კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „დაიბრიდავდა“ თავს მიშა მესხი და როგორ გააოგნა მან ია სუხიტაშვილი


ჭორი იმის შესახებ, რომ მიშა მესხმა ია სუხიტაშვილი ცოლად მოიყვანაო, გაცილებით ადრე გავრცელდა, ვიდრე ეს რეალურად მოხდა. თუმცა, ჭორი, სახალხო რომ არ გამხდარა, ალბათ იმანაც შეუშალა ხელი, რომ ეს ორი ადამიანი თითქოს სულ სხვადასხვა ტიპაჟია და მათი ერთად ყოფნა ბევრს ვერ წარმოედგინა. მაგრამ, სიყვარულს რას გაუგებ... 11 მაისს მიშამ და იამ ბათუმში ჯვარი დაიწერეს და დღეს ახალი გეგმებითა და საერთო მიზნებით უყურებენ მომავალს.


მიშა მესხი: იას დიდი ხანია ვიცნობ, თეატრალურში გავიცანი, მაგრამ უბრალოდ, ვიცნობდი, სხვა არაფერი. ჩვენი სერიოზული ურთიერთობა უკვე ფილმის, „გასეირნება ყარაბაღში 2-ის“ შემდეგ დაიწყო. ერთი წელია, უკვე გრძელდება ეს ამბავი. ძალიან მაგრად გვიყვარს ერთმანეთი. რომ დავინახე, თავიდანვე მივხვდი, რომ ეს იყო ის. მისგანაც იგივე წამოვიდა.

ია სუხიტაშვილი: ისე არ ყოფილა, რომ რაღაცას ვმალავდით, ჩვეულებრივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამის აფიშირება არასდროს გაგვიკეთებია. მიმაჩნია, რომ რაღაცეები მაინც უნდა დაიტოვო შენთვის. ყველას ყველაფერი მოუყვე – სულაც არ არის საჭირო, ამას ახლა უფრო მივხვდი. რაც შეეხება დაწყებას... „ყარაბაღის“ გადაღების დროს სულ ერთად ვიყავით, დავმეგობრდით. მერე უკვე, თუ გავიდოდა ერთი-ორი დღე ისე, რომ არ ვნახავდი, მენატრებოდა. პრემიერამდე ორი დღით ადრე მითხრა, რომ ჩემს მიმართ სიმპათიები ჰქონდა, თუმცა თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ წმინდა მეგობრული თვალსაზრისით მითხრა. მაგრამ, მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს სხვანაირად მითხრა.

– როგორ ფიქრობ, მიშა, რთული არ არის შენს გვერდით ყოფნა?

– კი, საკმაოდ. ჩემთან ერთად ყოფნა რთული ამბავია, მაგრამ, სამაგიეროდ, მის გვერდით ყოფნაა ძალიან ადვილი. როგორი ლამაზიცაა გარეგნულად, ისეთი მაგარია შიგნიდანაც. ცოტა „ბაევოია“, რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი. ჩემი კრიტერიუმების აპოთეოზია.

ია: მართლა რთულია მის გვერდით ყოფნა, არაპროგნოზირებადი ადამიანია. გააჩნია იმასაც, ვის რა სჭირდება – ისეთ მიშასთან ვარ ბედნიერი, როგორიც არის. ვერც წარმომიდგენია, სხვანაირი როგორი შეიძლება, იყოს. ყველაფერი რომ მომწონს მისი – ქცევაც და ასე შემდეგ, იმიტომ შემიყვარდა. ალბათ, ეს არის – პლუს-მინუსი ერთად, არასდროს არ ფეთქდება. ხშირად გამიგია, აუ, მიშას როგორ უძლებო და ჩემი პასუხი ძალიან ბუნებრივია, სულაც არ ვარ გაძლებაზე-მეთქი. ცოტა გიჟია, მაგრამ მომწონს ეს სიგიჟე (იცინიან). მართლა არ შემიძლია ამ ტიპური, ღიპიანი ქართველი მამაკაცის შეყვარება. ეს ადამიანი თუ არ შეიყვარე და არ მიიღე ისეთი, როგორიც არის, მაშინ მის გვერდით არ უნდა იყო. ვერასდროს გადააკეთებ და არც უნდა ეცადო ამას. ყველაფერთან ერთად, ჩვენი პროფესიაც ძალიან რთულია და ამის გამო კონფლიქტი ყოველთვის მქონდა. მაგრამ, მიშასთან, ეს ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება პრობლემა. სულ ვამბობ, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და მას არაფრის გამო არ დავთმობ-მეთქი.

– რთულად გადაწყვიტე მას ცოლად გაჰყოლოდი?

– საკმაოდ. მიშასთვის ეს პირველი ქორწინებაა, ჩემთვის კი მეორე და ვერც იმას ვიტყვი, პირველი ქორწინების დროს ვიყავი პატარა-მეთქი. მართლა საშინლად მწყდება გული, ასე რომ მოხდა. ვერასდროს ვიტანდი დანგრეულ ოჯახს. ბავშვი დედასთან რომ იზრდება და მამას შიგადაშიგ ნახულობს. გულწრფელად ვამბობ, ამის გამო საკუთარ თავს, რაღაც პერიოდი, ვერ ვიტანდი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ორ წელიწადში ისევ ოჯახს შევქმნიდი. ამიტომ, გამიჭირდა, რადგან მეტი პასუხისმგებლობა იყო, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს.

– მალულად გაიპარეთ ბათუმში და ჯვარი დაიწერეთ?

მიშა: არავითარ შემთხვევაში. როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, ვხვდებოდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალი „პონტი“ იყო, მაგრამ ეს მოულოდნელი ჯვრისწერა სულ სხვანაირად მოხდა. ბათუმში ჩემი დაბადების დღის გამო წავედით. 11 მაისს მქონდა დაბადების დღე, გუკა რჩეულიშვილმა დამირეკა და მითხრა, ბათუმში მივდივართ და ბარემ წამოდით, ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა და იქ აღვნიშნოთო. ასე წავედით. გუკა და ნუცა მანამდე წავიდნენ, მეორე დღეს კი – მე, ია, მარიშა მაისურაძე, მისი ქმარი ბადუკა და ჩვენი მეგობარი ნუგზარი. ბათუმში, რომ ჩავედით, იქ გამიჩნდა ჯვრისწერის აზრი, მაგრამ იასთვის არ მითქვამს. თავიდან ხალხს ვუთხარი, გუკას, მაიას, ნუცას, ბადუკას და მარიშას. ამ იდეამ ძალიან მოხიბლა ყველა. მაგრამ, კითხვა დაისვა, იამ არ იცის და უარი რომ გითხრას, რა უნდა ქნაო, ამაზე მაგრად „დავიგრუზე“. მაგარ საგონებელში ჩამაგდეს, მართლა უარი რომ მითხრას, მერე რა ვქნა-მეთქი. უარი რომ ეთქვა, მაგრად გამიტყდებოდა, გავგიჟდებოდი. მაგრამ, მაინც იმედი მქონდა, რომ არ მეტყოდა უარს. ჩემს დაბადების დღეზე წავედი და ვიყიდე ბეჭდები. ყველაზე მაგარი იყო, იას რომ მიაკითხეს დილაუთენია ნუცამ და მარიშამ და გინდა თუ არა სალონში წავიდეთო. მერე კი მაღაზიებში გავიაროთ, ბათუმში „შოპინგზე“ ვგიჟდებიო.

ია: ხომ არსებობს რაღაც ქალური ინტუიცია, აი, ამ დონეზეც კი ვერ წარმოვიდგინე, რატომ გადაირივნენ ეს გოგოები ბათუმში „შოპინგზე“. ჩემთან დაკავშირებული თუ იყო, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან გამიხარდა ერთი რაღაც, რომ ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ, გადასარევი რაღაც, ჩემს მაგივრად იფიქრა, დაგეგმა და ასიანზე შეასრულა. მხოლოდ ამით ვიყავი ბედნიერი. ისეთი ლამაზი იყო ეს ყველაფერი, მეტირებოდა. უხერხულობამდე მიხაროდა, ისე, რომ ეს სიხარული ბოლომდე ვერც გამოვხატე.

მიშა: მოკლედ, წავედით, ერთი-ორი ჭიქა დავლიეთ და რაღაც „ბლექ ბართან“ „დავსტრელეთ“. ჩვენი მეგობრის ბარია. მივდიოდი და თან ვფიქრობდი, რა მექნა. მაგრად არ მომეწონა ის ბეჭდის ჩასადები, რომელიც მაღაზიაში მომცეს. მოვწყვიტე ყვავილი და ბეჭედი ყვავილში ჩავდე. ბარში, რომ შევედი პირდაპირ ბეჭედი არ ვაჩვენე, ჯერ ვკითხე ცოლად გამომყვები-მეთქი? და კიო. ეგრევე მუხლი „გავაკეთე“.

– მატყუებ ახლა, არ დაიჩოქებდი.

– მართლა „გავაკეთე“ მუხლი. წკაპ და ეგრევე ყვავილი „გავუძრე“. იოლად იპოვა ბეჭედი. გარედან უნდა გენახა რა „ბალეშიკობა“ მიდიოდა. ყველა ელოდებოდა, რას მეტყოდა ია.

– უარი რომ ეთქვა, რას იზამდი?

– (იცინიან) თავს „დავიბრიდავდი“. არ ვიცი, გავაფრენდი. ისე, მართლა ძალიან მაგრად ვინერვიულე. უკვე ხუთი საათი იყო. მაიას დავურეკე და ვუთხარი თანახმაა და ეკლესიის ამბები შენ უნდა მოაგვარო-მეთქი. სუფრა, ეკლესია მისი მოსაგვარებელი იყო. ექვსამდე შეიძლებაო, მაიამ გვითხრა. ექვსის ხუთ წუთზე ია კაბის საყიდლად გააქანეს, ბიჭებიც შევიკრიბეთ და ეკლესიასთან შევხვდით. ექვსს აკლდა თხუთმეტი წუთი, ჯვრის დასაწერად რომ შევედით. ძალიან მაგრად გამოვიდა ყველაფერი.

ია: ყოველთვის ვოცნებობდი თეთრ კაბაზე, ლამაზ ჯვრისწერაზე და ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში თავისთავად გამოვიდა.

– ერთად დიდი ხანია ცხოვრობთ?

მიშა: კი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა, უახლოესი მეგობრების გარდა.

ია: ვიცი, რომ ერთად ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი. ორივე ისეთ ასაკში ვართ, რომ დამოუკიდებლად შენი რაღაც უნდა შექმნა და ვფიქრობ, ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არ მომწონს, მხოლოდ კაცი ან ქალი რომ იღებს საკუთარ თავზე ყველაფერს. მირჩევნია, ორივემ ერთნაირად დახარჯოს ძალები იმაზე, რომ ბედნიერები იყვნენ. მართლა არ წარმომედგინა, თუ მიშას ისეთი რაღაცეები შეეძლო, რაც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში აკეთა. სულ გისმენს, რა მოგწონს, რის კეთება გსიამოვნებს, ჩაცმის რა სტილი გაქვს და მერე ისე მოულოდნელად, ისეთ საჩუქარს გაგიკეთებს, შეიძლება, გაგიჟდე. მოსკოვში იყო ორი თვის განმავლობაში და იქიდან ჩამომიტანა მაისური, რომელსაც ოლიმპიური დათვი ეხატა და ჩემი დაბადების თარიღი ეწერა. ისე გამიხარდა, კინაღამ ავტირდი. ას კილოგრამ ოქროს მირჩევნია ის მაისური. სულ ასეთ რაღაცეებს აკეთებდა. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ამით განებივრებული არასდროს ვიყავი. სულ პატარა რაღაც, ხელსახოცზე მიჯღაბნილი წარწერა და ასეთი რაღაცეებიც კი ნაგროვები მაქვს. რომანტიკული ტიპი მართლა არ ვარ, უფრო სწორად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მიშას გვერდით შევიცვალე.


скачать dle 11.3