კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ მოუსმენ


ყოველთვის არ ხდება ისე, რომ თქვენი რჩეული იმავე სოციალურ ფენას ეკუთვნოდეს, რომლის წარმომადგენელიც თავად ბრძანდებით. სიყვარულის უცნაურობებზე და იმაზე, რომ ის არასოდეს გვეკითხება, ვინ უნდა შევიყვაროთ, საუბარს აღარ დავიწყებ. მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა თქვენი ამ კავშირის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე სხვები იწყებენ ლაპარაკს. გასაგებია, რომ ახლობლებსა და მეგობრებს თქვენი ბედნიერება უნდათ. ისიც ფაქტია, რომ ერთი წრის ადამიანები უკეთესად უგებენ ერთმანეთს – მათ ბევრი საერთო აქვთ და შესაბამისად, ბევრი დამაკავშირებელი ძაფიც. მაგრამ, გამონაკლისი შემთხვევებიც არის, თანაც არცთუ ისე იშვიათი, როცა სწორედ განსხვავებული განათლებისა და სოციალური წრის ადამიანები მშვენიერ, მყარ ოჯახებს ქმნიან. მთავარია, თავად არ გადააქციოთ დაბრკოლებად ის, რამაც პირიქით, უნდა დაგაკავშიროთ.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰერი ჩეპმენმა გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც ადამიანები ხუთი ძირითადი ჟესტით გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს. ესენია: შეხება, სიტყვები, საჩუქრების მიძღვნა, მზადყოფნა და სურვილი დახმარებისა, ასევე, დროის შეგრძნების დაქვეითება, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ვართ. ამ ჟესტებს ჩეპმენმა სიყვარულის ენა უწოდა. ისიც აღნიშნა, რომ თუ ადამიანებს ეს ენა ესმით, მათ ერთად ყოფნას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

ამიტომაც აჯობებს, მოუსმინოთ ერთმანეთს და არა იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ისინი შეიძლება ცდებოდნენ, მთავარია, თქვენ არ დაუშვათ შეცდომა და არ დაკარგოთ ის, ვისაც მთელი ცხოვრება უნდა დაუკავშიროთ.


скачать dle 11.3