კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


ჟელე ატმით

საჭირო ინგრედიენტებია: 30 გრამი ჟელატინი, 3 ცალი კვერცხის გული, 300 გრამი შაქრის ფხვნილი, 150 გრამი ხაჭო, 1 ცალი ლიმონის წვენი, 350 გრამი იოგურტი, 200 გრამი 30-პროცენტიანი ნაღები, 400 გრამი ატამი, 100 გრამი ბალი, წითელი, 1 სადილის კოვზი სახამებელი – კარტოფილის ფქვილი.

მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ 3 სადილის კოვზ წყალში. კვერცხის გულები კარგად გათქვიფეთ მთელი შაქრის რაოდენობის ნახევართან. დაუმატეთ ხაჭო, ლიმონის წვენი და იოგურტი. კიდევ ათქვიფეთ. გაფუებული ჟელატინი გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და შეურიეთ ხაჭოს მასას. მოათავსეთ მაცივარში 10 წუთი. როცა შესქელებას დაიწყებს, გამოიღეთ და დაუმატეთ ნაღები.

ატამი დაჭერით მომცრო კუბიკებად, გადაავლეთ მდუღარე. ფორმაში ან ღრმა თასში ჩაასხით ხაჭოს მასის ნახევარი, მერე ჩაყარეთ ატამი. მოასხით დარჩენილი ხაჭო და ისევ ჩაყარეთ ატამი. გააცივეთ 2 საათის განმავლობაში და გამოიღეთ. გადმოაბრუნეთ ლანგარზე. ზემოდან მოასხით სახამებელში და შაქარში მოხარშული ბალი.


скачать dle 11.3