კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ცოლობაზე თქვა უარი სოფო ნიჟარაძემ და რა მიწერ-მოწერა ჰქონდა მას „დოლჩე და გაბანასთან“


როგორც იცით, წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე სოფო ნიჟარაძე გამოდიოდა, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო და ნამდვილად იმსახურებდა არა მხოლოდ ათეულში გასვლას, არამედ სამეულში მოხვედრასაც.


სოფო ნიჟარაძე: სიმართლე რომ გითხრა, არასდროს არ ვარ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იქაურ რეაქციებს და იმას, რომ სულ ვიყავით ყურადღების ცენტრში, ალბათ, ჩვენი გამოსვლა ცუდი არ ყოფილა. რეაქციები იყო ძალიან დადებითი, ყველა ამბობდა, რომ ყველანაირი შანსი გვქონდა სამეულში მოსახვედრად. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ 9 ქულა გვაშორებდა ხუთეულს, დიდი სხვაობა რომ ყოფილიყო, ასე არ დამწყდებოდა გული. გაზეთებშიც და ჟურნალებშიც ყველაფერს დადებითს წერდნენ. თვითონ გამარჯვებულიც ყველა გადაცემაში ამბობდა, რომ ერთადერთი კონკურენტი მყავს – საქართველოო. ამან, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედა და ჩვენ წინააღმდეგ იმუშავა. კიდევ იმან იმუშავა ჩვენ წინააღმდეგ, რომ, წელს პირველად, კონკურსის დაწყებისთანავე შეიძლებოდა ხმის მიცემა და პატარა დიასპორებისთვის ეს საკმაოდ რთულია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი შედეგები გვქონდა. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს და, სადაც მივდიოდით, ყველგან სასურველი სტუმრები ვიყავით.

– როგორი ურთიერთობა გქონდა კონკურსანტებთან?

– გადასარევი. განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა სომხეთის წარმომადგენელთან, სხვათა შორის, მათ ძალიან დაგვიჭირეს მხარი. მეორე დროშა, რომელიც ეჭირათ, საქართველოსი იყო. ასევე, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა აზერბაიჯანელ, უკრაინელ კონკურსანტებთან, პოლონელთან. ნორვეგიაშიც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენ მიმართ. მათ სატელევიზიო არხზე საუკეთესო ხუთეულში დაგვასახელეს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, შვედეთთან და გერმანიასთან ერთად. სამწუხაროდ, შვედეთი ფინალში ვერ მოხვდა და ეს იყო ერთ-ერთი გამაოგნებელი ფაქტი, იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი წარმომადგენელი ჰყავდათ. ნახევარფინალის წინ ისე განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ ვერ გავიდე, რა მეშველება-მეთქი.

ნათია უზნაძე: კონკურსის წინ, როდესაც გამოკითხვა ჩატარდა, სიმღერის ავტორი შეგვხვდა და გვითხრა, თქვენ „ევროვიზიის“ 2010 წლის საუკეთესო ხმად ხართ დასახელებულიო და ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, ჩემი სიმღერა ასე კარგად არასდროს არავის უმღერიაო. გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, სათაურით „სოფო ნიჟარაძემ ოსლოში ბრწყინვალება ჩამოიტანა“.

სოფო: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სიმღერის ავტორს მოსწონხარ. მეორე ავტორი, რომელიც ასევე სელინ დიონის ალბომის ავტორია, სულ წერდა, რომ სოფია არის საუკეთესო, ნამდვილი ვარსკვლავი. როდესაც „ევროვიზია“ დამთავრდება, ერთი ალბომი უნდა ჩამიწეროსო.

– თუ ელოდებოდით გერმანიის გამარჯვებას?

– მე ჯერ ჩასული არ ვიყავი, რომ ვიცოდი, გერმანია გაიმარჯვებდა, წინასწარ ისეთი აურა იყო შექმნილი და ყველაფერი ისე იყო გაფიარებული. გერმანია ამისთვის სერიოზულად ემზადებოდა, სპეციალური ექვსთვიანი პროექტი ჰქონდათ, რომელსაც ერქვა „შევარჩიოთ ვარსკვლავი ოსლოსთვის“. თანაც, როდესაც გერმანიაში ცნობილი ხარ, მთელი ევროპა გიცნობს. მას დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. წინასწარ ძალიან დიდი ფიარი მიდიოდა, ბევრ ცნობილ გადაცემაში იყო მიწვეული. ჯერ კიდევ არ ვიყავით „ევროვიზიაზე“ წასულები, როდესაც საიტებზე ვიდეოები დადეს და, თუ სხვებს ხუთი ათასამდე „კლიკი“ ჰქონდა, ლენას სიმღერაზე ოთხ მილიონამდე „კლიკი“ იყო. სანამ „ევროვიზიის“ ფინალი დაიწყებოდა, 25-წუთიანი გადაცემა მიუძღვნეს გერმანიას. მე არ ვამბობ, რომ ლენა ცუდი იყო, პირიქით, მომწონდა, სიახლე იყო, მაგრამ, ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ მას ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა.

– სოფო, მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ აქტიური გქონდა.

– ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ნახევარფინალისა და ფინალის წინა დღეები ჟიურის დღეები იყო, ჩვეულებრივ, იყიდებოდა ბილეთები, ანუ, ოთხ კონცერტს ვატარებდით. თანაც, ყველა გამოსვლის წინ გვქონდა რეპეტიცია და რვა კონცერტი გამოგვდიოდა. საერთო რეპეტიციების გარდა, ჩვენი რეპეტიციებიც გვიტარდებოდა, სადაც ვხვეწდით დადგმას. „ევროვიზიაზე“ წასვლამდე მქონდა პრომო-ტურები, მაგრამ ამან საერთოდ არ გაჭრა. მაგალითად, ჰოლანდიაში ვიყავით, ხალხი საქართველოს გამოსვლაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ამ ქვეყნისგან ნული ქულა მივიღეთ. ანუ, იმასაც ვერ გათვლი, რომელ ქვეყანაში უნდა წახვიდე, რომ წარმატება გქონდეს. თუმცა, რამდენიმე ქვეყნიდან წამოვიღეთ მაღალი ქულები. სომხეთსა და ლიტვაში არ ვყოფილვარ და იქიდან მაღალი ქულები მივიღეთ. რაც შეეხება სიმღერას, ის ჩავწერე ლონდონში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სტუდიაში, სადაც ძალიან ცნობილი ვარსკვლავები წერენ სიმღერებს. მომზადების პერიოდი კი რთული იყო, გადაფრენები მიწევდა, მაგრამ სხვა ქვეყნები ჩვენზე მეტს მოგზაურობდნენ. მაგალითად, თურქეთის წარმომადგენელი კონცერტზე ცუდად გახდა, იმიტომ რომ, მთელი ევროპა ავტობუსით შემოიარა და ძალიან გადაღლილი იყო.

– როგორც ვიცი, თურქეთში ნათესავებიც გყავს.

– ბებიაჩემის დედა იყო თურქი და თურქეთში ჰყავს ნათესავები. მათ ერთ-ერთ ცნობილ შოუში მიპოვეს და, თუნდაც ამიტომ ღირდა „ევროვიზიაში“ მონაწილეობა. ისინი ძალიან თბილად შემხვდნენ და აქტიურად მიჭერდნენ მხარს.

– საკმაოდ საინტერესო ქორეოგრაფია გქონდა.

– ის დადგა ფრანგმა ქორეოგრაფმა, რომელსაც ნამუშევარი აქვს დაიანა როსთან, ვანესა პარადისთან, მაიკლ ჯეკსონთან, შერისთან. ის არის რეჟისორი და ქორეოგრაფი მიუზიკლისა „რომეო და ჯულიეტა“, რომელშიც მე ვიღებდი მონაწილეობას. მისი არჩეული ვიყავი ჯულიეტას როლზე. ის ჩამოვიდა საქართველოში თავის მოცეკვავეებთან ერთად და ძალიან შთამბეჭდავი ქორეოგრაფია დადგა. არ მოელოდნენ, რომ კლასიკურ სიმღერაზე შეიძლებოდა ასეთი ცეკვა დაგვედგა და, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერისთვის უჩვეულო პოზებში ვიყავი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხმის ხარისხი არ დაკარგულიყო.

– „ევროვიზიაზე“ ელენე კალანდაძე და სოფო ტოროშელიძე ქასთინგების შედეგად მოხვდნენ?

– ქასთინგი რომ ჩატარდა, თავად ჩამოვიდა ჩვენი ქორეოგრაფი და მან აარჩია. გოგონები ძალიან კარგები არიან როგორც პროფესიონალური თვალსაზრისით, ასევე ურთიერთობაში. ფაქტობრივად, ერთი ოჯახი გავხდით. მათი დამსახურება იყო, რომ ფინალის დროს საერთოდ არ ვნერვიულობდი, მაწყნარებდნენ.

– როგორც ვიცი, კაბა „დოლჩე და გაბანას“ მოდის სახლში შეიკერე.

– დიახ და, ძალიან დიდი პატივია, როდესაც „დოლჩე და გაბანა“ საქართველოს წარმომადგენლისთვის ექსკლუზიურ კაბას კერავს. მინდა, აღვნიშნო, რომ გოგონების, მოცეკვავეების ჩაცმულობაზე თეონა ელიზბარაშვილმა იზრუნა. ჩემი კაბა საქართველოს ფერებში იყო გაკეთებული და ეს იდეა ქორეოგრაფს ეკუთვნოდა. „დოლჩე და გაბანას“ გავუგზავნეთ სიმღერა, ვუთხარით, რისთვის გვჭირდებოდა. თავიდან იყო ჩანაფიქრი, რომ თვლები თეთრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, „დოლჩე და გაბანასგან“ მივიღეთ ოფიციალური წერილი: შევამოწმეთ, წითელს არ უხდება თეთრი თვლები, სხვა ფერებით გავაკეთეთ და წინააღმდეგი ხომ არ ხართო. რა თქმა უნდა, არ ვიყავით წინააღმდეგები. ჩვენ მათთან ჩავედით კიდეც, რადგან „ფეშენ-ვიქი“ იყო და ამიტომ მხოლოდ სტეფანოს შევხვდით, „დოლჩე და გაბანას“ მოდის სახლის დირექტორს, რომელიც თან გადაგვყვა. „დოლჩე და გაბანასთან“ აქტიური მიმოწერა გვქონდა და ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულები კაბის შეკერვაში.

– რა დაჯდა კაბა?

– არ ვიცი, რა დაჯდა ეს კაბა. როდესაც ვიკითხე, რა ღირდა, მითხრეს, იმდენი არა, რამდენიც შენ გგონია, ან, შეიძლება, ხალხმა იფიქროსო. ერთხელ ესტონური ჟურნალის ჟურნალისტმა მკითხა, თქვენ „დოლჩე და გაბანას“ კაბა გაცვიათ, ალბათ, ბევრი ფული გაქვთო. ჩვენმა ქორეოგრაფმა მას ძალიან კარგად უპასუხა: ჩვენ არ გვაქვს ფული, ჩვენ გვაქვს ტალანტიო. მე ერთადერთი მონაწილე ვიყავი, რომელსაც ცნობილი დიზაინერის კაბა ეცვა, ამიტომ ჩვენზე დიდი აქცენტი კეთდებოდა. თანაც, ჩვენ გვქონდა ყველაზე შეკრული, ორგანიზებული დელეგაცია და ამას ყველა აღიარებდა.

– სხვაგან ხდებოდა კონფლიქტები, ინციდენტები?

– როგორ არა. ფოიეში ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ კონკურსანტებიც, დელეგაციის წევრებიც, მონაწილეებიც. ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მაია ბარათაშვილი და, რომ გავეხალისებინეთ, ჩემს მასწავლებელთან, დოდო დიასამიძესთან ერთად, ოპერის არიებს გვიმღეროდა. სხვათა შორის, საბერძნეთის წარმომადგენელს შევუყვარდი, მან მაია ბარათაშვილს ჩემი ხელიც სთხოვა, მაგრამ უარით გავისტუმრეთ.


скачать dle 11.3