კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქველმოქმედო აქცია დიზაინერებისგან


1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართველმა დიზაინერებმა განსაკუთრებული ღონისძიება მოიფიქრეს: „ავთანდილმა“, „ატელიე 10ა-მ“, ზენკა და მარიმ“, ატელიე „ინფორმალმა“ და სხვებმა, ცნობილი ქართველების შვილები ულამაზესად შემოსეს და პოდიუმზე დააყენეს. პოდიუმი „თბილისი მარიოტში“ შეიქმნა და იქ თავისი „მოდელური“ შესაძლებლობები მოსინჯეს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა მარიამმა, ანუკა ქებურიას შვილმა ნატალიამ, ავთანდილის ულამაზესმა გოგონამ, რომელსაც, ალბათ, პოდიუმზე დგომის ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა, შორენა ბეგაშვილის უსაყვარლესმა ევამ, ეკა კახიანის უმცროსმა გოგონამ, ქეთომ და სხვებმა. ღონისძიების მთავარი მიზანი კი ქველმოქმედება იყო. დიზაინერები არ დაელოდნენ, თუ როდის გაიყიდებოდა ეს ულამაზესი საბავშვო კოსტიუმები. მშობლებმა ზუსტად ის სამოსი შეიძინეს, რომელიც მათმა შვილებმა მოირგეს და, შესაბამისად, საბავშვო კოლექციებიც გაიყიდა. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კი ამ ღონისძიებიდან შემოსული ფული საპირველივნისოდ ნამდვილად გაახარებდათ. როგორც გავიგეთ, აღნიშნული ტიპის საქველმოქმედო აქციების მოწყობას ქართული მოდის სამყაროში ძალიან ხშირად გეგმავენ.


скачать dle 11.3