კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჩამოჰყავს საქართველოში უნიკალური და ძვირად ღირებული ეგზოტიკური ფრინველები და სად შეგიძლიათ, ნახოთ შავი გედები და თეთრი ფარშავანგები


თბილისის ერთ-ერთ უბანში, ქუჩაში მიმავალი ხალხი ხშირად ჩერდება და გაოცებულები იყურებიან აქეთ-იქით. ვერ ხვდებიან საიდან ისმის უცნაური ხმები. არადა, რას წარმოიდგენენ, რომ სულ რაღაც მეტრ-ნახევარი ღობის იქით, საკუთარ ეზოში, ალბერტ მანელოვს, ნამდვილი ეგზოტიკა აქვს გაშენებული. მის ცოცხალ კოლექციაში ათეულობით ძვირად ღირებული ფარშავანგი, ხოხობი, მტრედი, გედი, ქათამი, ბატი, იხვი და თითქმის ყველა სხვა სახეობის უნიკალური და ულამაზესი ფრინველი შედის. ასე რომ, მის სახლში მისულს, ეზოში ფეხის შედგმისთანავე ნამდვილი სასწაული დაგხვდებათ.


ალბერტ მანელოვი: ბავშვობიდან მიყვარდა ფრინველები. მახსოვს, ჩემმა ძმებმა სოფლიდან ჩვეულებრივი მტრედები ჩამოიყვანეს, მათ ვუვლიდით. მერე, ნელ-ნელა დეკორატიული და იშვიათი ჯიშის მტრედებიც მოვაშენეთ. ადამიანის ბუნება ხომ იცით? მერე, მოთხოვნილებაც გაიზარდა და დღეს ჩემს ცოცხალ კოლექციაში საკმაოდ ძვირად ღირებული, ეგზოტიკური და უცხო სახეობის ფრინველები მყავს. ასე რომ, მტრედებით დავიწყე, მერე უცნაური სახეობის ხოხბები მოვამრავლე, მერე იხვები, მერე ქათმები, მერე ფარშავანგები, გედები და ასე შემდეგ. ჩემი ძმები დღეს საბერძნეთში ცხოვრობენ და ძირითადად, იქიდან შემომყავს ფრინველები. თუკი რაიმე უცხო და ეგზოტიკური ფრინველია ევროპაში, ყველა სახეობა მყავს ეზოში – 20 ინდური ფარშავანგი, მაგრამ მათ შორის არის შავფრთიანიც – იშვიათი, უნიკალური სახეობის ფარშავანგი ნიდერლანდებიდან. საქართველოში პირველად მე შემოვიყვანე შავფრთიანი ფარშავანგი. საკმაოდ ძვირი ღირს და უკვე ორი ცალი გავყიდე კიდეც. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს საჩხერეში ასეთი ჯიშის ფარშავანგები. ბიძინას ძალიან უყვარს ფრინველები. ადრე, ცხონებული ბადრი პატარკაციშვილიც იყო ჩემთან, დაათვალიერა ჩემი ფრინველები, რამდენიმე ფარშავანგი, ხოხობი და კიდევ სხვადასხვა ფრთოსანი შეიძინა. ფული არ დანანებია. ასევე, მყავს თეთრი ფარშავანგები. ასეთი ფერის ფარშავანგი ბუნებაში არ არსებობს და ის ხელოვნურად არის გამოყვანილი. ეს სახეობა ქართველ ოლიგარქებს განსაკუთრებით მოსწონთ. არსებობს ალბინოსი ფარშავანგიც, მაგრამ მისი წიწილა ფერადი იზრდება. ჩემი თეთრი წყვილი ფარშავანგი კი, რომ მრავლდება, მაინც თეთრ შთამომავლობას იძლევა. ქართველი ოლიგარქების „მოურავები“, ჩემგან რომ შეიძინეს ფრინველები, ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან რჩევას. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. უცნაურ კითხვებს მისვამენ, მაგალითად, მეკითხებიან, კვერცხი დადო და სად წავიღო – მაცივარში შევინახო, როგორ დავსვა მასზე, რა ვაჭამო და ასე შემდეგ.

– ეს ხელოვნურად შექმნილი თეთრი ფარშავანგი თქვენთან საიდან მოხვდა?

– თეთრი ფარშავანგი, დედოფალივით ლამაზია. ჩემთან ის ევროპიდან მოხვდა. ვიცოდი, რომ ასეთი ფერის ფარშავანგიც არსებობდა და ძალიან მინდოდა, მყოლოდა. ეს ოცნებაც ავიხდინე და დღეს დედოფალივით ლამაზი თეთრი ფარშავანგი ჩემი ეზოს მშვენებაა. ის რომ ლამაზ თეთრ კუდს გაშლის, რა სანახაობა შეედრება მის ხილვას. საერთოდ, როცა ცოცხალი კოლექცია გყავს კაცს, სულ სიახლის ძიებაში ხარ. გინდა, ახალ-ახალი ფრთოსანი შეჰმატო მას. ფარშავანგი 25 წელი ცოცხლობს. ზრდასრული სამი წლის ასაკშია, მანამდე კუდი არ ეზრდება და დედალი კვერცხს არ დებს. ანუ, სამ წლამდე ფარშავანგი ინდაურს ჰგავს ვიზუალურად და ერთ წლამდე მისი გაზრდა ძალიან რთულია.

– ასეთი ცოცხალი კოლექციის ყოლა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით, არსებობს ფარშავანგთა სახეობები, 100 000 დოლარად და მილიონადაც კი არის შეფასებული, ასეთი ძვირად ღირებული ფრინველი მე ნამდვილად არ მყავს (იცინის). მაგალითად, შავფრთიანი ფარშავანგი ხუთი ათასი დოლარი ღირს, ჩვეულებრივი კი – 2 500 დოლარი. ექსპერიმენტი ჩავატარე და შავფრთიანი და ჩვეულებრივი ფარშავანგები შევაჯვარე. გამოვიდა თეთრნარევი, მწვანე ფერებში გადაწყვეტილი, ულამაზესი ფარშავანგი. ის გავყიდე და ახლა ახალ ექსპერიმენტს ვატარებ. კერძოდ, ჭრელი ფარშავანგის დაბადებას ველოდები. ჩემთან ხშირად დადიან ამ ფრინველების სანახავად და დიდი ინტერესითა და სიყვარულით ათვალიერებენ მათ. დარწმუნებული ვარ, ყველას ეზოს და აგარაკს დაამშვენებს ასეთი ფრინველები. თან წარმოიდგინეთ, დილით კუდს რომ გაშლიან და თავისი უცნაური ხმით მოგესალმებიან... ერთხელ, ხელოსნები მყავდა და ვოლიერის კარი დარჩათ ღია. ფარშავანგი დაფრთხა და გამოფრინდა. საერთოდ, თუ ფარშავანგი ტყვეობაშია გაზრდილი და პატრონს და გარემოს შეჩვეულია, ის შორს არ წავა. ასეთი წესით გაზრდილს, არც ადამიანის შიში აქვს. სხვათა შორის, ვინც ჩემგან შეიძინა ეს ფრინველი, ყველას ვურჩიე, სანამ ახალ ტერიტორიას შეეჩვევა, ფრთები გაუკრიჭეთ-მეთქი. ამით ის ვიზუალურად არ მახინჯდება და ვერც ღობეს გადააფრინდება. მოკლედ, ჩემი ფარშავანგი დაფრთხა, გამოფრინდა და გაფრინდა უაზროდ. დიდ მანძილზე ვერ დაფრინავენ ფარშავანგები და მივხვდი, სახლთან ახლოს იქნებოდა ხეზე დამჯდარი. გავედი და, მართლაც, ვხედავ, ქართულ ნაძვზე არ ზის ეს ჩემი ინდური ფრინველი? (იცინის) ავედი, დავიჭირე, არც წინააღმდეგობა გაუწევია და წამოვიყვანე სახლში. მეზობლებიც შეეჩვივნენ, ამათ გამყინავ ხმას და პრეტენზიას არ გამოთქვამენ.

– როგორც ვიცი, ფარშავანგები მცოცავებსა და მღრღნელებს ანადგურებენ და თან ერთგვარი კარ-მიდამოს დამცველებიც არიან არასასიამოვნო სტუმრებისგან, ასეა?

– დიახ, ფარშავანგი ერთგვარი ცოცხალი „სიგნალიზაცია“ და დაცვაა. მანქანის, ძაღლის, ადამიანის ხმაზე რეაქცია არ აქვს, მაგრამ საკმარისია, ვინმემ ქურდულად სცადოს ეზოში შემოსვლა, რომ ის გაბმულ ყივილს იწყებს. ყივილსაც გააჩნია. ღამით, რომ მძინავს და აყვირდება, დავაკვირდები, როგორ ხმაზე ყვირის და ვიცი, რაზეც აქვს რეაქცია. ანუ, ყური ისე მაქვს მიჩვეული, ვხვდები, უნდა მივაქციო თუ არა ყურადღება მის ძახილს. ადრე, ბევრჯერ მომპარეს მტრედები და ახლა, რაც ფარშავანგები მყავს, დავისვენე ქურდებისგან. ვხუმრობ ხოლმე, მე ისეთი პირადი დაცვა მყავს, ვინ გაბედავს ჩემს შეწუხებას-მეთქი (იცინის). მისი ყოლა ძალიან კარგია აგარაკზე, რადგან ფარშავანგი მცოცავის დაუძინებელი მტერია. აგრესიული ხდება, თუ ხედავს ხვლიკს, გველს, ობობას, თაგვს, ვირთხას... გარბის, უნისკარტებს და სანამ არ მოკლავს, არ ეშვება. ერთი სიტყვით, ტერიტორიას ასუფთავებს მსგავსი არასასურველი არსებებისგან. ბევრი ფარშავანგს აგარაკის გასალამაზებლად ყიდულობს და რომ ვუხსნი, მის შესაძლებლობებს, უკვირთ. მერე ხვდებიან, როგორი დაცვა შეიძინეს და არც მასში გადახდილი, საკმაოდ სოლიდური თანხა ენანებათ.

– სიმართლე გითხრათ, შავი გედი პირველად ვნახე. თუ საიდუმლო არ არის, რა ფასად შეიძინეთ ისინი უცხოეთში?

– მართალია, ბევრს არც კი გაუგია, რომ თეთრის გარდა, არსებობს შავი გედიც. შავი გედი ძალიან იშვიათია ბუნებაში, მას მუქი სტაფილოსფერი ნისკარტი აქვს და ის საკმაოდ ძვირი ღირს. ეს ფრინველი ბუდობს ავსტრალიაში, მისი გამრავლება რთულია და ზრდასრული ოთხი წლის ასაკიდან ხდება. თან შავი გედის სქესის გარჩევა ძალიან რთულია. ჩემი გედები ჯერ ორი წლისანი არიან და მგონი, თუ ჩემი გამოცდილი თვალი არ მატყუებს, დედალ-მამალი უნდა იყოს. ევროპიდან ჩამოვიყვანე და 5 000 ევრო ღირს. ერთი წელია ჩემს ეზოში ცხოვრობენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ. რაც წლები მოემატებათ, შესაბამისად, მათი ფასიც გაიზრდება. ღმერთის წყალობით, ჯერ ამათ გავზრდი, მერე გავამრავლებ და თუ მსურველი იქნება, გავყიდი კიდეც. ასეთი სახეობის გედის ყოლა, მერწმუნეთ, ნამდვილი სასწაულია.

– რამდენი სახეობის ხოხობი და მწყერი გყავთ? როგორც ვიცი, მწყრის კვერცხი ბევრი დაავადების დროს სამკურნალოდაც კი გამოიყენება და უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ის ყოველდღიური მენიუს განუყოფელი პროდუქტია.

– ამ ეტაპზე შვიდი სახეობის უნიკალური ფერის ხოხობი მყავს. ქართული ხოხობი ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ხოლო ყველაზე პრესტიჟული, ამოუცნობი და ლამაზი სიამისაა. ქართული, ზრდასრული წყვილი ხოხბის ფასი 500 ლარია, ხოლო სიამის კი – 2 ათასი დოლარი. ჩემი ქათმები დებენ კვერცხს, რომელსაც მწყრის კვერცხის შემადგენლობა აქვს და შეფერილობით ცისფერი, მწვანე და ვარდისფერია. ევროპაში ასეთი კვერცხი სიახლეა, დელიკატესია და ძალიან ძვირი ღირს. ეს ხელოვნურად შექმნილი კვერცხისმდებელი ქათმებია. საბერძნეთიდან გამომიგზავნეს, მეცნიერების მიერ შექმნილი კვერცხი, გამოვაჩეკინე ქათამს და ახლა ასეთი, „წამლისმდებელი“ ქათმებიც მყავს. მწყრის კვერცხი, დაახლოებით, 50-მდე დაავადებას კურნავს და მათი პროფილაქტიკისთვის ძალიან სასარგებლოა. იაპონელი მოზარდის რაციონში აუცილებლად შედის დღეში ორი-სამი ცალი მწყრის კვერცხი. იაპონური მწყერი ამის გამო ძალიან ძვირი ღირს. მათი კვერცხი კალორიულია, მარგებელი, სამკურნალო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ შეიცავს ქოლესტერინს, დიეტურია და კარგია გულით დაავადებული ადამიანებისთვის.


скачать dle 11.3