კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი გერმანიიდან საქართველოში ჯარის მეგობრებმა და რა მიზეზით ვერ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს დღემდე


53 წლის ვიქტორ ვასილის ძე სმალცერი ეძებდა 52 წლის თამაზ ალექსანდრეს ძე ქეტიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემი ჯარის მეგობარს, 52 წლის თამაზ ალექსანდრეს ძე ქეტიშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება, კეტიშვილიცაა). ძალიან მინდა მისი პოვნა და მასთან დაკავშირება. ჩვენ ვმეგობრობდით ჯარში მსახურობის დროს და უკვე რამდენიმე წელია, რაც უშედეგოდ ვეძებ მას. დიდი მადლობელი ვიქნები, თუ მეგობრის მოძებნაში დამეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია მალევე დასრულდა სასიკეთოდ და თამაზი ნაპოვნი გვყავდა, მაგრამ როგორც ეს არცთუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე, თვითონ ვიქტორ სმალცერი საცხოვრებლად სხვაგან, კერძოდ კი ლენინგრადის მხარის კომუნარში გადავიდა და დღემდე არ იცის, რომ მისი მეგობარი ნაპოვნია, რადგან ძებნის შედეგებს არ დაელოდა. იმედია, ახლო მომავალში ჩვენ მასაც ვიპოვით, მთავარი ისაა, რომ კიდევ ერთი ისტორია დასრულდა კარგად.

– პირველ ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ, რომ იპოვეთ ჯარის მეგობარი, რომელიც თქვენ გეძებდათ. მოგვიყევით ამ ისტორიის თქვენებური ინტერპრეტაცია.

– ყველაფერი, რაც თქვენს რუბრიკაში წავიკითხე, სინამდვილეში ასე იყო: მე და ვიქტორი მართლაც ერთად ვმსახურობდით ჯარში ქალაქ რანგსდორფში, 1977-1979 წლებში. ვერც წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც წავიკითხე, რომ მას ჩემი პოვნა უნდა. მეც დიდი სურვილი მაქვს, აღვადგინო მასთან დიდი ხნის წინ არსებული მეგობრობა, რადგან ცხოვრება ისეთი რამეა, სულ გარწმუნებს იმაში, რომ მეგობრების დაკარგვა არ შეიძლება. სტატია რომ წავიკითხე, კინაღამ ვიტირე – თურმე ვიქტორს ძალიან კარგად ახსოვს ყველაფერი. ეს ხომ წლების წინათ იყო. მაგრამ, ძალიან გამირთულდა ეს უსაშველო ლოდინი. არ ვიცოდი, თუ „ჟდი მენიას“ ასეთი მკაცრი წესები ჰქონდა და რომ მათ გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდი. ვიქტორიც გაქრა – როგორც ჩანს, მისამართი შეიცვალა, მართლა ძალიან გამიხარდა, ერთმანეთი რომ ვიპოვეთ, მაგრამ, ძალიან მეწყინა, ამხელა დრო რომ დასჭირდა ამ ყველაფრის გარკვევას.

– კიდევ ვის გაუხარდა თქვენი ამბავი თქვენს ოჯახში?

– პირველმა ეს ისტორია ჩემმა მეუღლემ წაიკითხა, რომელმაც თქვენს წერილს მაშინ მიაქცია ყურადღება, როდესაც ჟურნალში ჩემი ფოტო აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, ძალიან გასაკვირია, რომ ადამიანმა ამდენი წლის შემდეგ გიპოვა და შენთან ოჯახებით დაკავშირება მოინდომა. ოჯახში ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი.

– ალბათ, სიხარულიც იგრძენით და გაღიზიანებაც, რადგან ამდენი ხნის ნაპოვნი მეგობრები ერთმანეთს ვერ უკავშირდებით.

– დიახ, ნამდვილად ასეა, თავდაპირველად მეგონა, ნუთუ გადაიფიქრა და აღარ უნდა ჩემი მოძებნა-მეთქი. მეუღლე მამშვიდებდა, არალოგიკურია, თუკი ამდენ ხანს გეძებდა, ახლა რატომ გადაიფიქრებდაო. დღესაც ველოდებით და იმედი მაქვს, დავუკავშირდებით ერთმანეთს.

– ისე, კაცმა რომ თქვას, ათეული წლების განმავლობაში გყავდათ ერთმანეთი მართლაც დაკარგული და ახლა კი ორი კვირა ვერ მოგითმენიათ.

– დიახ, (იცინის), მართლაც ასეა მაგრამ, ალბათ, ასე იმიტომ გვიჭირს მოთმენა, რომ ჩვენ მართლაც საუკეთესო მეგობრები ვიყავით და მისი, როგორც მეგობრის, დაკარგვა ჩემთვის დიდი ტანჯვა იყო, პოვნა კი – დღესასწაულია. იმედია, მალევე დავუკავშირდებით ერთმანეთს და ძალიან ბევრ რამეს გავიხსენებთ. თვითონ ეს მომენტიც კი (რომ ვერ ვუკავშირდებით), მალე წარსულად იქცევა. ჩემი მეგობრის იმედმა გაამართლა: „იმედია, თამაზს ვუყვარვარ და გაუხარდება ჩემი ნახვაო“ – ამის თქმა თამამად შეიძლება.


скачать dle 11.3