ანეგდოტები
***
იგნის ბაზრობაზე მყიდველი ეკითხება გამყიდველს:
– რა ღირს ეს წიგნები?
– ერთი – 25‚ მეორე – 50.
– კი მაგრამ‚ ისინი ხომ ზუსტად ერთნაირებია‚ რაშია განსხვავება?
– ფასში‚ ბატონო‚ ფასში.
***
მარო მიხოს ეკითხება:
– მრავალფეროვნება რასა ნიშნავს?
– ეს ნიშნამს მაკასა, ზოიასა, ირასა, ელიკოსა...
– გასაგებია, ესე იგი – ვასია, პეტკა, ივანე...
– დედაკაცო, შენა მრავალფეროვნებას ბოზობაში ნუ ურევ!
***
კლიენტი ყოველთვის მართალია – ბიზნესმენისთვის.
კლიენტი არასდროს არ არის მართალი – პოლიციელისთვის.
კლიენტი ყოველთვის შიშველია – აბანოს მუშაკთათვის.
კლიენტი ყოველთვის ჩაცმულია – კუტიურიეთათვის.
კლიენტი ყოველთვის ცუდად ხედავს – ოკულისტისთვის.
კლიენტი ყოველთვის მკვდარია – მავზოლეუმის თანამშრომლისთვის.
კლიენტი ყოველთვის ცოცხალია – მავზოლეუმის სტუმრისთვის.