ანრი ჯოხაძე – რეჟისორის ამპლუაში
მომღერალმა ანა სირაძემ ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო. სიმღერის – „არ გვინდა, ვანიას“ ტექსტიც, მუსიკაც, არანჟირებაც და კლიპის რეჟისურაც უნიჭიერეს ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის. სიმღერა ძალიან სახალისო გამოვიდა. მართალია, კლიპი წითელი რეჟიმის პერიოდის კადრებით იწყება, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც კეთილ კულმინაციამდე მიდის, რადგან, მოცეკვავეთა ჯგუფი „მისტიკა“ ცეკვით ქართულ დროშას ხატავს, თავად ანას კი, მშვიდობის ნიშნად, სამოცი მეტრი სიგრძის შლეიფიანი თეთრი კაბა აცვია, რომელიც კლიპს განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს.