კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდა ისევ მოდურია


ცნობილი მოდური საქონლის მწარმოებელი კონცერნები, რომლებიც ბოლო ხანებში პრობლემებს უჩიოდნენ, 2010 წლის დასაწყისიდან ისევ შემოსავლიანები გახდნენ. ამასთან, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა როგორც „ლუქსის“ კატეგორიის პროდუქციის გაყიდვის მხრივ, ასევე „მას-მარკეტის“ მიმართულებითაც. ექსპერტების აზრით, კომპანიებმა წარმატების მიღწევა მეტწილად საკუთარი რესურსების ოპტიმიზაციისა და აზიაში გაზრდილი სამომხმარებლო აქტიურობის წყალობით შეძლეს. როგორც საკულტო სამოდელო სახლის „პრადას“ ფინანსურ ანგარიშშია განცხადებული, 2010 წლის პირველი კვარტალი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში კომპანიის საცალო ვაჭრობიდან შემოსავალი მესამედით გაიზარდა. ბრიტანული კომპანია „მარკს ენდ სპენსერის“ შემოსავალმა ბოლო წლის განმავლობაში 611 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში 34 მაღაზია გახსნა. განსაკუთრებულად აქტიური „მარკს ენდ სპენსერის“ სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით გახდა. მიუხედავად წარმატებისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სფეროში არსებული გარკვეული პრობლემების გადალახვა დაახლოებით სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.


скачать dle 11.3