კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფასეულობების შეფასება


ოჯახს ანგრევს წვრილმანები – მიიჩნევენ ფსიქოლოგები. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე, არის, მაგრამ გააჩნია, ჩვენ რას ვეძახით წვრილმანებს, ან, ვისთვის რა არის „წვრილმანი“. საქმე ისაა, რომ თითოეულ ჩვენგანს ფასეულობათა საკუთარი სისტემა გვაქვს. ქცევის ნორმები, ჩვევები, რაც ჩვენთვის ბუნებრივია და ნორმალური, სხვისთვის შესაძლოა, შოკის მომგვრელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც არის ზოგჯერ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები სულელური მიზეზის გამო რომ კამათობენ და ჩხუბობენ.

შეხედულებებში, მოსაზრებებში უთანხმოებას მივყავართ კონფლიქტამდე, თუკი ერთ მათგანს მაინც არ ეყო ჭკუა, რომ მიხვდეს: ღირს კი კონკრეტული ფასეულობის დაცვა იმ ადამიანის დაკარგვად, რომელიც თქვენთვის ჭეშმარიტად ძვირფასია? როცა ამას გააცნობიერებთ, მაშინ ურთიერთობის აწყობასაც ადვილად შეძლებთ. ბედნიერი ქორწინების მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია. როცა ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ყურადღებით გადახედეთ საკუთარ ფასეულობებს და განსაზღვრეთ, რომელ მათგანს შეელევით სიყვარულისთვის. თქვენ და თქვენს პარტნიორს აუცილებლად მოგიწევთ საუბარი, რომ გაარკვიოთ ოჯახური თანაცხოვრების დეტალები. ეს სასურველი კი არა, აუცილებელიცაა.

ნუ გადააქცევთ ტრაგედიად იმას, რაც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, თუ თქვენი აზრები რომელიმე საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა, ნუ იფიქრებთ იმას, რომ ან თქვენ, ან მას აზროვნებაში პრობლემები გაქვთ, განათლება და ინტელექტი არ გყოფნით იმისთვის, რომ ერთმანეთის პოზიცია გაითავისოთ. თქვენი განსხვავებულობა შეიძლება, სერიოზულ ძალად იქცეს, თუკი ფასეულობების გადაფასებას შეძლებთ და ერთმანეთის მოსმენასაც ისწავლით.


скачать dle 11.3