კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქვევრის პრინციპით


„ჯერ თავო და თავო, შემდეგ კანონების ქმნაო“

პარლამენტმა ყურად იღო პრეზიდენტის შეგონება, ივლისის ბოლომდე წაიმუშავეთ, რათა მაისის გაცდენები აინაზღაუროთო და გასულ კვირას მუხლჩაუხრელ შრომას შეუდგა. მანამდე კი, ტრადიციულად, დეპუტატები ორშაბათის ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ და ვიცე-სპიკერმა (ბ-ნმა მაჭავარიანმა) ჟურნალისტების გასაგონად ბრძანა (სავარაუდოდ, უპირატესად ბეჭდური მედიის ჟურნალისტების ყურთა სასმენად, რადგან ჩვენი ელმედიის უმრავლესობა თითქმის ქვევრის პრინციპით მოქმედებს: რასაც ჩასძახებენ, იმასვე ამოიძახებენ), ცდება, ვინც წერს, პარლამენტი ისვენებდაო. ცდება, რადგან საქართველოს სრულიად პარლამენტი (უმრავლესობა-უმცირესობიანად) წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართულიო (და მერე რა, რომ კანონშემოქმედთა პირდაპირი მოვალეობა კანონების და არა არჩევნების ქმნაა?!). ოღონდ, როგორც დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიული პარლამენტის დემოკრატ ვიცე-სპიკერს ეგების დიდსულოვნად განმარტა, რომ, თუკი ზემოხსენებულ ჟურნალისტებს (აი, იმათ, წინასაარჩევნო არდადეგები დასვენება რომ ეგონათ) მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთან შეხვედრა დასვენებაა, დაე, თქვან, პარლამენტი ისვენებდაო (უღრმესი მადლობა, აი, დიდსულოვნება!).

ასე თქვეს თუ ისე, რჩეულებმა (რაკი „ჯერ თავო და თავო, შემდეგ კანონების ქმნაო“) ისე დაგეგმეს თავიანთი სხდომები, რომ ხელი არ შეშლოდათ ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ყურებაში – ასეთ ღირსშესანიშნაობას, აბა, როგორ გამოაკლდებოდნენ?! ჰოდა, რაკი არც ამას გამოაკლდნენ, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ უნივერსალური პარლამენტი გვყავს, საქმიანობა რაა, „ბორჯომის“ სმას რომ ვერ შეუთავსონ.


скачать dle 11.3