კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა ძლიერი ქალი დაიან ვონ ფურსტენბერგმა


ბელგიური მოდა ნელ-ნელა დამოუკიდებელ სეგმენტად ყალიბდება, რომელიც მსოფლიო მოდაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის უკვე მიიჩნიეს ინტელექტუალური მოდის ცენტრად. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანამ ისეთი დიზაინერები „დაბადა“, როგორიც დრაის ვან ნოტენი და სხვები არიან. მართალია, დაიან ვონ ფურსტენბერგის კოლექციები, მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ ბელგიური გავლენა მას მაინც ეტყობა.

აღსანიშნავია, რომ დაიან სიმონ მიშელ ჰალფინი რამდენიმე ეროვნების, ეგრეთ წოდებული, ნარევია. რუსეთში დაბადებული მამა და ბერძენი დედა, ბელგიაში ბესარაბიიდან მოხვდნენ. დაიანის მომავალი ცხოვრება და კარიერა მისმა ქორწინებებმა განსაზღვრა. თვრამეტი წლის ასაკში მან პრინცი ეგონ ოფ ფურსტენბერგი გაიცნო, რომელსაც ცოლად გაჰყვა და მისგან ორი შვილი ჰყავს. ეს ქორწინება სიძის ოჯახში დიდად არ გახარებიათ – რა თქმა უნდა, პატარძლის წარმომავლობის, მისი არაცისფერსისხლიანობის გამო. ამ ქორწინების შედეგად დაიანამ მიიღო ტიტული – ფურსტენბერგის პრინცესა. თუმცა, ეს ტიტული პროფესიულ ცხოვრებაში არასდროს გამოუყენებია. 2001 წელს ის ცოლად გაჰყვა ბარი დილერს – ამერიკელ მედიამაგნატს და ახლა ის ამერიკის სრულფასოვანი მოქალაქეა. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, დიდგვაროვანი ყოფილი ქმრის გვარსა და ტიტულს დღემდე იყენებს.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება დაიწყო და პოდიუმზე „მარშირებას“ მოჰყვნენ ფურსტენბერგის საყვარელი მოდელი-მეგობრები – ტინა ბრაუნი, მოურენ დაუდი, კანდის ბერგენი, ფრან ლებოვიცი... ამ სეზონის კოლექციას შეიძლება, ვუწოდოთ: „ძიება ანტიკურ ეპოქაში მსუბუქი და მარტივი სილამაზის აღმოსაჩენად“. ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, პერსეპოლისი – მთელი ეს კულტურა ულამაზეს სიჭრელედ გადმოვიდა ფურსტენბერგის კოლექციაში. თავხედი, უტიფარი ვეფხვისბეწვისებური პრინტები, „საფარი კოსტიუმები“, ლეოპარდის, კოპლებიანი მოკლე კაბები შერეული შიფონთან, საოცრად დაპრინტულ ჭრელ კაბებთან, ნარინჯისფრისა და ცისფრის ნაზავ ტონებში გადაწყვეტილ ბლუზებთან, ლამაზ, ნათელი ფერების პიჯაკებთან, მოკლე შარვლებთან ისეთ ანსამბლებს ქმნის, მარტივად რომ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაიან ვონ ფურსტენბერგის შოუ ყოველთვის შოუა, რომელიც კონცენტრირებულია კაბებზე. ულამაზესი თხელი, აბრეშუმის, პრიალა განიერი კაბები, წელთან დიდბალთიანი ქამრებით დამაგრებული. ქამრებიც საკმაოდ საინტერესო იყო, ისეთი, როგორსაც სახლის პირობებშიც იოლად შექმნით. ბალთა – ლითონის დიდი ბრტყელი სფერო, ხოლო ტყავის ნაცვლად ჭრელი ქსოვილი. ამ სეზონზე საკმაოდ ტენდენციურია თხელი ქამრით დამაგრებული პიჯაკი, რომელსაც სახელოები იდაყვს ზემოთ აქვს აწეული.

საღამოსთვის ფურსტენბერგმა „ცხელი“ კაბები წარმოადგინა – დრაპირებული ოქროსფერი ნახატებით, პრინტებით გაფორმებული – ოქროსფერი მონეტებით. დღეა თუ ღამეა დაიან ვონ ფურსტენბერგი აქცენტს მაინც ოქროსფერ ტონსა და მეტად სექსუალურ ქალზე აკეთებს, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ძლიერია. ეს მის სამოსს, სიარულის მანერას თუ, აქსესუარებსაც ეტყობა. ფურსტენბერგს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამიც კი აქვს: „მე ჯერ არ შემხვედრია სუსტი ქალი, რადგან ისინი უბრალოდ, არ არსებობენ“. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფასდება ფურსტენბერგის კოლექციები – ვის მოსწონს ან არ მოსწონს ის, დიზაინერი აგრძელებს მოგზაურობას, სულიერ მოგზაურობას მთელ მსოფლიოში, წარსულსა და აწმყოში და არაჩვეულებრივ, ყველასგან განსხვავებულ, კოლექციებს ქმნის.


скачать dle 11.3