კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუზმეზე ხილი ჭამეთ, სადილზე ცილით, ხოლო ვახშამზე კი – ნახშირწყლებით მდიდარი საკვები



როცა ადამიანი შიმშილს იკლავს, არ ფიქრობს იმაზე, რას ან როგორ მიირთმევს. ცდილობს, ჭამოს რაც შეიძლება გემრიელად. ნოყიერ ვახშამს კი აყოლებს კომპოტს, დესერტს, წვენს და ასე შემდეგ. შემდეგ კი ათასგვარი დიეტის მიუხედავად, უჩივის ჭარბ წონას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს.

აუცილებელია, იცოდეთ, როგორ შეათავსოთ ხორცი, რძის ნაწარმი, ცხოველური და მცენარეული ცხიმი, პური, მაკარონი და ასე შემდეგ, რომ ორგანიზმს საკვების გადამუშავება და ათვისება არ გაუჭირდეს.

ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ, ხოლო დაკონსერვებულ და რაფინირებულ შაქრის შემცველ პროდუქტს უნდა მოერიდოთ. პროდუქტი ისე უნდა მოამზადოთ, რომ მოხარშვისა და შეწვის დროს, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მასში არსებული სიცოცხლისთვის საჭირო და აუცილებელი კომპონენტები. თუ ამ წესებს დაიცავთ, მკვეთრად შეამცირებთ საჭმლის მონელებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯს, შეინარჩუნებთ მჟავა-ტუტოვან წონასწორობას და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებსაც შეუქმნით.

ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი საკვები, სასურველია, ერთდროულად არ მიიღოთ და მათ შორის ინტერვალი სულ მცირე, ოთხი-ხუთი საათი მაინც იყოს. მათი მონელებისთვის ორგანიზმს სხვადასხვა დრო და პირობები სჭირდება. ნახშირწყლების გადასამუშავებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე ცილების დასაშლელად. ნახშირწყლების დაშლისთვის აუცილებელია ტუტე გარემო, ხოლო ცილებისთვის კი – მჟავა. თუ ერთდროულად მიირთმევთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, ამ ნივთიერებებიდან რომელიმე არ შეიწოვება ან ცუდად გადამუშავდება. საკვების მოუნელებელი ნარჩენები კი, რომელიც მსხვილ ნაწლავში გროვდება, გარკვეულ პირობებში შეიძლება, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ყაბზობის მიზეზიც კი გახდეს.

ცილებით მდიდარია: ხორცი, თევზი, უცხიმო რძის ნაწარმი, პარკოსნები, ნიგოზი; ხოლო, ნახშირწყლებით კი – პური, ფქვილი, მაკარონი, კარტოფილი, შაქარი და ასე შემდეგ.

განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პროდუქტები, მაგალითად, როგორებიცაა: ცხოველური ცხიმი, ნაღების კარაქი, არაჟანი, ნაღები, ცხიმიანი ხაჭო, ყველი. მათში ცხიმიანობა 50 პროცენტზე მეტია. ასევე, ჩირი, მწვანილი, ახალი ხილი და ბოსტნეული.

ნეიტრალური პროდუქტების დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ ისინი უთავსდება როგორც ცილებით, ასევე, ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტს.

ასე რომ, საუზმეზე მიირთვით ხილი, ყველი, არაჟანი, ხორბლის პური, ნაღების კარაქი და ხაჭო.

სადილზე – ცილებით მდიდარი ბოსტნეულის წვნიანი, ხორცი, თევზი, დესერტად კი – ტკბილი ხილი.

ვახშმად – ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით მომზადებული საკვები, რადგან მათ ადამიანის ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. კერძოდ, კარტოფილის ან სტაფილოს სალათა, მაკარონი ყველით, ტკბილი ხილი და სხვა.


скачать dle 11.3