კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ქალი სდებს ბრალს გაუპატიურებაში პარაგვაის პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს და რა აღთქმა დაარღვია მან რომის პაპის წინაშე


იგი იმ სამხრეთამერიკული ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის სახელწოდება გუარანის ენაზე „დიადი მდინარისგან“ წარმოქმნილს ნიშნავს და ამ დიად მდინარეში პარანა იგულისხმება. პარაგვაის პრეზიდენტი, ფერნანდო ლუგო, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მართლაც არაორდინარული პიროვნებაა. იგი ერთადერთი პრეზიდენტია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე მღვდელმსახურებაზე უარის თქმის შემდეგ მოვიდა. შემოგთავაზებთ ყოფილი სასულიერო პირისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს.

* ფერნანდო არმანდო ლუგო მენდესი 1951 წელს პარაგვაიში სან-სოლანოში, რაიონ სან-პედრო-დელ-პარანაში დაიბადა. იგი არარელიგიურ და, ამავე დროს, პოლიტიზირებულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი არასდროს შესულა ეკლესიაში, ბიძა კი ძველი დისიდენტი და აკრძალული პარტიის – „კოლორადოს“ წევრი იყო. ლუგოს ოჯახის წევრები მთელი ცხოვრება პარაგვაის დიქტატორის – ალფრედო სტრესნერის პოლიტიკის ოპონენტები იყვნენ და, ამის გამო, ოჯახის რამდენიმე წევრი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ფერნანდოს მამა სამჯერ იჯდა ციხეში, მისი უფროსი ძმები კი ევროპაში წავიდნენ ემიგრაციაში, პოლიტიკური დევნის გამო. ფერნანდო კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, თავისუფალ დროს კი ქუჩაში სხვადასხვა პროდუქციას ყიდდა. ფერნანდოს მამას უნდოდა, რომ შვილი იურისტი გამოსულიყო, მაგრამ, სოფლის სკოლაში რელიგიის მასწავლებლად მუშაობის შემდეგ, ფერნანდომ საერო ცხოვრებაზე უარი განაცხადა და მღვდლად ეკურთხა.

* მერსედეს ლუგომ, პარაგვაის პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს დამ, მიიღო ძმის შემოთავაზება და ქვეყნის პირველი ლედი გახდა. შეგახსენებთ რომ, ფერნანდო ლუგო გაპრეზიდენტებამდე კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი იყო და მას არ ჰქონდა ქორწინების უფლება. საკუთარი და ლუგომ, დაახასიათა, როგორც მებრძოლი პიროვნება, რომელიც არ შეუშინდება გამოწვევებს და მასთან ერთად იბრძოლებს პარაგვაის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. 66 წლის მერსედეს ლუგო, პირველ ლედიდ გახდომამდე, მასწავლებლად მუშაობდა და ამჟამად ის ძირითადად ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

* პარაგვაის პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს სამი ქალბატონი გაუპატიურებაში სდებს ბრალს. 27 წლის ბენინია ლეგისამონის მტკიცებით, 2001 წელს, ფერნანდო ლუგომ, რომელიც მაშინ ქალაქ სან-პედროს მთავარი ეპისკოპოსი იყო, ის სახლში შეიტყუა და გააუპატიურა. ამ კავშირის შემდეგ, ბენინიას მტკიცებით, მას გაუჩნდა შვილი. იმავე ბრალდებით გამოვიდა 39 წლის დამიანა ორტენსია მორან ამარილია, რომელიც ირწმუნება, რომ პრეზიდენტისგან ჰყავს შვილი. ამ განცხადებებიდან მეორე დღესვე, ფერნანდო ლუგომ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ბრალდებით გამოდიოდა კიდევ ერთი ქალბატონი – 26 წლის ვივიანა კარილიო, მაგრამ, მის შემთხვევაში ლუგომ ოფიციალურად აღიარა, რომ ვივიანის ბავშვის მამა ნამდვილად თვითონ არის.

* პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღეს ფერნანდო ლუგომ ოფიციალური წერილი მისწერა რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს, რომელშიც პატიება სთხოვა კანონიკური წესების უგულებელყოფის გამო. „მე გულითად ბოდიშს ვიხდი კათოლიკური ეკლესიის წინაშე და პირადად რომის პაპს მინდა პატიება ვთხოვო იმის გამო, რომ დავარღვიე კანონიკური წესები. იმედია, ისინი გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას“, – ასეთი ტექსტით მიმართა ლუგომ ვატიკანს. ამასთან ერთად, მან დაამატა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი აპირებს, დაუბრუნდეს საეკლესიო ცხოვრებას და აღიდგინოს ეპისკოპოსის წოდება.

* პარაგვაის პრეზიდენტმა ფერნანდო ლუგომ, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, უარი განაცხადა საპრეზიდენტო ხელფასის მიღებაზე, ასევე, საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრებაზე და საკუთარ ოროთახიან ბინაში ცხოვრება ამჯობინა ასუნსიონის გარეუბანში. პარაგვაის პრეზიდენტის ხელფასი ლუგოს არჩევამდე 4 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც ხუთჯერ ნაკლებია, ბრაზილიის საზღვართან მდებარე პარაგვაული ჰიდროელექტროსადგურის დირექტორის ხელფასზე. 2008 წელს ფერნანდო ლუგოს პრეზიდენტად არჩევას პარაგვაის მოსახლეობის 39 პროცენტმა დაუჭირა მხარი. თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ლუგო გეგმავს ქვეყნის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას და უმუშევრობის პრობლემის დამარცხებას. ცნობისთვის: ამჟამად პარაგვაის მოსახლეობის 42 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ხოლო ყოველი მესამე უმუშევარია.

* 2009 წლის 13 აპრილს პარაგვაის პრეზიდენტმა ფერნანდო ლუგომ აღიარა, რომ ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში მან დაარღვია უბიწობის აღთქმა და სექსუალური კავშირი დაამყარა 16 წლის გოგონასთან, რომელთანაც ათი წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი. 2008 წელს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ გაათავისუფლა ლუგო აღთქმის დაცვისგან, ხოლო, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის მიუხედავად ლუგომ უარი განაცხადა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე და აღნიშნა, რომ ვადის ამოწურვამდე, ანუ 2013 წლის 15 აგვისტომდე აპირებს, იყოს პრეზიდენტი.

* პარაგვაის პრეზიდენტს, ასკეტური ცხოვრების მოყვარულ ფერნანდო ლუგოს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ვადაგასული მართვის მოწმობის ტარების გამო, 104 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს. პარაგვაის საგზაო პოლიციის ოფიცრის, ედუარდო პეტას თქმით, შავმა „ფორდ ექსპლორერმა“, რომელსაც პრეზიდენტი ლუგო მართავდა, რამდენჯერმე დაარღვია წესები და მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ავტომობილის გაჩერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას პრეზიდენტი მართავდა, თუმცა, ლუგოს არ გამოუთქვამს პრეტენზია საგზაო პოლიციის მიმართ და დროულად გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

* სოციალური კვლევების სააგენტო „კონსულტა მიტოფსკიმ“ 2010 წლის დასაწყისში სოციალური გამოკითხვა ჩაატარა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ყველაზე პოპულარული და არაპოპულარული პრეზიდენტის გამოსავლენად. პირველი ადგილი არაპოპულარულებს შორის არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა დაიკავა, ხოლო ყველაზე მაღალრეიტინგიანი და, შესაბამისად, პოპულარული, პანამის ლიდერი რიკარდო მარტინელი გახდა. პარაგვაის პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო ორივე გამოკითხვაში რესპონდენტთა 50-50-მა პროცენტმა დაასახელა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ლუგოს პოპულარობა რეგიონში და, კერძოდ პარაგვაიში, 50-50-ზეა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა არ ჩატარებულა კუბაში, ვენესუელაში, ჰონდურასში და დომინიკის რესპუბლიკაში.


скачать dle 11.3