კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაპელო ინგლისის ჰიმნის სიმღერას არ აპირებს


ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელთა ნაციონალური ჰიმნის სიმღერას არ აპირებს. იტალიელმა სპეციალისტმა ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ამით ბრიტანელთა მიმართ უპატივცემულობას არ გამოხატავს.

„მე იტალიელი ვარ და ალბათ, დიდი სისულელე იქნება, მატჩის დაწყების წინ შესრულებულ ჰიმნს ავყვე. საქმე ისაა, რომ ერთადერთი სიმღერა, რომლის მოსმენის დროსაც ტანში ჟრუანტელი მივლის, იტალიის ჰიმნია და ახლა ვერ შევიცვლები. სამაგიეროდ, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ინგლისის ჰიმნს მსოფლიომ ჩემპიონატის ფინალის დღესაც მოუსმინოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა კაპელომ.

ინგლისელები კი წერენ, რომ იტალიელი სპეციალისტისგან ვოკალური მონაცემები კი არა, შედეგი სჭირდებათ და თუ კაპელო ჰიმნზე არ ამღერდება, ამაში ტრაგედიას ვერ ხედავენ.


скачать dle 11.3