კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეფოლტის აჩრდილი კვლავაც ევროპაში დაძრწის


ესპანეთში არსებული საბანკო სისტემის პრობლემურობის გამო საერთო ევროპული ვალუტის, ევროს კურსი კვლავ ეცემა. პანიკა, რომელიც ამ სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან ბანკ „კახასურის“ საქმეებში ჩარევით იყო გამოწვეული, იმ ნეგატიურმა პროგნოზმაც გაამძაფრა, რომელიც ესპანეთის ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ხელისუფლება უკვე ახორციელებს ღონისძიებებს საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად. ცოტა ხნის წინათ ამ სახელმწიფოს ხელისუფლებამ საპენსიო ანაზღაურება და საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასი 5 პროცენტით შეამცირა. ეს ღონისძიებები ესპანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ტარდება, რომელიც დღესდღეობით 11,2 პროცენტს აღწევს. ესპანეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2013 წელს ამ სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტი ევროკავშირში არსებულ ზღვრულ ზღურბლამდე, 3 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. ეკონომისტების აზრით, საბერძნეთისგან განსხვავებით, ესპანეთის სახელმწიფო ვალი არცთუ ისე დიდია და ამის გამო საბიუჯეტო დეფიციტი ნაკლებად სახიფათო პრობლემაა.


скачать dle 11.3