კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება შურისძიება ქრისტიანის იარაღი


კონსტანტინოპოლში ერთ დიდებულს გარდაეცვალა ქალიშვილი, რომელმაც სიცოცხლე უბიწო ქალწულობაში გაატარა. სიკვდილის წინ მან სთხოვა მამას, დაეკრძალა ქალაქგარეთ, ვენახში მდებარე საგვარეულო საძვალეში. შეუსრულეს სურვილი – იგი მითითებულ ადგილზე წაასვენეს და ქრისტიანული წესით დამარხეს.

იმხანად ქალაქში ცხოვრობდა ქურდი, რომელიც კუბოებს ხსნიდა და მიცვალებულებს ტანსაცმელს ხდიდა. ამჯერადაც ქურდი მიჰყვებოდა ქალიშვილის პროცესიას და ათვალიერებდა, სად დაასვენებდნენ ქალწულს, რათა ღამით მისულიყო და თავისი ბნელი საქმე შეესრულებინა. ისე მოხდა, რომ გამსვენებელთა შორის იყო ნეტარი ანდრიაც (მეათე საუკუნე) – ქრისტეს მიერ სალოსი, რომელმაც თვალი მოჰკრა თუ არა ქურდს, სულით ჩასწვდა ავ განზრახვას და მოინდომა მისი შეჩერება. მკაცრად შეხედა ქურდს და გაბრაზებულმა უთხრა: „სამსჯავროს სული მიმართავს კუბოში მწოლარეთა ტანისამოსის მპარავს: „შენ ამის შემდეგ ვეღარ იხილავ ვერც მზეს, ვერც დღის სინათლეს, ვერც ადამიანთა სახეებს – დაიხშობა შენი სახლის ჭიშკარი და აღარ გაიხსნება, დაბნელდება დღე შენთვის და აღარასოდეს განათდება!“

ქურდმა მოუსმინა, მაგრამ ვერ გაიგო, რას ეუბნებოდა წმიდა მამა, ამიტომაც არ მიაქცია ყურადღება და წასვლა დააპირა, მაგრამ ღირსმა ანდრიამ განაგრძო: „არ წახვალ და არ მოიპარავ! თუ ამას გააკეთებ, მზეს ვეღარ იხილავ“. ახლა კი მიხვდა ქურდი, რომ სალოსი მას მიმართავდა, გაუკვირდა, საიდან იცოდა მან მისი ზრახვა: „შენ ნამდვილად ეშმაკეული ხარ, ლაპარაკობ რაღაც გაუგებარსა და იდუმალზე, როგორც ავსულმა გასწავლა. მე მაინც წავალ, სადაც მივდიოდი, რათა ვნახო – აღსრულდება თუ არა შენი სიტყვები“.

მოსაღამოვდა, მძარცველმა გადაწია სამარხის ფილა, შევიდა შიგ, მიცვალებულს ჯერ სამოსი გახადა და ძვირფასი სამკაულები აართვა, შემდეგ კი, როცა გულის სიტყვამ ჩასძახა: „პერანგიც გახადე, ძალიან კარგია!“ – მან მთლიანად გააშიშვლა ქალწულის სხეული და გამოსვლა დააპირა.

უცაბედად, უფლის ბრძანებით, მკვდარმა ქალწულმა ხელი აღმართა და სახეში გაარტყა ქურდს, რომელსაც მყისვე დაუბრმავდა თვალები. ქურდი შიშმა შეიპყრო, ზარდაცემულს ყბის კანკალი აუვარდა, კბილებს არაკუნებდა, უცახცახებდა მუხლები...

ქალწულმა გახსნა პირი და უთხრა: „შეჩვენებულო და უბედურო, ღმერთის არ შეგეშინდა, არ იფიქრე, რომ შენც ადამიანი ხარ? უნდა შეგრცხვენოდა ქალწულის სიშიშვლის მნახველს და გეკმარა ის, რაც ადრე გამხადე, პერანგი კი ჩემი შიშველი სხეულისთვის დაგეტოვებინა, მაგრამ შენ არ შემიცოდე, როგორც ბოროტმა ადამიანმა, განიზრახე, უფლის მეორედ მოსვლის დროს სასაცილოდ გაგეხადე ყველა წმიდა ქალწულის თვალში. მე ახლა ისე ვიზამ, რომ ვეღარასოდეს მოიპარო; რომ მუდამ გახსოვდეს – ცოცხალია ღმერთი იესო ქრისტე და სიკვდილის შემდეგ გელის სამსჯავრო – საზღაურისგება და სასჯელი“.

ქალიშვილი წამოდგა და პერანგი გადაიცვა, შემდეგ დანარჩენი ტანსაცმლით შეიმოსა, დაწვა და წარმოთქვა: „შენ უფალმან მხოლოდ სასოებით დამამკვიდრე მე“ (ფს. 4,9) და ამ სიტყვებით ისევ გაშეშდა.

უბედურმა ქურდმა ძლივს მოახერხა სამარხიდან გამოსვლა და ვენახის ღობის პოვნა, რომელსაც ხელის ცეცებით გაუყვა და გზაზე გამოსულმა წვალებით მიაღწია ქალაქის ჭიშკარს. როცა დაუწყეს გამოკითხვა, როგორ დაბრმავდა, მან ჯერ იცრუა, შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით უამბო მეგობარს.

ამის შემდეგ იგი მოწყალებას თხოულობდა და იმით იკვებებოდა, ხშირად იხსენებდა ნეტარ ანდრიას და უკვირდა, როგორ განჭვრიტა და აუწყა ყველაფერი და როგორ აღსრულდა მისი წინასწარმეტყველება.


скачать dle 11.3