ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით მიამბეთ ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლის შესახებ. ძალიან მომწონს, სურვილი მაქვს შევიძინო, მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.
პასუხი: ამბობენ, რომ ჩაუ-ჩაუ პირველადი ჯიშია. როგორც ამტკიცებდნენ ის ლაიკასთან ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლურჯი ენა ამ სქემაში არ ჯდება და დამტკიცდა, რომ ჩაუ-ჩაუ დამოუკიდებელი ჯიშის ძაღლია. ჩაუ-ჩაუ სიმაღლით არც ისე დიდია, საშუალოდ, 43-51 სანტიმეტრი იზრდება. განიერი, ჩადგმული ძაღლია, კისერზე ხშირი ფაფარით. აქვს შედარებით მოკლე ცხვირი. ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანია რომ უკანა ფეხების კიდურების კუთხეები გასწორებული უნდა იყოს და არა მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, ტეხილი მოძრაობით მიაბიჯებს, რაც შოუ-რინგზე ეს ფასდება. ზედმეტად გამოხატულია ის, რაც სხვა ძაღლებისთვის არანაკლებ დამახასიათებელია და საერთოდ კინოლოგიური ნორმა აქ ცოტა გვერდზეა გადაწეული.
კითხვა: ტემპერატურის მატებასთან ერთად, თითქმის ყველა ოჯახში კონდიციონერია ჩართული. მაინტერესებს, გამაგრილებელ საშუალებას თუ შეუძლია, ძაღლს რაიმე ზიანი მიაყენოს?
პასუხი: კონდიციონერმა ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება ფილტვების ანთება გამოიწვიოს ძაღლებში. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარედან შემოსული გახურებული ძაღლი არასდროს მიუშვათ გასაგრილებლად კონდიციონერთან ან ვინტილიატორთან ახლოს. პირდაპირ გრილ ოთახში შესვლამ შეიძლება ფილტვების ანთებასთან ერთად ნერვის ანთებაც გამოიწვიოს, რასაც საკმაოდ აუტანელი ტკივილი ახლავს. უმჯობესია თუ სახლში შემოსულ ძაღლს 5 წუთით იმ ოთახში გააჩერებთ, სადაც გამაგრილებელი საშუალება არ არის ჩართული.
კითხვა: მყავს პატარა ლეკვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მაჩუქეს. მას ჯერ კბილები არ მოუცვლია. მაინტერესებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძაღლს ჯანსაღი კბილები ჰქონდეს?
პასუხი: ძაღლს ჯანსაღი კბილები რომ ჰქონდეს, აუცილებელია, ლეკვობიდან სწორად კვებოთ. 3 თვიდან 6 თვემდე უფრო მეტი კალცი უნდა მიიღოს, ვიდრე ნებისმიერ საკვებს აწერია. თუ დიდი ჯიშის ძაღლია, წლამდე სჭირდება ყურადღება. ძაღლს ერთ კილოგრამ წონაზე ერთი გრამი კალცი სჭირდება. მაგრამ, ლეკვს ერთ კილოგრამზე 2 გრამი კალცი სჭირდება. ანუ, მაგალითად თუ ლეკვი 10 კილოგრამია, დღის განმავლობაში 20 გრამი კალციუმი უნდა მიიღოს. არსებობს დანამატი პრეპარატები, რომლებიც იყიდება.