროპულად ლუდის სმა მუსიკალურადაც გაფორმდა.

დაგვაიმედეს (და ამ საქმეს კოჭებშივე ეტყობოდა), რომ ქართული ფესტივალი ევროპულ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. შესაბამისად, სავსებით სუფთა სინდისით (რა თქმა უნდა, დემოკრატიული საქართველოს ამომრჩევლის ნაქონი სინდისით) შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ლუდსა ვსვამ, აღარ ვტირი მე!“


скачать dle 11.3