ობამა ნაკრებს ოვალურ კაბინეტში უგულშემატკივრებს
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა, გაამხნევა და პირობა დადო, რომ ეროვნული გუნდის თამაშებს ოვალურ კაბინეტში უყურებს და გუნდს იქიდან უგულშემატკივრებს.
„ამერიკის ნაკრები ჩვენი სიამაყეა და მჯერა, რამდენიმე წელიწადში ჩვენ მსოფლიოს ჩემპონობისთვისაც ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში ჩასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ ყველა თამაშს ოვალურ კაბინეტში ვუყურებ და საამისოდ გრაფიკის გადახედვა და თავისუფალი დროის გამონახვა მომიხდა“, – განაცხადა ობამამ.
სამაგიეროდ, ნაკრების მოთამაშეებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ 12 ივნისს სამხრეთ აფრიკაში იქნება. ამ დღეს ამერიკელები ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას ინგლისთან მართავენ.