კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხაცდენილი მოტივირებულები


ანუ ჩინეთის ბედნიერებისთვის

განა იმიტომ, რომ ფეხი აუცდათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეკონომიკური ურთიერთობის გაბმის მოტივით ესტუმრა. ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ბ-ნმა პოლოლიკაშვილმა (ეს უკანასკნელი თითქმის თავის ჩინელ კოლეგებს შეხვდა). ჩვენმა მინისტრმა ოპტიმისტური განწყობა შემდეგნაირად გამოხატა: „ჩინეთის რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი იმას მოწმობს, რომ ჩინეთი საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობებით დაინტერესებულია“ და არანაკლებ ოპტიმისტური დასკვნაც გააკეთა: „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული პროდუქციისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ჩინეთის ბაზარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“

გემახსოვრებათ, რუსული ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ქართული ღვინის ახალ ბაზრად ჩინეთი მოიაზრებოდა, ალბათ, იმ იმედით, რომ ჩინელებმა მილიარდ-ნახევარს გადააჭარბეს და იქნებ ამ ჩვენს ღვინოსაც რაიმე უსაშველონო (კოვზით ზღვა დაილევა, არათუ კოვზ-კოვზ ქართული ღვინო). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინური მიმართულებით გარღვევა ვერ მოხერხდა და იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩინურ იაფფასიან პროდუქციას ამ ჩვენს ღარიბ ქვეყანაში დიდი გასავალი აქვს, სავარაუდოდ, ბ-ნი პოლოლიკაშვილის ოპტიმისტური დასკვნა პირიქით აგვიხდება: აი, ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში ქართული ბაზრის წვლილზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩინური პროდუქციისა და მოსახლეობისთვის ქართულ ბაზარს, თუ მთლად, განსაკუთრებული არა, მნიშვნელობა აქვს, ბოლოს და ბოლოს, დასახლდებიან კიდეც და, რამდენ შვილსაც ისურვებენ, იყოლიებენ.


скачать dle 11.3