კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: გვყავს 14 წლის შვილი, ორივე მშობელს გვსურს მოქალაქეობის შეცვლა. იმ შემთხვევაში თუ ორივე მშობელი მოქალაქეობას შეიცვლის, იწვევს თუ არა ეს 14 წლის ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე 14 წელს მიღწეული ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.

კითხვა: სახლში ჩაწერილი ვიყავით ოთხი სული. ამჟამად დავრჩით სამნი. მყავს ცოლ-შვილი, რომლებიც ჩაწერილი არ არიან ჩემთან, „წყალ-კანალმა“ დაგვიწესა გადასახადი ოთხ კაცზე, როცა ვიხდიდი სამისას. სამართლიანია თუ არა ეს ქმედება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, წყლის გადასახადის გადახდა ხდება სულადობის მიხედვით. თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ „წყალ-კანალს“ განცხადებით, ასევე, წარუდგინოთ უძრავ ქონებაში ჩაწერილ პირთა სია და მოითხოვოთ გადასახადის შემცირება.

კითხვა: თუ არსებობს ისეთი ორგანიზაცია ან მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შეამოწმებს გაბილეთიანებას, სააღრიცხვო ბარათს, ეგრეთ წოდებულ „პუტიოვკას“? თუკი, 40-თეთრიან ავტობუსებში დადიან კონტროლიორები და აჯარიმებენ ხალხს (პენსიონერ მგზავრებს), რატომ არ ხდება ეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტშიც? თქვენ იტყვით, რომ ეს არის კერძო მანქანები და იმიტომ, მაგრამ, კერძო არ არის მაღაზია, სადაც კერძოა ფართიც და საქონელიც? ერთ საღეჭ რეზინზე ჩეკი რომ არ ამობეჭდო, 500-ლარიან ჯარიმას უწერენ. ნუთუ ეს არ არის კერძო საკუთრება? რატომ არის ასეთი სხვაობა კანონში?

პასუხი: ზემოაღნიშნულ საკითხებს არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, კერძო სექტორი ვალდებულია, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, შიდსით დაავადებულ ნარკომანს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დანაშაულისთვის პასუხს აგებს ყველა პირი, ხოლო, რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ სასამართლო იმსჯელებს სასჯელის გადავადებაზე.

კითხვა: ქალაქ რუსთავში 1992 წელს ჩემმა ძმამ საკუთარ სახელზე გააკეთა ბინის პრივატიზაცია. ამ ბინაში იგი ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. ეს ბინა გარდაბნის საბჭოთა მეურნეობისგან მიიღეს ჩვენმა მშობლებმა. ჩემი ძმა ამის შემდგომ თავის ოჯახთან ერთად წავიდა რუსეთის ფედერაციაში და მათ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა. იქ ცხოვრებისას ჩემი ძმა თავის მეუღლესთან განქორწინდა. ამ ბინაზე მე მაქვს გენერალური მინდობილობა. ამჟამად ჩემი ძმისშვილი არის 30 წლის და სურს, ეს ბინა „დაახურდაოს“, ანუ მამას მოსთხოვოს წილი. აქვს თუ არა მას ამის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ბინის მესაკუთრე არის თქვენი ძმა, მას აქვს უფლება, სურვილისამებრ განკარგოს თავისი საკუთრება. რაც შეეხება თქვენს ძმისშვილს, თუ მას სადავოდ არ გაუხდია და არც ახლა ხდის სადავოდ ბინის პრივატიზაციის საკითხს, ასეთ შემთხვევაში, იგი მამის სიცოცხლეში მისი ქონებიდან წილს ვერ მოითხოვს.

კითხვა: 1972 წლამდე ვცხოვრობდი ჩემი ძმის გვერდით, გვქონდა ცალ-ცალკე ბინები და ბოსტნები. 1972 წელს მე გადავსახლდი მოშორებით და, რაკი მე ის სახლი აღარ მჭირდებოდა, ჩუქებით დავუტოვე ჩემს ძმას. მან ჩემი სახლიც და თავისიც დაანგრია და ახალი ააშენა, ხოლო ჩემს წილ ბოსტანს 1994 წლამდე ისევ მე ვამუშავებდი. 1994 წელს კი ჩემი ძმის მეუღლემ და მისმა ქალიშვილმა ჩემს დაუკითხავად მოკრიფეს მსხალი და გაყიდეს. რომ მივედი და ვკითხე, რატომ მოკრიფეთ-მეთქი. ბოდიშის მაგიერ აქეთ გამლანძღეს – გვეკუთვნოდა და მოვკრიფეთ, რაკი ბოსტანი ჩვენს სახლთან არისო. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლება და ვის უნდა მივმართო, რომ დავიბრუნო ჩემი წილი სახლი და ბოსტანი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ თქვენ მიერ არ მომხდარა უძრავი ნივთის გაჩუქება (იგულისხმება ბოსტანი) თქვენ გაქვთ მისი ნებისმიერი ფორმით ფლობისა და განკარგვის უფლება. ხოლო, რაც შეეხება ნივთის უკან დაბრუნებას, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს; ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია, საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

კითხვა: 1992 წელს მოხდა მიწების რეფორმა და მომცეს 4 950 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მოუვლელი და ქვიანი. მე ის გავასუფთავე ქვებისგან და დავამუშავე. 1995 წელს მითხრეს, ამდენი არ გეკუთვნისო, ჩამომართვეს 400 კვადრატული მეტრი და გადასცეს სხვას. გთხოვთ, მიპასუხოთ, სამართლიანია თუ არა გამგეობის მოქმედება. მე ხომ მიწა არ მიმიტაცებია. ვის მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მიგაჩნიათ, რომ გამგეობის მხრიდან თქვენ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედება, უნდა მოგეხდინათ აღნიშნულზე რეაგირება, სამწუხაროდ, თქვენ მიერ გაშვებულია აღნიშნული საკითხის კანონიერების გამოკვლევის ვადები.

კითხვა: ჩემი შვილი მიცემულია პასუხისგებაში ყაჩაღობის გამო. რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული ქონების ჩამორთმევა სასჯელის სახით?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერი განზრახი დანაშაულისთვის, თუ დამტკიცდა, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.

კითხვა: სოფელში ბიძაჩემის მეზობლის სახლს წაეკიდა ცეცხლი. მეზობელი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა და ბიძაჩემმა დინამიტით ააფეთქა სახლის კარი. ჩაიდინა თუ არა მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება?

პასუხი: არა, რადგან იგი იმყოფებოდა აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში.

კითხვა: ჩემი მეგობარი, რომელიც უგზო-უკვლოდ იყო დაკარგულად აღიარებული, 7 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ თავისი სახლი გაჩუქებული დახვდა. მან მოითხოვა ქონების დაბრუნება. დაუბრუნდება თუ არა ქონება?

პასუხი: ქონება დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონება უსასყიდლოდ იყო გაცემული სხვა პირზე.

კითხვა: მოქალაქემ მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად აიყვანა 4 წლის ბავშვი, რომელსაც მშობლები დაღუპული ჰყავდა. ორი წლის შემდეგ მოქალაქე გათხოვდა და უარი თქვა აყვანილი ბავშვის რჩენაზე. ორგანომ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა, დაევალებინათ მისთვის ბავშვის აღზრდა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. კანონიერია თუ არა ეს გადაწყვეტილება?

პასუხი: კანონიერია, ამ შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, სიკვდილამდე არჩინოს ბავშვი, რადგან აღნიშნულს ითვალისწინებს მუდმივ აღსაზრდელად აყვანა.


скачать dle 11.3