კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა რეპერი ბედინა ობობას ქსელში და რა სახით გამოხატა მან მონანიება


რეპერი ბედინა, ყოველთვის იუმორითა და კარგი განწყობით გამოირჩევა. დღევანდელი ინტერვიუც არ ყოფილა გამონაკლისი. ის არ ეთანხმება იმ ადამიანებს და არ იზიარებს მათ აზრს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რეპერებს არასწორი ცხოვრების წესი აქვთ. მისი თქმით, რეპი სულაც არ არის სხვადასხვა არასასურველი ქმედების პროპაგანდა, პირიქით, ისინი საკუთარ პროტესტს გამოხატავენ ამით. მოკლედ, ინტერვიუდან თავად გამოიტანეთ დასკვნა, თუ ვისთვის რა არის რეპი და როგორ უნდა წაიკითხო ის ისე, რომ აზრი სწორად ჩამოაყალიბო ამ მიმდინარეობის შესახებ.


– რა სიახლეა შენკენ?

– ცოლი მომყავს.

– მართლა? ვინ?

– არა, ვხუმრობ, ჯერჯერობით ვეძებ.

– პატარა ნამდვილად აღარ ხარ.

– ცოლი მინდა, მაგრამ, არ არის ისეთი გოგო, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი გახდება. თან, რაც უფრო ასაკში შედის მამაკაცი, მით უფრო წუნია ხდება და სულ კარგი და კარგი უნდა, ამასობაში კი დროც გადის. ალბათ, ბავშვობაში უნდა მომეყვანა. ამ ეტაპზე კი ჩემკენ ის სიახლეა, რომ მალე ხმის ჩამწერ სტუდიას ვხსნი, რომელსაც სავარაუდოდ, ზაფხულისთვის დავამთავრებთ. მერე ალბომსაც გამოვუშვებ, სხვისთვისაც ვიმუშავებთ და ასე. უცხოეთში მინდა წასვლა, მაგრამ, თან მეზარება, რადგან აქაურობის დატოვება არ მინდა, ამიტომ ვარ აქ.

– სად გინდა გამგზავრება?

– რუსეთიდან მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ, არ მინდა, უფრო ამერიკაში, ატლანტაში ვფიქრობ.

– რეპერებზე ხშირად განსხვავებული აზრი აქვს ხალხს. ჰგონიათ, რომ, თუ რეპერი ხარ, აუცილებლად ქუჩის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე, ეწეოდე და ასე შემდეგ.

– რადგან სიმღერა იარაღზე, ძალადობაზე ან მარიხუანაზეა, ხალხს ჰგონია, რომ რეპი პროპაგანდას უწევს ამ ყველაფერს, არადა, პირიქით არის – რეპი ყველა არასწორი ქმედების მიმართ პროტესტს გამოხატავს, ხალხს კი სხვანაირად ესმის. ამიტომ, მათ ადვილად უნდა გააგებინო. როგორც წიგნი არ უნდა შეაფასო ყდის მიხედვით, ისე არ შეიძლება რეპზე ზედაპირული ლაპარაკი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით ყველაფერი. ცოტა ხნის წინ დასავლეთში ვიღებდი კონცერტში მონაწილეობას, სადაც ასე ვთქვათ, ჩვენი ესტრადის „ზვეზდები“ იღებდნენ მონაწილეობას. კონცერტის მიწურულს ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა.

– ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობ თუ ამართლებ ხალხის ვარაუდს?

– რეპერები ჯანსაღი ცხოვრების სტილით ვცხოვრობთ: თითქმის ყველა სპორტული სამოსით დადის, ესწრებიან სპორტულ თამაშებს და ასე შემდეგ.

– ეგ ძალიან კარგია, მაგრამ, გეცვას სპორტული სამოსი, სულაც არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილს ირჩევ.

– მერე რა, შეიძლება, არ ვივარჯიშოთ, მაგრამ, ხომ ვუყურებთ ფეხბურთს, კალათბურთს, ჰოკეის და ასე შემდეგ? ისე, გარკვეული პერიოდი, თუ ქუჩა არ ნახე, რაღაც-რაღაც გაჭირვება არ გამოსცადე, ტკივილი ვერ იგრძენი რეპერი ვერ იქნები. აბა, „პონჩიკებზე“ და კარაქიან პურზე თუ გაიზარდა, რეპერმა რაზე უნდა იმღეროს?! ერთ-ერთი ოპოზიციონერის ინტერვიუ წავიკითხე, რომელსაც ისე ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვა რეპის შესახებ, ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დამრჩა მასზე. ტიპმა ისე ჩამოაყალიბა ყველაფერი, ვიფიქრე, ამასთან დუეტი ხომ არ ჩავწერო-მეთქი. ალბათ, თავის დროზე თუფაქთან ერთად გამოდიოდა-მეთქი.

– რამდენი წელია, რაც რეპს მღერი?

– დაახლოებით 1992-1993 წლიდან.

– რეპერებისგან იმითაც გამოირჩევი, რომ ერთადერთი ხარ, რომელიც ციხეში იჯდა.

– არა, ციხის ცხოვრება სხვა რეპერებმაც იციან, რამდენიმე თვე მჯდარა ზოგი, მაგრამ ყველაზე სტაჟიანი ამ მხრივ მე ვარ – ციხეში ხუთი წელი ვიჯექი. ამიტომაც ამბობენ ჩემზე, ძველი ყაჩაღი და „ნასროკალი“ რეპერიაო.

– იმ პერიოდშიც რეპავდი?

– რა თქმა უნდა, რეპის კეთება გაცილებით ადრე დავიწყე და ციხეში მოხვედრამდე რაღაც-რაღაცეები მოვასწარი. მართალია, გაურკვეველ სტუდიებში გაურკვეველ სიმღერებს ვწერდით, მაგრამ, მაინც ვცდილობდით. დღეს როგორ უყურებენ რეპს და, შენ მაშინ უნდა გენახა...

– ციხეში როგორ მიიღეს რეპერი ბედინა?

– ჩვეულებრივად. პატიმრის განსჯის უფლება მეორე პატიმარს არ აქვს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ხუთი წლის განმავლობაში ციხეში შევხვედრივარ, შავი სამყაროდან დაწყებული, არავის უთქვამს ჩემთვის – მოდი, ჩემი ძმა, ერთი გარეპეო, – ამის უფლება არავის არ ჰქონდა. ციხეში უამრავი ტექსტი დავწერე, მქონდა პასტა, ფურცელი, დრო და, აბა, იქ სხვა რა უნდა მეკეთებინა.

– მკლავზე რა გაქვს ამოსვირინგებული?

– 7676, ანუ ჩემი დაბადების თარიღი. 7 ივლისი 1974 წელი.

– ციხეში გაიკეთე?

– არა, ეს სვირინგი „სვაბოდაზე“ გავიკეთე, ციხეში უფრო სხვა რაღაცეები მაქვს გაკეთებული: ფეხზე – ობობა ქსელში, ზურგზე – მონანიება და ასე შემდეგ. მრავალფეროვნებისთვის კიდევ მინდა რაღაცეების დახატვა.

– გოგონასთვის თუ დაგიწერია ტექსტი?

– „დასაკერად“ თუ ისე?

– ორივე ვარიანტში.

– როცა ტექსტებს გრძნობებზე ვწერ, ავტომატურად გამოდის, რომ გოგოსთვის ვწერ და არა კაცისთვის. მე რეპი წერით დავიწყე და არა პირიქით.

– რეპით გოგო „დაგიკერია“?

– რეპით – არა, მაგრამ ჩემს დისკს რომ ვაძლევ, „იკერებიან“ ხოლმე.

– გეგმაში სტუდის გახსნის გარდა რა გაქვს?

– ჩემთვის ყოველი დილა იმით არის საინტერესო, რომ წინასწარ არ ვიცი, რა მოხდება. ერთადერთი, რაზეც შეიძლება, ყოველთვის ვიფიქრო, არის ფული – მინდა, ძალიან ბევრი ფული ვიშოვო...


скачать dle 11.3