კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დააკანონებს გიგა კვენეტაძე ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან და რატომ გრძელდება ეს პროცესი 6 წლის განმავლობაში


მომღერალი და არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორი გიგა კვენეტაძე უკვე რამდენიმე წელია, მოსკოვში განაგრძობს მოღვაწეობას. ის რამდენიმე ახალი პროექტით არის დაკავებული და თანდათან უფრო მეტ წარმატებას აღწევს რუსულ შოუ-ბიზნესში. გიგას ტელეფონით დავუკავშირდით. ის ჩვეულზე მეტად ხალისიანი იყო. ამის მიზეზი კი მისი საყვარელი ადამიანი და მომავალი მეუღლე, ნინო წიკლაურია, რომელიც ამჟამად მოსკოვშია. მართალია, წყვილის სასიყვარულო ისტორია 6 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ დაქორწინებას ახლო მომავალში გეგმავენ.


– გიგა, გვიამბე რით ხარ ამ ეტაპზე დაკავებული.

– ვმუშაობ ორი მომღერლის საავტორო ალბომზე. მათგან ერთ-ერთი მომღერალი ჯერ არ არის ცნობილი, ეს გახლავთ ანა ჩაკი, რომელიც სულ მალე ახალი კლიპით გამოჩნდება ტელეეკრანებზე. მან ჩემს ორ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რომელიც რუსეთში ცნობილი ტელევიზიების ეთერით გავა. ასევე, ვმუშაობ დავით კალანდაძის პროექტზე. ალბათ გახსოვთ „დომ დვაში“ ქართველი მონაწილე. მან გადაწყვიტა მუსიკალურ კარიერას მიჰყოს ხელი. მოვიდა ჩვენს სტუდიაში და მას ვუწერთ სიმღერებს. უკვე ორი კლიპი გადაიღო, ერთ-ერთი ჩემს სიმღერაზე. არის კიდევ სხვადასხვა საინტერესო პროექტი, რომელზეც მე ვმუშაობ.

– მაგალითად?

– მაქვს პროექტი ჟასმინთან, აბრაამ რუსოსთან და ასე შემდეგ. ახლა ფილიპ კირკოროვს უნდა დავუკავშირდე, რომელსაც მინდა, ჩემი სიმღერა შევთავაზო.

– მოკლედ, თანდათან რუსულ შოუ-ბიზნესში წარმატებას აღწევ.

– ჰო, აბა, რა ვქნა.

– რუსულ შოუ-ბიზნესს კარგად მოერგე?

– კარგად მორგებაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. რუსულ შოუ-ბიზნესში ძალიან კარგად ყოფნა ნიშნავს იმას, როცა სრულად ხარ დატვირთული და ყოველდღიურად ცნობილ სახეებთან გაქვს საქმე. თუმცა, ცნობილ სახეებთან ურთიერთობის პრობლემა არც ახლა მაქვს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის.

– ძალიან ბევრი მომღერალი წამოსულა რუსულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ ადგილი ვერ დაუმკვიდრებია და უკანვე დაბრუნებულა. შენ კი ჩახვედი და უკვე რამდენიმე წელია, შენი საქმე გაქვს, მუშაობ სტუდიაში, გიკვეთავენ სიმღერებს და აკეთებ სხვადასხვა პროექტს. ეს რა, წარმატება არ არის?

– კი, რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა და გაჩერებას არც ვაპირებ.

– გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?

– სიმართლე გითხრა, იმდენი სამუშაო მაქვს, საკუთარი თავისთვისაც კი ვერ მოვიცალე, რაზეც ცოტა გული მწყდება.

– ანუ, შენთვის სიმღერებს აღარ წერ?

– კი, როგორ არა, ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს უკვე დაგროვილი, მაგრამ იმის დრო არ მაქვს საკუთარ ალბომზე ვიმუშაო. სხვათა შორის, ერთი სიმღერა დავწერე, რომელზეც ძალიან სერიოზულ კლიპს გადავიღებთ. ეს იქნება ჩემი და ანა ჩაკის დუეტი. კლიპის ბიუჯეტი კი 100 000 დოლარია. კლიპს ცნობილი რეჟისორი და კლიპმეიკერი კოსტია ჩერეტკოვი გადაგვიღებს. ყველაფერი წინ არის.

– გიგა, შენ და დათო ხუჯაძე ერთ სტუდიაში მუშაობთ?

– კი მე და დათო ხუჯაძეს მოსკოვში ერთი სტუდია გვაქვს. დათო ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. ახლახან მას სიმღერა დავუწერე, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავეთ. ეს სიმღერა სხვადასხვა ქვეყნების ჰიტ-ათეულებში წამყვან ადგილზეა. მაგალითად, რუსეთში, თურქეთში, პორტუგალიაში და ასე შემდეგ.

– ეს სიმღერა შენ გეკუთვნის?

– ერთობლივად ვიმუშავეთ.

– ანუ, სიმღერის წარმატებაში შენი ღვაწლიც არის?

– ჩემი ღვაწლიც კი არა, ჩემი ღვაწლია (იცინის).

– სრულ იდილიას იქმნი. ამ ეტაპზე საყვარელი ადამიანიც გვერდით გყავს.

– კი, რა თქმა უნდა. ძალიან განვიცდიდი, ის რომ გვერდით არ მყავდა და ჩემგან შორს იყო. ახლა ნინო ჩემთან არის და ბედნიერი ვარ. რთული იყო როცა სხვადასხვა ქვეყნებში გვიხდებოდა ცხოვრება. ჩვენ უკვე 6 წელი ერთად ვართ. არ ვარ შეჩვეული მარტო ცხოვრებას. მოსკოვში სახლში ყოფნა მარტო მიწევდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, სახლში დაბრუნებულს საყვარელი ადამიანი დამხვედროდა. ღმერთის წყალობით, ოცნება ამიხდა და ჩემი სიყვარული ახლა ჩემთან ჩამოვიდა.

– საინტერესოა, როგორი დახვედრა მოუწყვე ნინოს?

– ძალიან კარგი. მოსკოვი დავათვალიერებინე (იცინის). მერე რომანტიკული ვახშამი მოვუწყვე რესტორანში. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო.

– შენ და ნინო ყველანაირად უგებთ და ავსებთ ერთმანეთს?

– კი, რა თქმა უნდა. მე და ნინო ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.

– მაშინ 6 წელი რას ელოდებოდით?

– ჩვენ ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, გვიყვარს ერთმანეთის წვალება და წვალებ-წვალებაში გავიყვანეთ 6 წელი. ამიტომ, დავაგვიანეთ გადაწყვეტილების მიღება, რასაც აუცილებლად ერთიანად ავინაზღაურებთ. ყველაფერი წინ არის.

– ნინო მოსკოვში დარჩება?

– აუცილებლად დარჩება, რადგან ნინოს გარეშე ყოფნას არსად არ ვაპირებ. რომ არ წავიდეს, გადავკეტავ ყველანაირ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებს.

– რა სიურპრიზებს უკეთებ საყვარელ ადამიანს და რით აოცებ მას?

– მოგეხსენება, რა სიურპრიზები გიყვართ ქალებს – სადმე წაყვანა, რაღაცის ყიდვა, ძვირფასი საჩუქრები და კიდევ ბევრი რამ.

– თქვენი ურთიერთობის დაკანონებას როდის გეგმავთ?

– ჩვენს ურთიერთობას ოფიციალურად მაშინ დავაკანონებთ, როცა ნინო ჭკვიანად მოიქცევა.

– როგორი ქორწილის გადახდას გეგმავთ, პომპეზურის თუ მოკრძალებულის?

– მე ყველაფერი პომპეზური მიყვარს, მაგრამ ქორწილის ორგანიზებაზე მე და ნინო შევთანხმდებით, მარტო ჩემი გადასაწყვეტი ხომ არ არის?!

– სად გინდათ ქორწილის გადახდა?

– ალბათ, უფრო საქართველოში.

– ნინო რას საქმიანობს მოსკოვში?

– ბევრ რამეში მეხმარება. ნინო სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და უკვე ვიგრძენი, რომ ის ჩემს ცხოვრებაში საჭირო ადამიანია. დილით ვიღვიძებთ, მივირთმევთ გემრიელ საუზმეს, შემდეგ სამსახურამდე სხვადასხვა საქმეებზე მივდივართ, მერე კი სტუდიაში ერთად ვმუშაობთ. საღამოს ვცდილობთ, სადმე განვმარტოვდეთ, თუ მარტო წასვლა არ გვინდა, მეგობრებთან ერთად და ასე. სამწუხაროდ, მეგობრებს დასვენების დღეების გარდა, ხშირად ვერ ვხედავთ, რადგან ყველა ვმუშაობთ.

– ალბათ, ძალიან რთული იყო, როცა ნინო გვერდით არ გყავდა.

– რა თქმა უნდა, ძნელია როცა საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავს. ცოტა ჯიუტია და რთული ხასიათი აქვს. ვცდილობ, რომ ამას ყურადღება არ მივაქციო და სიტუაცია გავანეიტრალო.

– დამთმობი მამაკაცი ხარ?

– ხანდახან კი, ყოველთვის არა.

– მართალია, საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს, მაგრამ ყველაზე მეტად რა გენატრება?

– სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად საქართველო და დედაჩემი მენატრება, მეტი არაფერი.

– მართალია, ჯერ ვერ ახერხებ ჩამოსვლას, მაგრამ გეგმაში როდის გაქვს?

– ზაფხულში ჩამოვალთ, ალბათ, საქართველოში და ერთი თვე ან თვე-ნახევარი დავრჩებით. გააჩნია, საქმე და სამუშაო როგორ მოითხოვს. ერთი კი ვიცი, დიდხანს არ გამაჩერებენ, რადგან მართლა უამრავი საქმე მაქვს აქ. შეიძლება საქართველოში კონცერტიც ჩავატარო. როგორც ყოველთვის, ჩემს გულშემატკივარს მინდა, ვუთხრა, რომ გიგას ძალიან უყვარხართ ყველა. ყველანაირად ვეცდები, საინტერესო, ტკბილი, თბილი და მელოდიური სიმღერები ვაჩუქო მათ. ეს ყველაფერი იმ დადებითი ემოციების საწინდარია, რომელიც შეიძლება, ადამიანს შეუქმნა.


скачать dle 11.3