კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვრეცხავთ და ვრეცხავთ, მთელი დღე ვრეცხავთ“


ანუ, მუშაობამ ვირი მოკლა

თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის „ყიყინს“ ბათუმური ახალი ტბის ბაყაყების ყიყინი ერჩივნა, მაგრამ, რაკი მარადიული არაფერია ამ მზისქვეშეთში (თვით მაშინაც კი, როდესაც ეს მზე მწველად გამჭვირვალე და დემოკრატიულია), პრეზიდენტმა გამარჯვებაც შეიფერა (თან არც იმის აღნიშვნა დაივიწყა, რომ ომში, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არას მკითხავსო სპასალარი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ბ-ნი უგულავა) და ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციულობა მოუწონა. სავარაუდოდ, მოარული ხმების პასუხად, (პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ არიან ძლიერები დაპირებების დარიგებ-ჩამორიგებაშიო), ბრძანა, რომ, განა საარჩევნო, აღმშენებლობის ხელისუფლება ვბრძანდებითო. რაკი აღმშენებლობა გრძელდება, ბუნებრივია, მას აღმშენებლებიც სჭირდება, ჰოდა, რაკი სჭირდება, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ მთავრობას აუწყა, რომ შვებულებას ისევე ვერ იხილავენ, როგორც საკუთარ ყურებს, ოღონდ (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან) „იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ შვებულება უახლოეს ორ თვეს მთავრობის არც ერთ წევრს არ ექნება.“

მეორე მხრივ, არა მხოლოდ მთავრობა უნდა დაიტანჯოს ისე (ანუ დაიწვას მწველი მზის სხივებით), როგორც მისი ხალხი იტანჯება, არამედ, თურმე, პარლამენტიც. პირველმა პირმა გაგვიმხილა, რომ „პარლამენტი იყო სამუშაო მივლინებაში“ (აი, აქ კი ცოტა შეეშალა, რადგან პარლამენტმა მუშაობა წინასაარჩევნოდ შეწყვიტა და, ისიც იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონოდა), მაგრამ „ახლა დაბრუნდა და მუშაობს“ (მეშინია, ამდენი მუშაობით, ბეჭები არ ამოიგდონ). მეტიც, „ჩვენი თხოვნით, პარლამენტს მუშაობა ივლისის ბოლომდე მოუწევს, რათა ყველა აუცილებელი ცვლილება და კანონი მიიღოს.“

ჩვენ კი ის გვამშვიდებს, რომ ამ ჩვენს რჩეულ-ჩინოვნიკებს სამუშაო პირობები კარგი აქვთ: კონდიცირებულ კაბინეტებშიც შრომობენ და არანაკლებ კონდიცირებული ავტოებითაც გადაადგილდებიან. მეორე მხრივ, არც იმას გაუვა წყალი, რომ აგვისტოში უცხოურ კურორტებსაც ესტუმრებიან (სახელფასო შემოსავალი მათ ამის სრულ თავისუფლებას ანიჭებს), ერთი ისაა, თავს კონტროლი მაინც უნდა გაუწიონ, იმიტომ რომ, მუშაობამ ვირი მოკლა!


скачать dle 11.3