კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჰქონდა თავისზე მაღალი ნანუკა ჟორჟოლიანის გამოსახულება ელენე ძნელაძეს ოთხი დღის განმავლობაში


ორივე ძალიან მხიარული და ბედნიერია, რომ მათზე ათჯერ უფრო ენერგიულ და ასევე მხიარულ ნანუკა ჟორჟოლიანთან მუშაობენ. „ნანუკას შოუს“ ჟურნალისტები, ტასო გუნია და ელენე ძნელაძე, თავს უბედნიერესად გრძნობენ, რომ ასეთ შოუში მოხვდნენ და „საქართველოში ყველაზე მაგარ გადაცემას“ აკეთებენ.


ელენე ძნელაძე: სულ რაღაც ერთხელ გამოვჩნდი ეკრანზე და უკვე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რას ვსაქმიანობ „ნანუკას შოუში“. მე და ტასო ჩვეულებრივი ჟურნალისტები ვართ და ჟურნალისტური ამბებით ვართ დაკავებული. უბრალოდ, ეს გამოჩენაც იმიტომ მოხდა, რომ ბავშვობიდან საშინლად მინდოდა მსახიობობა და ეს ვერაფრით მოვახერხე. ახლა ყველა ცდილობს, რომ ეს ჩემი ოცნება რაღაცნაირად მაინც ამისრულონ. ნანუკას თუ რამე პატარა როლი აქვს გადაცემაში, მე მაძლევს. ახლა ირაკლი კაკაბაძემ დამაკავა ახალ სერიალში, „გოგონა გარეუბნიდან“. ერთი სიტყვით, ყველა ჩემი ნაცნობი ამ ჩემი დიდი სურვილის ასრულებას ცდილობს. „ფეშენ-ვიქზე“ რომ ვიყავი, მაშინ ტასო უფრო მაგარ ადგილას იყო გადაღებაზე – პარიზში და ლონდონში წარმატებული ქართველები გადაიღო.

ტასო გუნია: ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებთან შეხვედრა შევძელი. ლონდონში გადავიღეთ დევიდ კომა, ასევე ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი. კიდევ ერთი ქართველი ბალერინა, რომელზეც სიუჟეტი ჯერ არ გასულა.

– ესე იგი, უცხოეთთან ურთიერთობებს შენ აგვარებ, შინაგან საქმეთა მინისტრი კი, ელენეა?

– ასე გამოდის (იცინიან).

– როგორ დაიწყო ნანუკასთან თქვენი ურთიერთობა?

ელენე: ჩემი სულ შემთხვევით: ნანუკას შორიდან ვიცნობდი, შარშან ზაფხულში კი, ზღვაზე, ჯაზ-ფესტივალზე, ერთმანეთი ახლოს გავიცანით და დავმეგობრდით. მერე მითხრა, პროექტის გაკეთებას ვაპირებ და თუ სურვილი გექნება, მინდა ჩემთან იმუშაოო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თავიდან მაგარი „ხალტურა“ ვიყავი, ახლა კი ნელ-ნელა ჩავერთე სამუშაო ციებ-ცხელებაში. დიდი ხნის განმავლობაში არ მიმუშავია არსად და თავიდან გამიჭირდა. დილით ადრე ადგომა მეზარებოდა, არ ვიყავი შრომას მიჩვეული. ახლა უკვე თავისით მეღვიძება 10 საათზე. ვგიჟდები, ძალიან მაგრად მომწონს ჩემი სამსახური.

ტასო: ჟურნალისტი ვარ და მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრე, „იმედში“ ვმუშაობ. თავიდან ვიყავი „რე-აქციასა“ და „ღია ეთერში“. „იმედის“ არეულობების შემდეგ კი, უსამსახუროდ დავრჩი და სახლში ვიჯექი. ნანუკას დიდი ხანია ვიცნობ და მან შემომთავაზა, იქნებ, ჟურნალისტად მოხვიდეო. ძალიან გამიხარდა. თან პოლიტიკური სფეროდან ასეთ გადაცემაში მოხვედრა მართლა უდიდესი სიამოვნებაა.

– ელენე, საუბარი იმაზე, თუ ვინ არის ეს გოგო, დაიწყო „ფეშენ-ვიქიდან“, როდესაც კვირეულის ყველა დღეს შენზე მაღალი ნანუკას გამოსახულება დაგქონდა.

– ეს იდეა ჩვენს პროდიუსერს, შოთიკო მაჭავარიანს გაუჩნდა. ნანუკა ყველა დღეს იყო დაპატიჟებული, მაგრამ, მთელი დღე იქ ყოფნას ვერ ასწრებდა. ჩვენ გვინდოდა, რომ „ნანუკას შოუ“ მთლიანად ყოფილიყო ამ „ივენთზე“. ვიღაცა რაღაცას ნანუკას ჰკითხავდა, მე ვუპასუხებდი და ყველაფერი უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე ერთი ჟურნალისტის იქ დასწრება.

– ეს ფიცარი ძალიან მძიმე სატარებელი არ იყო?

– არა. ნანუკა ხომ დიეტაზეა (იცინიან) და მისი ტარება დიდად არ გამჭირვებია.

– პროფესიით ჟურნალისტი ხარ? რატომღაც, მსახიობი მეგონე. ალბათ, ეს „დასიდან“ გამომდინარეა.

– რაღა დროს „დასზე“ ლაპარაკია. ამის შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. „ნანუკას შოუმდე“ იყო „ანაბეჭდი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. „ნანუკას შოუმ“ აბსოლუტურად მთლიანად შემცვალა. თინეიჯერობის ასაკი დიდი ხანია გავიარე. 25 წლის ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი გარკვეულწილად ჰგავდა თინეიჯერის ცხოვრების წესს. თუ ოცდაოთხი საათი იმაზე ვფიქრობდი, სად გავიდეთ, ყავა სად დავლიოთ, მერე სად ვჭამოთ და სად გავერთოთ-მეთქი, ახლა ამაზე ფიქრის არც დრო მაქვს და არც სურვილი. რა თქმა უნდა, კვირაში ერთხელ, შეიძლება, კლუბშიც წახვიდე, მეგობრებთან ყავაც დალიო, მაგრამ ახლა აქ ყოფნა და ამ საქმის კეთება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე სხვა რამ. ჩემი დღის განრიგი შეიცვალა.

– ვიცი, რომ საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდი.

– დიახ, 15 წლის ვიყავი, მაგრამ, არანაირად არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდი შვილი მყავს გვერდით და ის ყველაფერს მირჩევნია. გიო უკვე 9 წლისაა და, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გვერდით კაცი მყავს. მას რომ ვუყურებ, ყველაზე ბედნიერი ვარ. როგორ უნდა ვინანო, როდესაც ასეთი მაგარი ბიჭი მყავს! თან, ეს ისეთი პერიოდი იყო, მაშინ ამ ასაკში გათხოვება ნორმად ითვლებოდა და მეც ამ ტალღაში მოვყევი.

– დიდხანს იყავით ერთად?

– საკმაოდ, მაგრამ, რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ერთად აღარ უნდა გვეცხოვრა.

– დღეს მარტო ხარ?

– მარტო არ ვარ, უზომოდ შეყვარებული ვარ. ანუ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ ასაკში სიყვარულს სულ სხვა გემო ჰქონია. ჩვენი სიყვარულის ამბავი უკვე ორი წელია რაც დაიწყო და ალბათ ეს დროც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ ერთად და როგორ გვიყვარს ერთმანეთი. ბედნიერი ვარ, რომ მყავს უსაყვარლესი შვილი, შეყვარებული, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მაქვს სამსახური, სადაც მისვლა ჩემთვის სიამოვნებაა. ცოტა მეშინია, იმდენად კარგად არის ყველაფერი.

– როგორ მოსწონს შენი ახალი რეჟიმი?

– უზომოდ გახარებულია. ოღონდ დაკავებული ვიყო და თვითონ ძალიან ბედნიერი იქნება. ახლაც ველოდებით, რომ საჭმელები მოგვიტანოს (იცინიან). ძალიან ზრუნავს ჩემზე და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს.

– ტასო შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– გათხოვილი არ ვარ და არც შვილი მყავს. ელენეს, როგორც გამოდის, გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს, თავგადასავლებით სავსე. ალბათ ამიტომაც, რამდენადაც ცუდია ადრეულ ასაკში გათხოვება და მერე ოჯახის დანგრევა, იმდენად ძალიან ბევრი პლუსიც აქვს ამ ყველაფერს. ჯერ ერთი, შვილი გყავს, მერე – გამოცდილება გემატება და ნამდვილი სიყვარულის ფასსაც უფრო მეტად იგებ.

ელენე: ის ცუდი თუ კარგი ემოციები, გრძნობები, საბოლოოდ გაყალიბებს ისეთს, როგორიც უნდა იყო – უფრო მტკიცე, გაწონასწორებული, ძლიერი.

– სერიალზეც მინდა გკითხო. ისეთი ტიპის გოგოს თამაშობ, როგორიც დღეს ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო.

– იმ სერიალში მთავარი მოქმედი პირის, ანუ თამუნას, გარდა, ყველა ლამაზი, მაგრამ ძალიან „სწერვა“ გოგოა, რომლებიც აუცილებლად ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ მარტო იმაზე ფიქრობენ, რა ჩაიცვან და ვის „ესწერვონ“. მე ვარ ერთ-ერთი ნორმალური გარეგნობის რიგითი მდივანი გოგო, რომლის სილამაზეც მობეზრდებათ, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე მდივანსაც სჭირდება ჭკუა, ჭკუა კი ამ გოგოს არ აქვს და სამსახურიდან აგდებენ. ეს ყველაფერი ამ გოგოს გააბოროტებს და დაიწყებს ინტრიგების ხლართვას. რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ, ისეთ რაღაცეებს, როგორსაც ეს ლიზი ჩაჩუა აკეთებს, ბევრი ქართველი გოგო მიმართავს.

– ყოველთვის მინდოდა მსახიობობაო ამბობ, როგორ გგონია, მოახდენ ამ სერიალით შენი სურვილის რეალიზებას?

– არ მგონია ამას სერიოზული სახე მივცე, მაინც უფრო გასართობია. მსახიობობა იყო და დარჩება ჩემს აუსრულებელ ოცნებად. სპექტაკლის შემდეგ მსახიობები „პაკლონზე“ რომ გამოდიან, ამ დროს პარტერში მეტირება, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ვტირი. მეც მინდა, რომ იქ ვიდგე, მეც მინდა, რომ ტაშს მიკრავდნენ, მეც მინდა, რომ „ბრავოს“ მიყვიროდნენ. ბავშვობიდან ამაზე ვფიქრობ. მამა მყავდა უნიჭიერესი მსახიობი, რუსთაველის თეატრში გავიზარდე; დეიდაჩემია გოგოლა კალანდაძე; ჩემი ძმა, დათუნა გოცირიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობია, ანუ, ყველა ამ სფეროში მყავს, ვგიჟდები ამ პროფესიაზე. მაგრამ, ახლა უკვე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ოცნებად დარჩება, დამაგვიანდა. სისულელეა დღეს იმაზე ფიქრი, რომ ჰოლივუდში წავალ ან სცენაზე დავდგები და სხვა. უბრალოდ, პატარ-პატარა როლები მომწონს – თან, ვერთობი და თან მსახიობობის „შიმშილსაც“ ვკლავ. თორემ, რეალიზებასა და კიდევ უფრო წინსვლას იმ სფეროში ვაპირებ, რომელშიც ვმუშაობ. მირჩევნია, „ნანუკას შოუთი“ გავხდე პოპულარული, ვიდრე სერიალით.

– შენი გმირისთვის ტელევიზიაში მუშაობა ყველაფერია. შენთვის რა არის „ნანუკას შოუ“?

– ის, რამაც საკუთარი თავი მაპოვნინა. ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სად წასულიყო გასართობად და თან სულ ცუდ ხასიათზე იყო, რადგან მის მეგობრებს თანდათანობით უკვე აღარ ეცალათ მისთვის, რადგან ყველა დასაქმდა, ის კი მარტო დარჩა. ამის გამო საშინელი დეპრესია მქონდა. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შემოსავალი მჭირდებოდა. დღეს უკვე მთლიანად შევიცვალე. ჩემს შვილს ძალიან მოსწონს გადაცემა და ამითაც ბედნიერი ვარ. სულ მეკითხება: დღეს გამოჩნდები? დღეს გამოჩნდები? (იცინიან). იცის, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ხანდახან ეკრანზე გამოჩენაც მიწევს.

ტასო: აქ ისეთი ატმოსფეროა, რომ შეუძლებელია, თავი ცუდად იგრძნო. ერთი ოჯახი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ეს საქმე ერთად „დავქოქეთ“. უზომოდ დიდ კომფორტში ვართ, დილიდან დაღამებამდე აქ ვიმყოფებით და არავინ წუწუნებს, არავინ არ იღლება. პირიქით, წასვლა არ გვინდა ხოლმე. გადაცემიდან გადაცემამდე ვცხოვრობთ და ყოველი გადაცემის მერე. „მაღალ რეიტინგზე“ წივილ-კივილი და მილოცვები გვაქვს ხოლმე (იცინიან).


скачать dle 11.3