ბატონმა „ყმა“ შეიცვალა
„ფორმულა 1-ში“ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეყვარებულს დაშორდა. არადა, შარშან, როცა ჯენსონი ჩემპიონი გახდა, პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავს ნამდვილ ჩემპიონად მაშინ ვიგრძნობ, როცა ჩემს შეყვარებულს, ჯესიკა მაჩიბატას ცოლად მოვიყვანო. მაშინ ჯესიკაც ჯენსონის გვერდით იჯდა და წყვილი მომავალ ქორწინებაზე სიხარულით საუბრობდა, თუმცა...
„ჩვენ ერთმანეთს სამსახურმა დაგვაშორა. ჯესიკა მოდელია და სამუშაო ტოკიოში გამოუჩნდა. მან იაპონელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ორი წლის განმავლობაში ევროპაში, პრაქტიკულად, ვეღარ ჩამოვა. მე კი მონაკოში ვცხოვრობ და იაპონიაში ყოველკვირა ნამდვილად ვერ ვივლი, თანაც ახლა გახურებული სეზონია და არათუ დღე, თითოეული წამიც კი დაგეგმილი მაქვს. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. მე საკუთარ კარიერას უნდა მივხედო, ჯესიკას კი თავისი – აქვს ასაწყობი“, – განაცხადა ბატონმა.
ბრიტანული მედია კი უკვე არ მალავს, რომ ჯენსონმა ჯესიკას გამოგლოვა მოასწრო და ახლა სხვა გოგონასთან ერთად ჩანს, თუმცა საყოველთაო მოსაზრებით, ბატონის ძველი მეგობარი ქალი ახალს აშკარად სჯობდა.