კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ატარებენ მთელ ზაფხულს მხიარულად ლალი ტოტიკაშვილი და მისი მეუღლე



ლალი ტოტიკაშვილი მეუღლესთან, ორ მშვენიერ შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მთელ ზაფხულს აგარაკზე ატარებს, დუშეთის რაიონში, წითელსოფელში – სოფელს ორივე მხრიდან მთები ერტყმის, წინ კი არაგვი ჩამოუდის. შესაბამისად, იქ ძალიან კარგი და სუფთა ჰაერია, რაშიც მეც და ქეთი-ფოტოც დავრწმუნდით. ლალის და განსაკუთრებით მის სამი წლის საბას, ძალიან უყვართ აგარაკზე ყოფნა. ეზოსა და სახლში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შემდეგში მას კიდევ უფრო ლამაზსა და კომფორტულს გახდის.



ლალი ტოტიკაშვილი: ეს სახლი დაახლოებით 20 წლის წინ ჩემმა მამამთილმა ააშენა. თავიდანვე ძალიან კარგად იყო გაკეთებული, განსაკუთრებით – ეზო, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბინის დიზიანი გადაგვეხალისებინა, რაღაცეები შეგვეცვალა და ეზოც თავიდან გაგვემწვანებინა. ჯერჯერობით აუზი, სახლში კი, მესამე სართულზე, მანსარდაში, ბილიარდის ოთახი გვაქვს მოსაწყობი. რადგან ავეჯი მაინც კლასიკური სტილის დგას, ამიტომ ერთმანეთს შეერწყა კლასიკური და თანამედროვე სტილი და მგონი სახლის დიზაინი კარგი გამოვიდა.

სახლს წინ და უკან ორი დიდი ეზო აქვს, თვითონ შენობა კი, სამსართულიანია და ყველაფერი ძირითადად ხით არის მოპირკეთებული. პირველ სართულზე არის ჰოლი, რომლის ერთ კუთხეს ამშვენებს ძველებური თუნგები, თასები, რაც ლალის ძალიან უყვარს. ჰოლი, თავის მხრივ, უკავშირდება მისაღებ ოთახს, რომელიც საკმაოდ დიდია. ერთ კედელზე მთლიანად ძველებური და ლამაზი ბუხარია გაკეთებული. პირველ სართულზე მდებარეობს ასევე სამზარეულო და სააბაზანო. მეორე სართულზე, საძინებლებია მოწყობილი, ასასვლელი ხის კიბე კი ბუხრის ოთახშია განთავსებული. მეორე სართული მესამე სართულს, რომელიც მანსარდის ტიპის არის და მთლიანად ხეშია გაკეთებული, ხის ძალიან პატარა, ჯაჭვებიანი და საკმაოდ ლამაზი კიბით უკავშირდება. სახლს ასევე აქვს საკმაოდ დიდი აივანი, რომლის გამოყენება, რემონტის დამთავრების შემდეგ, საქეიფოდაც შეიძლება. ეზო ძალიან ლამაზად არის გამწვანებული, ერთ კუთხეში საქეიფოც არის მოწყობილი და პატარა შადრევანიც.

ლალი: ძალიან გვიყვარს ბუხრიან ოთახში ყოფნა, შუა ზაფხულშიც კი, როდესაც გრილა, ხშირად ვანთებთ ცეცხლს, შემოვუსხდებით და ვთბებით. ჩვენს ბუხარში ძალიან გემრიელ მწვადს ვწვავთ ხოლმე. რაც სახლში გადავაკეთეთ, ყველაფერი ჩემი დიზაინით გაკეთდა და ჩემს მეუღლესაც მოეწონა. ძალიან გვიყვარს ბრები, ამიტომ საძინებლებში გავაკეთეთ. ის ბრები, რომლებიც ჩვენს საძინებელში კიდია, საკმაოდ ლამაზია და, თან, ძალიან ძველი. ძალიან კარგი მეზობლები გვყავს, ყოველ საღამოს აზარტული თამაშები ტარდება, არაგვზეც ჩავდივართ ხოლმე. ჩემს მეგობრებსაც უყვართ აქ ჩამოსვლა და ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ ხოლმე.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3