კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორის ბედიას წარმატება მოლდოვაში


22-23 მაისს, მოლდოვაში, ქალაქ ბელციში ჩატარდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ბროლის წერო“, რომელიც უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში ქართველ მომღერლებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა. წელს კონკურსზე ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს კი ყოფილი ჯეოსტარელი ბორის ბედია წარმოადგენდა. მან საკონკურსო დღეებში შეასრულა ორი სიმღერა: ერთი ქართული, ხოლო მეორე უცხოური. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია უცხოურმა სიმღერამ, რადგან ფრედი მერკურის „სამბადი“ ძალიან რთულად შესასრულებელი სიმღერების კატეგორიას განეკუთვნება. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ბორის ბედიას პირველი ადგილი მიენიჭა. მომდევნო ადგილები სომხეთმა, რუსეთმა და მაკედონიამ გაინაწილეს. 11-კაციან ჟიურიში ქართველი პროდიუსერიც იყო. ამის შემდეგ ბორის ბედიამ კიევში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან იყო დაკავშირებული. ამ კონცერტს მთელი უკრაინის სამთავრობო ელიტა და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდნენ.


скачать dle 11.3