კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიირთვით ბევრი სტაფილო და უზმოზე სვით მისი ახალგამოწურული წვენი


სამკურნალო თვისებებით სტაფილო ნამდვილად გამორჩეული ბოსტნეულია. მედიცინაში მის მთავარ ღირებულებად კაროტინების სიუხვეს მიიჩნევენ. მათ შორისაა ბეტაკაროტინი. ის ორგანიზმში A ვიტამინად გადაიქცევა, რომელიც ძალიან საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის სტაფილოში უფრო მეტია, ვიდრე ასკილსა და წითელ წიწაკაში. A ვიტამინი უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოს ფუნქციონირებას, პასუხს აგებს კანსა და ლორწოვან გარსზე, აძლიერებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ასე შემდეგ. ამ ვიტამინის უკმარისობისას კი ვითარდება A ჰიპოვიტამინოზი, რომლის ნიშნებია – მხედველობის გაუარესება, კანის სიმშრალე, ეგზემა, მუწუკები, თმის ცვენა და თმის სიმშრალე, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, იმუნიტეტის დაქვეითება, უძილობა, გადაღლა და ასე შემდეგ. სტაფილოში ბევრია საკვები ბოჭკოები და პექტინები, რომლებიც ხელს უწყობს ნაღველდენას და აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას.

სტაფილო ასევე მდიდარია რკინით, სპილენძით, მანგანუმით, ფოლიუმის მჟავით.

უზმოზე ერთი ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება მოგიხსნით დაღლილობასა და დაძაბულობას მთელი დღის განმავლობაში.


скачать dle 11.3