კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პომიდორი ანტიდეპრესანტული ბოსტნეულია


პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს.

პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას – ანემიის პროფილაქტიკისთვისაა საჭირო, თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.

პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს. ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას. ასევე, ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, ასევე არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად.

მწვანე პომიდვრის მწნილი კი მდიდარია კალიუმით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა გულით დაავადებული ადამიანებისთვის.

პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია, ეგრეთ წოდებული, „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება, სტრესულ სიტუაციებში კი მისი მირთმევა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება.

პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა ცვლის და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.

გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდოს ის, ვისაც შაკიკი აწუხებს.


скачать dle 11.3