შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 10 ივნისს, საღამოს ექვს საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი და რომელ უცხო ქვეყანაში გაუმართლებს მას?
პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: საქველმოქმედო საქმე, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. უცხოეთიდან კი, მისთვის სიკეთის მომტანი ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, კორეა და კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1971 წლის 3 ნოემბერს, დილის საათებში. მინდა, უცხოეთში წასვლა და იქ საქმის დაწყება. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი უცხო ქვეყანაა ამ მხრივ ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და იქ დროებით წასვლა, მუშაობა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი თქვენთვის კარგია: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, სლოვაკეთი, კოლუმბია, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ ცხოვრებაში და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია, მისაღები და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.