კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული სული ირმა ნიორაძის “მომაკვდავი გედით„


ფესტივალი „ქართული სული“ ირმა ნიორაძემ საოცარი შესრულებით გაამდიდრა, როდესაც მან პირველად საქართველოში სპექტაკლ „შეჰერაზადას“ პრემიერა იცეკვა. „ქართული სული მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაში„ ალბათ, ასეთი იყო ამ კონცერტის ჩანაფიქრი, რომელსაც ქართული ელიტის სრული შემადგენლობა დაესწრო, მაგრამ სპექტაკლზე განსაკუთრებული სტუმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო, რომელიც ხელოვნების უდიდესი მოყვარულია. ირმა ნიორაძე, რომელიც სცენაზე მართლაც რომ დაფრინავდა, საოცრად გრაციოზული იყო. მას პარტნიორობას ქართულ საბალეტო დასთან ერთად შუააზიელი მოცეკვავეებიც უწევდნენ. „შეჰერაზადას“ დასრულების შემდეგ, ირმამ სხვადასხვა სპექტაკლიდან შეასრულა პარტიები, რის შემდეგაც დარბაზი ლამის ტაშით დაინგრა. კულმინაცია იყო კონცერტის დასასრული, როდესაც ირმა ნიორაძემ „გედების ტბიდან“ მომაკვდავი გედის პარტია შეასრულა. როგორც ბოლოს ფესტივალის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ია მაქაცარიამ გვითხრა, ფესტივალის მიმდინარეობით ძალიან კმაყოფილია და დაგვპირდა, რომ მომავალ წელს არანაკლებ მასშტაბურ ღონისძიებებს უნდა ველოდოთ.


скачать dle 11.3