კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


შვედური ტოსტები

საჭირო ინგრედიენტებია: 200 გრამი სოკო, 1 თავი ხახვი, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი პომიდორი, 80 გრამი ყველი (რბილი სახეობა), 4 ნაჭერი ტოსტის პური, 9 ცალი უკურკო ზეთისხილი, ცოტა შავი პილპილი და მარილი.

მომზადების წესი: სოკო გაარჩიეთ. კარგად გარეცხეთ ცივი, გამდინარე წყლით. წყალი აადუღეთ. ჩაყარეთ ცოტა მარილი, შემდეგ სოკო და ხარშეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ და როცა გაცივდება, დაჭერით წვრილად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოშუშეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო. უყავით მარილი და პილპილი გემოვნებით.

ჰაერღუმელი გააცხელეთ. პომიდორი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ყველი მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ. პურის თითოეულ ნაჭერს წაუსვით მოშუშული სოკო, ზემოდან დადეთ პომიდვრის ნაჭერი, მოაყარეთ ყველი, დააწყვეთ 2 ცალი ზეთისხილი (თითოეული გაჭერით შუაზე), მოათავსეთ პურის ნაჭრები ჰაერღუმელში 5-7 წუთით. მიირთვით, სანამ გაცივდება.


скачать dle 11.3